დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 161 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 15/12/1984 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12-ის დანართი, 31/12/1984 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.010 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (10/08/1991 - 03/08/1992)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილება
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ივნისიდან.
2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი,
1984 წლის 15 დეკემბერი.
№161– Xს
საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
კარი I
ზოგადი დებულებანი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს სსრ კანონმდებლობის ამოცანები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონმდებლობის ამოცანაა სსრ კავშირის საზოგადოებრივი წესწყობილების, სოციალისტური საკუთრების, მოქალაქეთა სოციალისტურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სოციალისტური კანონიერების, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა სსრ კავშირის კონსტიტუციის, საქართველოს სსრ კონსტიტუციისა და საბჭოთა კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, სოციალისტური საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულების, საზოგადოების წინაშე პასუხის მგებლობის სულისკვეთებით აღზრდა.
ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.
მუხლი 2. სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლებისაგან, რომლებიც განსაზღვრავენ ამ კანონმდებლობის პრინციპებს, ადგენენ მის ზოგად დებულებებს, და მათ შესაბამისად გამოცემული სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებებისაგან, ამ კოდექსის და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებებისაგან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტები, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები დამკვიდრებული წესით ამ კოდექსში შეტანამდე საქართველოს სსრ ტერიტორიაზე გამოიყენება უშუალოდ.
ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომელთა ჩადენისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კანონმდებლობით, მაგრამ ამ კოდექსში ჯერ არ არის შეტანილი.
მუხლი 3. სსრ კავშირის კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე კანონმდებლობის დარგში სსრ კავშირის გამგებლობას განეკუთვნება:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის პრინციპების განსაზღვრა და ზოგადი დებულებების დადგენა;
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა იმ წესების დარღვევისათვის, რომლებიც შეეხება: პროდუქციის სტანდარტიზაციასა და ხარისხს; საზომ საშუალებათა ხმარებაში შემოღებას, მოვლა-შენახვასა და სარგებლობას; აღრიცხვასა და სტატისტიკას; მოძრაობის უსაფრთხოებას და რკინიგზის, საჰაერო, საზღვაო და მილსადენი ტრანსპორტის საშუალებებით სარგებლობას; საგზაო მოძრაობას; სამხედრო აღრიცხვას; სასაზღვრო რეჟიმს; საპასპორტო სისტემას; იარაღის, ფეთქებადი, რადიაქტიული ნივთიერებების და სანებართვო სისტემის სხვა ობიექტების შეძენის, შენახვისა და გამოყენების წესებს; საკარანტინო და სხვა ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელებისაგან სსრ კავშირის ტერიტორიის დაცვის წესებს; საბაჟო წესებსა და კონტრაბანდასთან ბრძოლის წესებს; ვალუტის მიმოქცევის წესებს; სსრ კავშირში უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ყოფნის წესებს;
საჭიროების შემთხვევაში იმ ცალკეულ სახეობათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საქმეთა განხილვის წესის განსაზღვრა, რომელთა გამო პასუხისმგებლობას ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა.
სსრ კავშირის გამგებლობას განეკუთვნება აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა სხვა საკითხებზეც, რომლებსაც საერთო-საკავშირო მნიშვნელობა აქვთ.
მუხლი 4. საქართველოს სსრ კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში
საქართველოს სსრ გამგებლობას განეკუთვნება:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობა იმ საკითხებზე, რომლებიც სსრ კავშირის გამგებლობას არ განეკუთვნება;
იმ საკითხთა წრის დადგენა, რომელთა შესახებ სახალხო დეპუტატთა ადგილობრივ საბჭოებს, სადაბო და სასოფლო საბჭოების გარდა, შეუძლიათ საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში მიიღონ გადაწყვეტილებანი, რომელთა დარღვევისათვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მუხლი 5. აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში
აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე;
წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.
მუხლი 6. სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების და მათი აღმასრულებელი კომიტეტების უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დარგში
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში შეუძლია:
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრა-ციულ პასუხისმგებლობას მათი დარღვევისათვის;
დაადგინოს წესები, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.
სახალხო დეპუტატთა რაიონულ, საქალაქო, ქალაქის რაიონულ საბჭოებს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში შეუძლიათ:
სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე მიიღონ გადაწყვეტილებანი, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მათი დარღვევისათვის;
დაადგინონ წესები, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 102-ე მუხლით.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებანი, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მათი დარღვევისათვის, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაადგინონ წესები, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 102-ე მუხლით.
მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება
სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, საბჭოთა კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.
სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომლებიც სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების, ადმინისტრაციული კომისიების, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიებისა და სხვა მათდამი ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას სოციალისტური კანონიერების უზრუნველყოფა
არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძვე ლზე და წესით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სოციალისტური კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე.
საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომების შეფარდებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრივ სისტემატური კონტროლი, საპროკურორო ზედამხედველობა, გასაჩივრების უფლება, კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები.
მუხლი 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევ ითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კარი II
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
I. ზოგადი ნაწილი
თავი 2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, სოციალისტური საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამ კოდექსით გათვალისწინებული სამარ თალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ჩადენა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ.
მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი.
მუხლი 13. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთ.
მუხლი 14. არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა
თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, შეეფარდებათ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიათა დებულებით გათვალისწინებული ზომები.
თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასკის პირებს ამ კოდექსის 50-ე, 116– 124-ე, 156-ე, 166-ე, 167-ე, 173-ე, 180– 183-ე, მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუ ძველზე. ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ პირთა საქმეები (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც ჩაიდინეს ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა) შეიძლება გადაეცეს, ხოლო ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული საქმეები, როგორც წესი, განსახილველად უნდა გადაეცეს არასრულწლოვანთა საქმეების რაიონულ (საქალაქო), ქალაქის რაიონულ კომისიებს.
თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს შეიძლება დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.
მუხლი 15. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა
თანამდებობის პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია მმართველობის წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, ბუნების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესებისა და სხვა იმ წესების დაუცველობასთან, რომელთა შესრულების უზრუნველყოფა მათი სამსახურებრივი მოვალეობაა.
მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა ჩადენისათვის, რომლებზეც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება
სამხედრო მოსამსახურეებსა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულებს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით. საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის, საბაჟო წესების დარღვევისა და კონტრაბანდისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაოები და ადმინისტრაციული პატიმრობა.
სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზეც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებითა და დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.
ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.
მუხლი 17. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პასუხისმგებლობა
საქართველოს სსრ ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქოების არმქონე პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სსრ კავშირის მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე. საქართველოს სსრ ტერიტორიაზე იმ უცხოელ მოქალაქეთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მოქმედი კანონების და სსრ კავშირის საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად სარგებლობენ იმუნიტეტით სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება დიპლომატიური გზით.
მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, სოციალისტურ საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.
მუხლი 19. აუცილებელი მოგერიება
ადმინისტრაციული პასუხი სმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებ ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, სოციალისტური საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები.
მუხლი 20. შეურაცხადობა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ესე იგი არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.
მუხლი 21. ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღ ვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა.
მასალები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლებლით გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 168-171-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, შეიძლება განსახილველად გადაეცეს აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ ლოთობასთან ბრძოლის კომისიას.
ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 166-ე, 168-171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ლოთობასთან ბრძოლის კომისია, ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 22. მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა
თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
თავი 3
ადმინისტრაციული სახდელი
მუხლი 23. ადმინისტრაციული სახდელის მიზნები
ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად საბჭოთა კანონების დაცვის, სოციალისტური საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
1) გაფრთხილება;
2) ჯარიმა;
3) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს წარმოადგენდა;
4) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს წარმოადგენდა;
5) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ნადირობის უფლება) ჩამორთმევა;
6) გამასწორებელი სამუშაოები;
7) ადმინისტრაციული პატიმრობა.
ამ მუხლის მე-3-6 პუნქტებში ჩამოთვლილი ადმინისტრაციული სახდელები შეიძლება დაწესდეს მხოლოდ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით, ადმინისტრაციული პატიმრობა კი – მხოლოდ სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით. სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება დაწესდეს საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებითაც.
სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით ამ მუხლში აღნიშნულის გარდა შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული სახდელების სხვა სახეობანიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების პრინციპებისა და ზოგადი დებულებების შესაბამისად.
სსრ კავშირის კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სსრ კავშირის ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ საბჭოთა მართლწესრიგს.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988წ., მუხ.201
მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები
საგნების სასყიდლით ჩამორთმევა და კონფისკაცია, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს ან უშუალო ობიექტს წარმოადგენდნენ, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. გაფრთხილება, ჯარიმა, სპეციალური უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაოები, ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი.
ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებული იქნეს ძირითადი ან ძირითადი და დამატებითი სახდელი.
მუხლი 26. გაფრთხილება
გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა, გამოაქვთ წერილობითი ფორმით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილება გაფორმდება სხვა დადგენილი წესით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 27. ჯარიმა
მოქალაქეებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა, როგორც წესი , არ შეიძლება აღემატებოდეს ათ მანეთს, ხოლო თანამდებობის პირთათვის – ორმოცდაათ მანეთს.
მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს ერთ მანეთზე ნაკლები, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი არ არის სხვა მინიმალური ოდენობა.
ცალკეულ სახეობათა ადმინისტრაციული სამართლდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ამაღლების აუცილებლობისას საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ჯარიმა ათი ათას მანეთამდე.
გამონაკლის შემთხვევებში საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერების განსაკუთრებული საჭიროების გამო საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ამ მუხლით გათვალისწინებულზე მეტი ოდენობის ჯარიმა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988წ., მუხ.201
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991წ., მუხ.450
მუხლი 28. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრი სათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, ვისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესსა და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო
იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო, მდგომარეობს ამ საგნის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით უსასყიდლო გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირადი საკუთრების საგანი, თუ სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, ნადირობის სხვა იარაღების კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირთა მიმართ, ვისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
კონფისკაციის გამოყენების წესს, იმ საგნების ნუსხას, რომლებიც კონფისკაციას არ ექვემდებარება, ადგენს სსრ კავშირის კანონმდებლობა, ეს კოდექსი და საქართველოს სსრ სხვა კანონმდებლობა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 30. მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების ჩამორთმევა
მოქალაქეს მინიჭებული სპეციალური უფლება (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, ნადირობის უფლება) ჩამოერთმევა სამ წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. ასეთი უფლების ჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება არ შეიძლება ჩამოერთვათ იმ პირთ, რომლებიც აღნიშნული საშუალებებით სარგებლობენ ინვალიდობის გამო, იმ შემთხვევების გარდა, როცა სატრანსპორტო საშუალებას მართავდნენ ნასვამ მდგომარეობაში.
ნადირობის უფლება არ შეიძლება ჩამოერთვას იმ პირს, ვისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
მუხლი 31. გამასწორებელი სამუშაოები
გამასწორებელი სამუშაოები გამოიყენება ორ თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილას, ამასთან სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე. გამასწორებელ სამუშაოებს შეუფარდებს რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლო (სახალხო მოსამართლე). გამასწორებელი სამუშაოების ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 32. ადმინისტრაციული პატიმრობა
ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ცალკეულ სახეობათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის თხუთმეტ დღე-ღამემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლო (სახალხო მოსამართლე).
ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწევ ელ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.
თავი 4
ადმინისტრაციული სახდელის დადება
მუხლი 33. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების, ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
მუხლი 34. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:
1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება;
2) ბრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;
3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გ ავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;
4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ;
5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს.
სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტარციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც. ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
მუხლი 35. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:
1) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
2) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ;
3) არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
4) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მი ერ;
5) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;
6) სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის კვალობაზე შეუძლია არ ცნოს ეს გარემოება დამამძიმებლად.
მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითეული სამართალდარ ღვევისთვის ცალ-ცალკე.
თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვე ვისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.
მუხლი 37. ადმინისტრაციული სახდელის ვადების გამოანგარიშება
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოების – თვეებით ან დღეებით, სპეციალური უფლების ჩამორთმევისა – წლებით, თვეებით ან დღეებით.
მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები
ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება სსრ კავშირის საბაჟო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის შეფარდებისას.
მუხლი 39. ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად
თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.
მუხლი 40. მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება
თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას, მაშინ ადმინისტრაციულ კომისიას, სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს, არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას , სახალხო მოსამართლეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას უფლება აქვთ იმავდროულად გადაწყვიტონ საკითხი ბრალეულის მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუ ეს თანხა არ აღემატება ორმოცდაათ მანეთს, ხოლო რაიონულ (საქალაქო) სახალხო სასამართლოს – ზარალის ოდენობის მიუხედავად.
სხვა შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხი წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მუხლი 41. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისათვის შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი
ადმინისტრაციული სახდელის დადება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი.
II. განსაკუთრებული ნაწილი
თავი 5
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის დაცვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დარგში
მუხლი 42. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა
თანამდებობის პირთა მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 43. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა
სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა (გარდა ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესებისა და ნორმებისა), –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 44. სანიტარიულ -ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევა ტრანსპორტზე
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტზე დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმება ს ათ მანეთამდე, თანამდებობობის პირთა – ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საჰაერო ტრანსპორტზე დადგენილი სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 45. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე
ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.
შენიშვნა: პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რაც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან რასაც ის ინახავდა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელმაც ნებაყოფლობით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
მუხლი 46. ვენერიული სენის შეყრის წყაროს და ავადმყოფთა ისეთი კონტაქტების დაფარვა, რომლებიც სენის შეყრის საშიშროებას ქმნიან
ვენერი ული სენით დაავადებულთა მიერ დაავადების წყაროს დაფარვა, აგრეთვე იმ პირთა დაფარვა, რომლებთანაც ისეთი კონტაქტები ჰქონდათ, რაც ვენერი ული სენის შეყრის საშიშროებას ქმნის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
თავი 6
სოციალის ტური საკუთრების ხელმყოფი ადმინიტრაციული სამართალდარღვევები
მუხლი 47. წიაღის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
წიაღის თვითნებურად გამოყენება, ისეთი გარიგების დადება, რომელიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევს წიაღის სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 48. წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
წყლის ობიექტების თვითნებურად დაკავება, თვითნებური წყალსარგებლობა, წყალსარგებლობის უფლების დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევენ წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 49. ტყის სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
ტყითსარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრ ეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა თუ ფარული ფორმით არღვევენ ტყის სახელმწიფო საკუთრების უფლებას, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 491. ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა
ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარად თუ ფარული ფორმით არღვევენ ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა, რისთვისაც ნებართვის მიღებაა საჭირო, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 50. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება ქურდობის, მითვისების, გაფლანგვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ანდა თაღლითობის გზით, –
გამოიწვევს ჯარიმას ოციდან ორას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.
შენიშვნა: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება ჩაითვლება წვრილმანად, თუ გატაცებულის ღირებულება არ აღემატება ორმოცდაათ მანეთს. ამასთან გატაცებულის ღირებულების გარდა გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე გატაცებული ნივთების რაოდენობა ნატურით (წონა, მოცულობა) და მათი მნიშვნელობა სახალხო მეურნეობისათვის.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 501. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება
საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით მოვალეა აანაზღაუროს ასეთი ზარალი, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
თავი 7
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის დარგში
მუხლი 51. მიწების უყაირათო გამოყენება
მიწების უყაირათო გამოყენება, მიწების გაუმჯობესებისა და ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, გამოყოფილი მიწის ნაკვეთების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც იქნა გამოყოფილი, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 52. სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიწების გაფუჭება
სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიწების გაფუჭება, საწარმოო და სხვა ნარჩენებით და ჩამდინარე წყლებით მათი გაჭუჭყიანება, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 53. დროებითი დაკავებული მიწების თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მათი ვარგის მდგომარეობაში მოუყვანლობა
დროებით დაკავებული მიწების თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მათი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, –
გამოი წვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 54. შიდასამეურნეო მიწათმოწყობის პროექტისაგან თვითნებური გადახვევა
დადგენილი წესით დამტკიცებული შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის პროექტისგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 55. სამიჯნე ნიშნების მოსპობა
მოქალაქეთა მიერ მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 56. წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა
სასარგებლო წიაღისეულის განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება, წია ღის დაცვის წესებისა და წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურ ღილების, აგრეთვე მარკშეიდერული გეოდეზიური ნიშნების მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
საბადოების მდიდარი უბნების შერჩევითი დამუშავება, რასაც მოჰყვა სასარგებლო წიაღისეულის საბალანსო მარაგის უსაფუძვლო დანაკარგები, მოპოვებისას სასარგებლო წიაღი სეულის ზენორმატიული დანაკარგები და ზენორმატიული გაღარიბება, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გაფუჭება და მისი მარაგის რაციონალური გამოყენების მოთხოვნათა სხვა დარღვევები, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მარკშეიდერული დოკუმენტაციის დაკარგვა, ლიკვიდირებული ან დაკონსერვებული სამთო გამონამუშევრებისა და ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში მოყვანის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრხოებას, აგრეთვე კონსერვაციის დროს საბადოების, სამთო გამონამუშევრებისა და ჭაბურღილების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 57. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა
წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ან მოჰყვა სასარგებლო წიაღისეულის გამოკვლეული მარაგის ან სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ საწარმოთა, აგრეთვე იმ მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლოატაციის პირობების მცდარი შეფასება, რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან, გე ოლოგიური დოკუმენტაციის, სასარგებლო წიაღისეულის სინჯების დუბლიკატების და კერნის დაკარგვა, რომელიც აუცილებელია წიაღის შემდგომი გეოლოგიური შესწავლისა და საბადოს დამუშავების დროს, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 58. წიაღის რესურსების დაცვის წესების დარღვევა
წყლის გაჭუჭყიანება ან დანაგვიანება წყალშემკრებებში წყალდაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს მათ გაჭუჭყიანებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიასა და სხვა მავნე მოვლენებს, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
ისეთი საწარმოების, კომუნალური და სხვა ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომლებიც აღჭურვილი არ არიან წყლის გაჭუჭყიანების, დანაგვიანების და წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის საჭირო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, –
გამოიწვევს თანამდებო ბის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებისა და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
გემის ან სხვა მცურავი საშუა ლებების კაპიტნის მეთაურთა შემადგენლობის სხვა პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანების ჯან მრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ანდა დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცვლელ მინარევებთან დ აკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანა ამ ოპერაციების შესახებ ან შესაბამისი თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა, –
გამოიწვევს დაჯარიმების ას მანეთადე.
მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა
წყალსარგებლობის გეგმების დარღვევით წყლის აღება, ჰიდროტექნიკური სამუშაოების თვითნებურად წარმოება, წყლის (მოპოვებული ან წყლის ობიექტიდან გაყვანილი) უყაირათო გამოყენება, წყლის ობიექტიდან ამოღებული და მათში ჩაშვებული წყლის რაოდენობისა და ხარისხის განსაზღვრის პირველადი აღრიცხვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმების ას მანეთამდე.
მუხლი 61. წყალსამეურნეო ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა
წყალსამეურნეო ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
წყალსამეურნეო ნაგებობებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 62. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების უკანონო გამოყენება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ნაკვეთების ამოსაძირკვად, ნაგებობათა ასაშენებლად, მერქნის გადასამუშავებლად, საწყობების მოსაწყობად და ა.შ. გამოიყენება ამ ნაკვეთების გამოყენებაზე სათანადო ნებართვის მიუღებლად, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 63. ტყეკაფის ფონდის გამოყენების, მერქნის დამზადებისა და გამოზიდვის, ფისის დამზადების დადგენილი წესების დარღვევა
ტყეკაფის ფონდის გამოყენების, მერქნის დამზადებისა და გამოზიდვის, ფისის დამზადების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 64. ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, ტყის კულტურებისა და ნორჩი ტყის მოსპობა და დაზიანება
ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესარების ან ნერგების, აგრეთვე ტყის აღდგენისათვის განკუთვნილ ფართობზე ბუნებრივი წარმოშობის ნორჩი ტყისა და აღმონაცენის მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოაქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 65. ტყეებში მოზარდ მცენარეთა მოსპობა ან დაზიანება
ტყეებში მოზარდ მცენარეთა მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 66. ტყითსარგებლობის განხორციელება ტყესაჭრელი ბარათით (ორდერით) ან ტყის ბარათით გაუთვალისწინებელი მიზნებისა და მოთხოვნებისათვის
ტყითსარგებლობის განხორციელება ტყესაჭრელი ბარათით (ორდერით) ან ტყის ბარათით გაუთვალისწინებელი მიზნებისა და მოთხოვნებისათვის, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 67. ტყეების აღდგენისა და გაუმჯობესების, მწიფე მერქნის რესურსების გამოყენების წესების დარღვევა
ტყეების აღდგენის, მდგომარეობისა და ჯიშობრივი შედგენილობის გაუმჯობესების, მათი პროდუქტიულობის გადიდების, აგრეთვე მწიფე მერქნის რესურსების გამოყენების წესებისა და ინსტრუქციების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა, – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 69. თვითნებურად თიბვა და პირუტყვის ძოვება, თვითნებურად ველური ხილის, კაკლოვანების, სოკოს, კენკრის მოკრეფა
ტყეებში და სახელმწიფო ტყის ფონდის ტყით დაუფარავ მიწებზე თვითნებურად თიბვა და პირუტყვის ძოვება, ველური ხილის, კაკლოვანების, სოკოს, კენკრის და ა.შ თვითნებურად მოკრეფა უბნებში, სადაც ეს აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ ტყის ბარათებით, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 70. ისეთი საწარმოო ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელთაც არა აქვთ ტყეებზე მავნე ზემოქმედების აცილების მოწყობილობა
ახალი და რეკონსტრუირებული საწარმოების, საამქროების, აგრეგატების, სატრანსპორტო გზების, კომუნალური და სხვა ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არიან ტყეების მდგომარეობასა და კვლავწარმოებაზე მავნე ზემოქმედების აცილების მოწყობილობით, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 71. ტყეების დაზიანება ჩამდინარე წყლებით, ქიმიური ნივთიერებებით, მავნე ამონაფრქვევით, ნაგვითა და ნარჩენებით
ტყეების დაზიანება ჩამდინარე წყლებით, ქიმიური ნივთიერებებით, სამრეწველო და კომუნალურ-საყოფაცხოვრებო ამონაფრქვევით, ნაგვითა და ნარჩენებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 72. ტყეების დანაგვიანება საყოფაცხოვრებო ნაგვითა და ნარჩენებით
ტყეების დანაგვიანება საყოფაცხოვრებო ნაგვითა და ნარჩენებით, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა, – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 73. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 74. ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება
ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 75. ტყისათვის სასარგებლო ფაუნის განადგურება
ტყისათვის სასარგებლო ფაუნის განადგურება,–
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 76. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა
ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრობის შედეგად, აგრეთვე ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 77. ატმოსფეროში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმატივების გადამეტებით ან უნებართვო და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება
ატმოსფეროში გამაჭუჭყიანებელ ნი ვთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან დროებით შეთანხმებული განაფრქვევის ნორმატივების გადამეტება; ატმოსფერულ ჰაერზე ზღვრულად დასაშვები მავნე ფიზიკური ზემოქმედების ნორმატივების გადამეტება; ატმოსფეროში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა გაფრქვევა სპეციალურად საამის ოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ნებართვის გარეშე; ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ნებართვის გარეშე, როდესაც ასეთი ნებართვის მიღება აუცილებელია სსრ კავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გ აფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 78. ატმოსფეროში განაფრქვევის საწმენდი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, აგრეთვე ამ მოწყობილობათა გამოუყენებლობა
ატმოსფეროში განაფრქვევის საწმენდი და საკონტროლო ნაგებობის, მოწყობილობის, აპარატურის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, აგრეთვე მათი გამოუყენებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 79. საწარმოთა საექსპლუატაციოდ გადაცემა ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნათა უგულებელყოფით
ახალი და რეკონსტრუირებული საწარმოების, ნაგებობების და სხვა ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნებს, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 80. ისეთ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა ნორმატივებს აღემატება
ისეთი ავტომობილების, თვითმფრინავების, გემებისა და სხვა მოძრავი საშუალებებისა და დანადგარების საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 81. ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება
მოქალაქეთა მიერ ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების და დანადგარების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყუანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 82. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნათა დაუცველობა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწყობისა და დაწვისას
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწყობის წესების დარღვევა, აღნიშნული ნარჩენების დაწვისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნათა დაუცველობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 83. მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანება
მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა ატმოსფერული ჰაერის გაჭუჭყიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 84. ატმოსფერული ჰაერის დაცვისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობა
ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების დარღვევების აღმოფხვრის შესახებ ატმოსფერული ჰაერის დაცვისადმი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 85. ცხოველთა ბინადრობის გარემოს დაცვის, ზოოლოგიური კოლექციების შექმნის და ამ კოლექციებით ვაჭრობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა თვითნებური გადასახლება, აკლიმატიზაცია და შეჯვარება
ცხოველთა ბინადრობის გარემოსა და მიგრაციის გზების დაცვის, ზოოლოგიური კოლექციების შექმნის, შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვის, ზოოლოგიური კოლექციებით ვაჭრობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ზოოლოგიური კოლექციების საზღვარგარეთ გადაგზავნისა და გაზიდვის წესების დარღვევა, ასევე ცხოველთა თვითნებური გადასახლება, აკლიმატიზაცია და შეჯვარება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 851. მცენარეთა დაცვის იმ საშუალებებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რომლებმაც ზარალი მიაყენეს ცხოველთა სამყაროს
მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სხვა იმ პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რომლებმაც ზარალი მიაყენეს ცხოველთა სამყაროს, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 852. ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის წესის დარღვევა, აგრეთვე წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობათა შენარჩუნებისათვის ზარალის მიმყენებლად მიჩნეულ ცხოველთა ან მცენარეთა უკანონო შემოზიდვა
ნაკრძალებსა და სხვა განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის დადგენილი წესის დარღვევა, აგრეთვე სსრ კავშირის წითელ წიგნსა ან საქართველოს სსრ წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობების შენარჩუნებისათვის ზარალის მიმყენებლად მიჩნეულ ცხოველთა ან მცენარეთა სსრ კავშირში უკანონო შემოზიდვა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 853. იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა
სსრ კავშირის წითელ წიგნში ან საქართველოს სსრ წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობებს მიკუთვნებულ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგების და სხვა ნაგებობათა განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 86. ნადირობის და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა სამყაროთი სხვა სახის სარგებლობის წესების დარღვევა
ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროთი სხვა სახის სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების თოფებისა და ცხოველთა მოპოვების სხვა იარაღებისა და სხვაგვარი საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო ან უამისოდ.
ნადირობის წესების უხეში დარღვევა (ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში, ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით თუ საშუალებებით), აგრეთვე ნადირობის სხვა წესების სისტემატური დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ას მანეთამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების თოფების და სხვა სანადირო იარაღების კონფისკაციით ან უამისოდ, ან მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისათვის ნადირობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე, თოფების და სხვა სანადირო იარაღების კონფისკაციით ან უამისოდ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 87. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 88. ისტორიისა და კლუტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების წესების დარღვევა
ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 89. სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებით დაცული ბუნების ობიექტების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა
საქართველოს სსრ ტერიტორიაზე გან საკუთრებით დაცული ბუნების ობიექტების დაცვის რეჟიმის და ნაკრძალების, აღკვეთილების, ეროვნული და ბუნებრივი პარკების მწვანე ზონების შინაგანაწესის დარღვევა ანდა ბუნების დაცული ობიექტების განადგურება ან დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
თავი 8
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მრეწველობის, ელექტრონული და თბოენერგიის გამოყენების დარგში
მუხლი 90. სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დარღვევა
თანამდებობის პირთა მიერ მრეწველობის დარგებში და იმ ობიექტებზე, რომლებსაც კონტროლს უწევენ სახსამთოტექზედამხედველობის ორგანოები, სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესების, ნორმების და ინსტრუქციების არაერთგზის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დარღვევა იმ ობიექტებზე, რომლებსაც კონტროლს უწევენ სახატომენერგოზედამხედველობის ორგანოები, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 91. ფეთქებადი მასალების შენახვის, გამოყენების და აღრიცხვის წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დარღვევა
თანამდებობის პირთა მიერ მრეწველობის დარგებში და იმ ობიექტებზე, რომლებსაც კონტროლს უწევენ სახსამთოტექზედამხედველობის ორგანოები, ფეთქებადი მასალების შენახვის, გამოყენების და აღრიცხვის წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 92. ელექტრონული და თბოენერგიის მფლანგველური ხარჯვა
ელექტრონული და თბოენერგიის მფლანგველური ხარჯვა, ესე იგი სისტემატურად, საწარმოო აუცილებლობის გარეშე ელექტროძრავების, ელექტროღუმელების და სხვა ელექტრო- და თბომოწყობილობის არასრული დატვირთვა ან უქმად გამოყენება; შეკუმშული ჰაერის, წყლისა და სითბოს სისტემატურად პირდაპირი დაკარგვა, რაც გამოწვეულია არმატურის, მილსადენთა, მილსადენთა თბოიზოლაციის, ღუმელების და თბოგამომყენებელი მოწყობილობის გაუმართაობის გამო; ენერგომომმარაგებელი ორგანიზაციის ნებართვის გარეშე ელექტროენერგიის გამოყენება სასამსახურო და სხვა სადგომების გასათბობად, აგრეთვე საწარმოო პროცესით გაუთვალისწინებელი მიზნებისათვის; ელექტროენერგიის უყაირათო გამოყენება განათებისათვის, –
გამოიწვევს საწარმოების, დაწესებულების, ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, საწარმოთა მთავარი ინჟინრების, მთავარი ენერგეტიკოსების (მთავარი მექანიკოსების), სააქმროების უფროსების, დაწესებულებებ ისა და ორგანიზაციების ადმინის ტრაციულ-სამეურნეო სამსახურების ხელმძღვანელთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 93. 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროქსელების დაზიანება
1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროქსელების (საჰაერო, მიწისქვეშა და წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების, შემყვანი და გამანაწილებელი მოწყობილობების) დაზიანება, თუ ამას მოჰყვა მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება და სახალხო მეურნეობის ზარალი, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდახუთ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 94. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა
სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ დადგენილი 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა მომხმარებე ლთათ ვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, ელექტროქსელების დაზიანება ან სახალხო მეურნეობის სხვა ზარალი, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ომოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ას მანეთამდე.
მუხლი 95. გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა
გაზის, როგორც სათბობისა და ნედლეულის, გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა:
გაზის გაშვება გაზგამომყენებელ დანადგარებში გაზის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ნებართვის გარეშე; გაზის გამოყოფილი ფონდების გადამეტება ან გაზის მოხმარების დადგენილი რეჟიმის დაუცველობა; გაზის მოხმარება გაზგამომყენებელ დანადგარებზე მისი ხარჯვის დამტკიცებული კუთრი ნორმების გარეშე ან ამ კუთრი ნორმების გადამეტება;
გაზგამომყენებელი დანადგარების ექსპლუატაცია გაზის ხარჯვის ან გაზის გამოყენებით გამომუშავებული თბოენერგიისა და პროდუქციის აღურიცხავად, ან გაზგამომყენებელი დანადგარების პროექტით გათვალისწინებული გაზის წვის პროცესების ავტომატური რეგულირების საშუალებათა, ან თბოტექნიკური კონტროლის ხელსაწყოებისა თუ თბოუტილიზაციის მოწყობილობის არარსებობა (გაუმართაობა), რომლებიც უზრუნველყოფენ გაზის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას;
გაზით მოსარგებლე საწარმოს, გაერთიანების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული სარეზერვო თბომეურნეობის მუშაობისათვის მოუმზადებლობა ან გაზგამომყენებელი დანადგარების მოუმზადებლობა დაწესებული სახეობის სარეზერვო სათბობით მუშაობისათვის, –
გამოიწვევს საწარმოების, გაერთიანებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, მათი მოადგილეების, მთავარი ენერგეტიკოსების (მთავარი მექანიკოსების), საამქროებისა და სამსახურების უფროსების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 96. გაზის ქსელების დაცვის წესების დარღვევა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული გაზის ქსელების დაცვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
მუხლი 961. ყოფა-ცხოვრებაში ენერგიით ან გაზით სარგებლობის წესების დარღვევა
ელექტრონული ან თბოენერგიის, ანდა გაზის თვითნებური გამოყენება ანგარებითი მიზნით, აგრეთვე ყოფა-ცხოვრებაში ელექტრონული ან თბოენერგიის, ანდა გაზით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
თავი 9
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობაში. ვეტერინარ ულ -სანიტარი ული წესების დარღვევა
მუხლი 97. კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მეურნეობების ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება პირუტყვის ან ფრინველის მიერ, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოცდახუთ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
ნათესების განმეორებით წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის განმეორებით გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების განმეორებით დაზიანება ასეთივე სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
ნათესებში ან ნარგავებში ავტომანქანით, ტრაქტორით ან სხვა მანქანით გავლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
ნათესებში ან ნარგავებში საჭაპანო ტრანსპორტით გავლა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 2 ნოემბრის ბრძანებულება №1475 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1987წ., მუხ.279
მუხლი 98. მცენარეთა საკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის წესების დარღვევა
მცენარეთა საკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 981 შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა
შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ნიტრატებისა და პესტიციდების ნარჩენების ნორმაზე მეტი ოდენობით დაგროვება, აგრეთვე ასეთი პროდუქციის რეალიზაცია, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათი მანეთით, თანამდებობის პირთა – ასი მანეთით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონფისკაციით.
შენიშვნა: კონფისკებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც შეიცავს ნორმაზე მეტი ოდენობით ნიტრატებს თუ პესტიციდებს, უნდა განადგურდეს.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 19 აპრილის ბრძანებულება №2610 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №4, აპრილი, 1990წ., მუხ.90
მუხლი 99. მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა
სასაზღვრო საზღვაო პორტიდან (ნავმისადგომიდან), რკინიგზის სადგურიდან, ავტოვაგზლიდან (ავტოსადგურიდან), აეროპორტიდან და სხვა სასაზღვრო პუნქტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტა ნილი მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 100. მოწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა
მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას.
გაფრთხილების შემდეგ მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარნტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა ასეთივე სამართალ დარღვევისათვის დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოციდან ორმოც მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.
მუხლი 1001. ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა
კანაფისა და ზეთოვანი ხაშხაშის ნათესების, ამ კულტურების მოსავლის შენახვისა და გადამუშავების ადგილების დაცვის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ნამკალისა და წარმოების ნარჩენების გასანადგურებლად ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
მუხლი 1002. ზეთოვანი ხაშხაშის ან კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა
ზეთოვანი ხაშხაშის, აგრეთვე გასეშენებლად აკრძალული ინდური, სამხრეთ მანჯურიის, სამხრეთ ჩუიის, სამხრეთ არხონისა და სამხრეთ კრასნოდარის კანაფის გარდა სხვა კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
მუხლი 101. მექანიზატორთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა
მექანიზატორთა მიერ ტრაქტორების, კომბაინების, სხვა თვითმავალი სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა, –
გამოიწვევს მექანიზატორთათვის ამ მანქანების მართვის უფლების ჩამორთმევას ერთ თვემდე ვადით.
მუხლი 102. ცხოველთა საკარანტინო წესებისა და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა
სსრ კავშირის ვეტერინარ ულ ი წესდებით გათვალისწინებული ცხოველთა საკარანტინო წესებისა და სხვა ვეტერინარ ულ -სანიტარი ული წესების, აგრეთ ვე ეპიზოოტიასთან ბრძოლის საკითხებზე სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების და მათი აღმასრულებელი კომიტეტების გადაწყვეტილებათა დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 103. ძაღლებისა და კატების ყოლის წესების დარღვევა. მტაცებელ ცხოველთა ყოლა
ძაღლების და კატების ყოლის წესების დარღვევა, აგრეთვე მტაცებელ ცხოველთა ყოლა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 104. ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა
ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 105. საფუტკრეების სათაფლე ღალიანობისათვის გადატანის წესების დარღვევა
საფუტკრეებისათვის დაწესებული სამომთაბარეო მარშრუტების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 1051. საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა
მოქალაქეთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობა სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
თანამდებობის პირთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის შემდეგი წესების დარღვევა:
მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღების წესების დარღვევა; კოლექტიური ბაღისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობისა და განაშენიანების პროექტის გარეშე ან ამ პროექტის დარღვევით ათვისება; სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის ნებართვის მიცემა, ამგვარი სახლების საექსპლუატაციოდ მიღება; კოლექტიური ბაღის ტერიტორიაზე სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მისგან გადახვევით საერთო სარგებლობის შენობათა და ნაგებობათა მშენებლობა; უკანონოდ საშენი მასალების გაცემა, სატრანსპორტო საშუალებათა, მექანიზმების, მუშახელის გამოყენება, მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არასპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციების ჩაბმა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 მაისის ბრძანებულება №94 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1985 წ., მუხ.157
თავი 10
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
მუხლი 106. რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
რკინიგზის ლიანდაგებზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა
სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვისა და სხვა საგნების გადაყრა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.
საგარეუბნო მატარებლის ვაგონებში (მათ შორის, ტამბურებში), ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებში, აგრეთვე მეტროპოლიტენში ნებადაურთველ ადგილას მოწევა, –
გამოწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა
აეროდრომის რაიონში რაიმე ისეთი ნიშნების და მოწყობილობათა განლაგება, რომლებიც აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობათა მსგავსია, ან აეროპორტის, აეროდრომის ადმინისტრაციის ნებადაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობენ ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, რაც საშიშია საჰაერო ხომალდის ფრენისათვის, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ათიდან ორმ ოცდაათ მანეთამდე.
შენობებსა და ნაგებობებზე ღამის და დღის მარკირებული ნიშნების ან მოწყობილობათა განლაგების წესების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
სააეროდრომო მოწყობილობის, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნების და მათ მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ომოცდაათ მანეთამდე.
აეროპორტის (აეროვაგზლის გარდა), აეროდრომის, ფრენის რადიო- და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე გავლა სათანადო ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმების ოცდაათ მანეთა მდე.
მუხლი 109. საჰაერო ტრანსპორტით საშიში ნივთიერებებისა და საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა
საჰაერო ტრანსპორტით საშიში ნივთიერებების ან საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, აღნიშნული ნივთიერებებისა და საგნების სასყიდლით ჩამორთმევით ან კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება საჰაერო ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 110. საჰაერო ხომალდზე ქცევის წესების დარღვევა
საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა მიერ ხომალდის მეთაურის განკარგულების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საჰაერო ხომალდიდან ფოტოგრაფირების, კინოგადაღების წესებისა და რადიოკავშირის საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, ფირის კონფისკაციით.
მუხლი 111. საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა
საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას მანეთამდე.
მუხლი 1111 . საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა
საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა საჰაერო ხომალდების ფრენისას, რაკეტების გაშვებისას, ყველანაირი სახის სროლის, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისას ან სხვა საქმიანობისას, რაც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების საჰაერო სივრცეში აზიდვასთან, გადაადგილებასა ან გაშვებასთან, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათიდან ას მანეთამდე იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევით, რომელიც სამართალდარღვევის იარაღი იყო ან უამისოდ, ხოლო თანამდებობის პირებისა – ოციდან ორას მანეთამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1991წ., გვ. 32
მუხლი 112. საზღვაო ტრანსპორტზე მოძრაობის წესების დარღვევა
გემების პორტში შესვლისა და პორტიდან გამოსვლის, საპორტო წყლებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების, აგრეთვე გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობის და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საპორტო წყლებში საყვინთი სამუშაოების ჩატარება სათანადო ნებართვის გარეშე, ამ სამუშაოთა დროს სიგნალების მიცემის წესების დაუცველობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 113. საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა
საზღვაო ტრანსპორტზე სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საზღვაო ტრანსპორტის გემების შიდა მოწყობილობის დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
საზღვაო ტრანსპორტის გემებზე ნებადაურთველ ადგილას მოწევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 114. საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვის და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა
საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 115. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების დარღვევა
მძღოლების მიერ ისეთ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა, რომელთაც აქვთ უწესივრობა სამუხრუჭე სისტემაში ან საჭის სამართავ მექანიზმში, ან რომლებიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, ან რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, ან არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური შემოწმება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთი მანეთით.
უსაფრთხოების ღვედებით ან მოტოჩაფხუტით სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთი მანეთით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 116-121-ე და 125-127-ე მუხლებში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 117. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ მოძრაობის სიჩქარის გადაჭარბება, საგზაო ნიშნების მოთხოვნათა დაუცველობა, მგზავრთა გადაყვანისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა
სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის ან მარეგულირებლის ჟესტის დროს გავლა, პრიორიტეტის საგზაო ნიშნების, ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნების, გზების სავალი ნაწილის მონიშვნის, მოძრაობის დროს უპირატესობის მინიჭების შესახებ მოთხოვნათა დაუცველობა, მგზავრთა გადაყვანის, სატრანსპორტო საშუალებათა გასწრების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების ან საქვეითო გადასასვლელების გავლის, დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმაო ხილვადობის პირობებში სანათი ხელსაწყოებით სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათი მანეთით.
იგივე დარღვევები, თუ მათ გამოიწვიეს საავარიო ვითარება, ესე იგი აიძულეს მოძრაობის სხვა მონაწილეები მკვეთრად შეეცვალათ მოძრაობის სიჩქარე, მიმართულება ან გამოეყენებინათ საკუთარი უსაფრთხოების ან სხვა მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სხვაგვარი ზომები, აგრეთვე მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მილიციის მუშაკის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ თვემდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 1171. მოტოციკლებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მონაწილეობა, ჯგუფურ მოძრაობაში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას
მოტოციკლებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მონაწილეობა ჯგუფურ მოძრაობაში ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რაც აფერხებს საგზო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მანეთით ან სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ თვემდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 118. სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ რკინიგზის გადასასვლელების გავლის წესების დარღვევა
სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ რკინიგზის გადასასვლელების გავლის წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი მანეთით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვს თვემდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში და სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისგან თავის არიდება
მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა ნასვამ მდგომარეობაში, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა ნასვამი პირისათვის, განსაზღვრული წესით სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისაგან თავის არიდება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი მანეთით ან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასი მანეთით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 120. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა ან სხვა ქონების დაზიანება, აგრეთვე საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა
სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ ამ კოდექსის 116-118-ე მუხლებით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო და სხვა ნაგებობების ან სხვა ქონების დაზიანება, დადგენილი წესების დარღვევით იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება, რომლის მონაწილენიც თვითონ არიან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი მანეთით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით სამიდან ექვს თვემდე.
ამ კოდექსის 116-119-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების გარდა მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შედეგები,
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე.
ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების გარდა საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ან მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის
სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს ამ საშუალებათა მართვის უფლება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთას მანეთამდე.
იგივე დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო და სხვა ნაგებობათა ან სხვა ქონების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას.
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის, –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას.
იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, ვინც მართავს სხვისი საკუთრების სატრანსპორტო საშუალებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991წ., მუხ.38
საქართველოს 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1991წ., მუხ.600
მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე
სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც მართავდა სხვისი საკუთრების სატრანსპორტო საშუალებას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი მანეთიდან ათი ათას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991წ., მუხ.38
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991წ., მუხ.450
მუხლი 123. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 124. ქვეითად მოსიარულეთა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიერ მოძრაობის წესების დარღვევა
ქვეითად მოსიარულეთა მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალებისადმი დაუმორჩილებლობა, სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადაურთველ ადგილებში, აგრეთვე მოპედისტებისა და ველოსიპედისტების, მზიდავებისა და გზით მოსარგებლე სხვა პირების მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალებისადმი დაუმორჩილებლობა, პრიორიტეტის საგზაო ნიშნების, ამკრძალავი ან მიმთითებელი საგზაო ნიშნების მოთხოვნათა დაუცველობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთი მანეთით.
ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა საავარიო ვითარება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 125. გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა ხაზზე გაშვება და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევები
ისეთ გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა გაშვება ხაზზე, რომელთა ექსპლუატაცია აკრძალულია ან რომლებიც გადაკეთებულია სათანადო ნებართვის გარეშე, ან რეგისტრირებული არ არის დადგენილი წესით, ან არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური შემოწმება, –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობისა და ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელების ან სხვა თანამდებობის პირების დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 126. სატრანსპორტო საშულებათა სამართავად დაშვება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისა ან იმ პირებისა, რომელთაც არა აქვთ სატრანსპორტო საშულებათა მართვის უფლება
სატრანს პორტო საშულებათა სამართავად დაშვება ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისა ან იმ პირებისა, რომელთაც არა აქვთ სატრანს პორტო საშულებათა მართვის უფლება, –
გამოიწვევს სატრანს პორტო საშულებათა ტექნიკური მდგომარეობისა და ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებე ლ თანამდებობის პირთა დაჯარიმება ს ასი მანეთით .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 127. სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების ანგარებითი მიზნით გამოყენება
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, მანქანების ან მექანიზმების თვითნებური გამოყენება ანგარებითი მიზნით, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას მანეთამდე, თანამდებობის პირათა – ორას მანეთამდე, ხოლო სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების დაჯარიმებას ას მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთ წლამდე.
მოქალაქეთა მიერ პირადი საკუთრების უფლებით კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ანგარებითი მიზნით გამოყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 128. რკინიგზის, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტით და ელექტროტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა
რკინიგზის ტრანსპორტის საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ხელბარგით გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
საზღვაო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ან შემნახველ საკანში ჩაბარება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება შესაბამის სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 129. დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა
რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტით დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით.
ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის სამარშრუტო ტაქსით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის ორი მანეთის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ათი მანეთისა.
საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის სამი მანეთის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ათი მანეთისა.
საქალაქთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის ხუთი მანეთის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ათი მანეთისა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 130. უბილეთო მგზავრობა
მგზავრების უბილეთო გაფრენა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოც მანეთამდე.
მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:
1) საგარეუბნო მატარებლით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით;
2) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის მატარებლით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი მანეთით;
3) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით;
4) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათი მანეთით.
ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:
1) საგარეუბნო მატარებლით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი მანეთით;
2) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის მატარებლით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი მანეთით;
3) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი მანეთით.
4) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი მანეთით.
მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:
1) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი მანეთით;
2) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი მანეთით.
ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:
1) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ერთი მანეთით;
2) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი მანეთით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
მუხლი 131. რკინიგზის, საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველყოფის წესების დარღვევა
მოძრავი შემადგენლობის, კონტეინერების, მცურავი და ტვირთის გადასაზიდად გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე გადაზიდვის მოწყობილობათა დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
სატვირთო ვაგონების, ავტომობილების, ავტომობილების მისაბმელების, კონტეინერების, ტრიუმების და მცურავ საშუალებათა სხვა სატვირთო სათავსოების პლომბებისა და საკეტ მოწყობილობათა დაზიანება, მათგან პლომბების აგლეჯა, ცალკეული სატვირთო ადგილებისა და მათი შეფუთვის, პაკეტების, სატვირთო ეზოების, რკინიგზის სადგურების, სატვირთო საავტომობილო სადგურების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) და იმ საწყობების ღობის დაზიანება, რომლებიც გამოიყენება ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად, აგრეთვე სატვირთო ეზოების, საკონტეინერო პუნქტების (მოედნების), პორტების (ნავსადგომების) სატვირთო რაიონების და ზემოაღნიშნული საწყობების ტერიტორიაზე სათანადო ნებართვის გარეშე ყოფნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 132. საჰაერო ტრანსპორტზე ტვირთის დაცვა-შენახვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული წესების დარღვევა
კონტეინერების პლომბებისა და საკეტ მოწყობილობათა დაზიანება, მათგან პლომბების აგლეჯა, ცალკეული სატვირთო ადგილებისა და მათი შეფუთვის, პაკეტების, აგრეთვე საწყობების ღობის დაზიანება, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ტრანსპორტზე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესასრულებლად, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.
საჰაერო ტრანსპორტზე კონტეინერების და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 133. გზების, რკინიგზის გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ნაგებობათა დაზიანება
გზების, რკინიგზის გადასასვლელების, სხვა საგზაო ნაგებობების ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების დაზიანება, აგრეთვე საგზაო მოძრაობის შესაფერხებლად დაბრკოლების განზრახ შექმნა, მათ შორის გზის საფარის გაჭუჭყიანების საშუალებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989წ., მუხ.72
მუხლი 134. საავტომობილო გზების გასხვისების ზოლის დაცვის წესების დარღვევა
საავტომობილო გზების გასხვისების ზოლში ნაკვეთის გადახვნა, ბალახის თიბვა, ნარგავების გაჩეხვა და დაზიანება, კორდის მოხსნა და გრუნტის ამოღება, საკანალიზაციო, სამრეწველო, სამელიორაციო და ჩამდინარე წყლების ჩაშვება წყალსარინ ნაგებობებსა და რეზერვებში საგზაო ორგანოებთან შეთანხმების გარეშე, გასხვისების ზოლში და ხის ხიდამდე 100 მეტრზე ახლოს ცეცხლის დანთება, ხის ხიდზე, ხეფენილიან და ხის მოაჯირიან ხიდზე მოწევა, რასაც მძიმე შედეგები არ მოჰყოლია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 135. მიწთმოსარგებლეთა მიერ საავტმობილო გზების და საგზაო ნაგებობათა დაცვის წესების დარღვევა
საავტომობილო გზების გასხვისების ზოლის მომიჯნავე ნაკვეთებით მიწათმოსარგებლე თა მიერ დასახლებული პუნქტების ფარგლებში საერთო- სახელმწიფოებრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის გზებზე, მათზე მიმაგრებული უბნების საზღვრებში ქვეითად მოსიარულეთა გზებისა და გადასასვლელი ხიდების მოწყობის, შეკეთების და რეგულარულად გაწმენდის მოვალეობათა დარღვევა, აგრე თვე მიმაგრებული ნაკვეთებიდან ან მისას ვლელი გზებიდან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე, გადასასვლელი ხიდების ჩათვლით, გადასას ვლელების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და სუფთად შენახვის მოვალეობათა დარღვევა, რასაც მძიმე შედეგები არ მოჰ ყოლია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 136. გზების, რკინიგზის გადასასვლელების და სხვა საგზაო ნაგებო ბების მოვლა-შენახვის წესების დარღვევა
მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში გზების, რკინიგზის გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ნაგებობების მოვლა-შენახვის წესების დარღვევა ან გზების ცალკეულ უბნებზე მოძრაობის დროულად აკრძალვის ან შეზღუდვის ზომების მიუღებლობა, როცა ამ გზებით სარგებლობა საფრთხეს უქმნის მოძრაობას, –
გამოიწვევს გზების, რკინიგზის გადასასვლელებისა და სხვა საგზაო ნაგებობების მდგომარეობისათვის პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ოცდაათიდან ას მანეთამდე.
მუხლი 137. საავტომობილო გზების გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ დამტკიცებული საკავშირო ან რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო გზების გასწვრივ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენის, ცხვრის, ღორისა და სხვ. ძოვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.
ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული წესების განმეორებით დარღვევა წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ათ მანეთამდე.
მუხლი 138. მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესების დარღვევა
მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესების დარღევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაა თ მანეთამდე.
მუხლი 139. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №1832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988წ., მუხ.196
მუხლი 1391. ზომამცირე გემების რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესების, აგრეთვე ასეთი გემებითა და მათი სადგომი ბაზებით (ნაგებობებით) სარგებლობის წესების დარღვევა
საქართველოს სსრ ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის ზედამხედველობაში მყოფი გემების რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესების, აგრეთვე ასეთი გემებითა და მათი სადგომი ბაზებით (ნაგებობებით) სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე, ანდა გემების მძღოლებისათვის ზომამცირე გემების მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის ბრძანებულება №472 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, ნოემბერი, 1985 წ., მუხ.376
მუხლი 140. რადიოელექტრონულ საშუალებათა შეძენის, დადგმის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა
საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირთა მიერ რადიოელექტრონული საშუალებების შეძენის, დადგმის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის, რადიოსიხშირის გამოყენების წესების, რადიოგამოსხივებისა და რადიომიღებისათვის დასაშვები ინდუსტრიული დაბრკოლების ნორმების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.
თანამდებობის პირთა მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევების განმეორებით ჩადენა დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, აგრეთვე ისეთი დარღვევის ჩადენა, რასაც მოჰყვა რადიომიღებისათვის დაბრკოლების შექმნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 141. რადიოდანადგართა მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე
რადიოსატრანსლაციო კვანძის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა), მისი სიმძლავრის მიუხედავად, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
რადიოსატრანსლაციო წერტილის მოწყობა და ექსპლუატაცია სათანადო რეგისტრაციის ან ნებართვის გარეშე (როცა ასეთი საჭიროა) მიუხედავად იმ რადიოსატრანსლაციო კვაძის უწყებრივი კუთვნილებისა, საიდანაც იგი იდგმება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთ მანეთამდე.
მუხლი 142. რადიოგადამცემ მოწყობილობათა უნებართვოდ დამზადება და გამოყენება
რადიოგადამცემ მოწყობილობათა უნებართვოდ დამზადება და გამოყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე რადიოგადამცემი მოწყობილობის კონფისკაციით.
მუხლი 143. კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა
კავშირგაბმულობის ხაზებისა და ნაგებობების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე კავშირგაბმულობის სახაზო და საკაბელო ნაგებობების დაზიანება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 144. ტაქსოფონების, სატელეფონო კაბინების, საფოსტო და მონეტის დასახურდავებელი ავტომატების, სატელეფონო გამანაწილებელი კარადებისა და სააბონენტო მოწყობილობათა დაზიანება, აგრეთვე ტელეფონების თვითნებური ჩართვა
ტაქსოფონებ ის, სატელეფონო კაბინების, საფოსტო და მონეტის დასახურდავებელი ავტომატების, სატელეფონო გამანაწილებელი კარადებისა და სააბონენტო მოწყობილობათა დაზიანება, აგრეთვე მოქმედ აბონენტთა ხაზში ტელეფონების თვითნებური ჩართვა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
თავი 11
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მოქალაქეთა საბინაო უფლებების, საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და კეთილმოწყობის დარგში
მუხლი 145. აღრიცხვაზე აყვანის და საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების წესების დარღვევა
თანამდებობის პირთა მიერ საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანის, აღრიცხვიდან მოხსნისა და მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესის, საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ სადგომებში შესახლების დადგენილი ვადების დაუცველობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 146. საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის წესების დარღვევა
საცხოვრებელი სადგომებით სარგებლობის, საერთო სარგებლობის ადგილების, საკიბურების, ლიფტების, სადარბაზოების, სახლისპირა ტერიტორიების სანიტარი ული მოვლა-პატრონობის, საცხოვრებელი სახლების, საცხოვრებე ლი სადგომებისა და საინჟინრო მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, მათი უყაირათოდ მოვლა- პატრონობა, აგრეთვე საცხოვრებელი სახლებისა და საცხოვრებელი სადგომების თვითნებური გადაკეთება და გადაგეგმარება, მათი არადანიშნულებისამებრ გა მოყენება, საცხოვრებელი სახლების, საცხოვრებელი სადგომების, მათი მოწყობილობისა და კეთილმოწყობის ობიექტების გაფუჭება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმება ს ორმოცდაათ მანათამდე.
მუხლი 147. სამეურნეო და საყოფაცხოვრებო შენობათა და ნაგებობათა თვითნებური აგება
მოქალაქეე ბის მიერ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო შენობათა და ნაგებობათა თვითნებური აგება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმ ოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 148. ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა
ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა, აგრეთვე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფის წესების დაუცველობა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 149. წყალსადენის ქსელში თვითნებური ჩართვა და სასმელი წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევები
მოქალაქეთა მიერ წყალსადენის ქსელში საცხოვრებელი სახლებისა, საცხოვრებელი და დამხმარე სადგომების, მიწის ნაკვეთების თვითნებური ჩართვა, აგრეთვე სასმელი წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევები, –
გამოიწვევს გ აფრთხილებას ან დაჯარიმებას ოც მანეთამდე.
იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, უკანონოდ დაყენებული მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
მუხლი 150. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 151. ქალაქებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა
მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური, სახალხო დეპუტატთა საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ნებართვის გარეშე მათი გაჩეხვა, ან გადატანა სხვაგან, რასაც ადგილი ჰქონდა მშენებლობის დროისათვის მწვანე ნარგავების მქონე ცალკეული ნაკვეთების განაშენიანებისას, აგრეთვე მოქალაქეთა და თანამდებობის პირთა მიერ მათ გამგებლობაში არსებული მწვანე ნარგავების დასაცავად ზომების მიუღებლობა, მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფ რთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 152. ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს
ეზოების, ქუჩების და მოედნების სათანადო ნებართვის გარეშე გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გათხრის ადგილების, აგრეთვე მშენებლობის ან შეკეთების დამთავრების შემდეგ სამშენებლო მოედნების წესრიგში მოსაყვანად ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
თავი 12
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ვაჭრობისა და ფინანსების დარგში
მუხლი 153. ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ ვაჭრობის წესების დარღვევა
მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების საწარმოებში ან კოოპერატივებში დადგენილი საცალო ფასების გადამეტებით იმ საქონლის გაყიდვა, რომელიც გამოყოფილია საბაზრო ფონდიდან ან შეძენილია საცალო ქსელში, –
გამოიწვევს ფასების აწევის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირის დაჯარიმებას ათას მანეთამდე, ამ საქონლის კონფისკაციით.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი განმეორებით,
გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათას მანეთამდე, ამ საქონლის კონფისკაციით.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991წ., მუხ.429
მუხლი 154. სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის რეგულირების წესების დარღვევა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის მოსაწესრიგებლად დადგენილი წესების პირველად ჩადენილი დარღვევა, –
გამოიწვევს პროდუქტების კონფისკაციას.
მუხლი 155. სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა
ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ არყით და სხვა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 156. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის გაყიდვის წესის დარღვევა
სავაჭრო საწარმოების (ორგანიზაციების) მუშაკთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის და მისი საბრძოლო მასალების მიყიდვა იმ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციებისათვის, რომელთაც არა აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას მანეთამდე.
მუხლი 157. საკოლმეურნეო ბაზრებში ვაჭრობის წესების დარღვევა
საკოლმეურნეო ბაზრებში ვაჭრობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 158. ხელზე ვაჭრობა დაუწესებელ ადგილებში
ხელზე ვაჭრობა ქალაქების ქუჩებში, მოედნებზე, ეზოებში, სადარბაზოებში, სკვერებსა და სხვა დაუწესებელ ადგილებში, –
გამოიწვევს გ აფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 1581. სამშენებლო მასალების შეძენის წესის დარღვევა
მოქალაქეთა მიერ სხვა მოქალაქეებისაგან სამშენებლო მასალების შეძენის (ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის, ჩუქების) დადგენილი წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, უკანონოდ შეძენილი სამშენებლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 159. (ამოღებულია)
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991წ., მუხ.429
მუხლი 160. სახელმწიფო ან კოოპერაციულ მაღაზიებში პურისა და კვების სხვა პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად
სახელმწიფო ან კოოპერაციულ მაღაზიებში გამომცხვარი პურის, ფქვილის, ბურღულის და კვების სხვა პროდუქტების შესყიდვა პირუტყვისა და ფრინველის გამოსაკვებად, აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველის გამოკვება მაღაზიებში ნაყიდი გამომცხვარი პურით, ფქვილით, ბურღულითა და კვების სხვა პროდუქტებით, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 161. უკანონო ოპერაციები უცხოური ვალუტით და საგადასახადო დოკუმენტებით
უკანონო შესყიდვა, გაყიდვა, გაცვლა ან გადახდის საშუალებად გამოყენება მცირე ოდენობის უცხოური ვალუტისა, საგადასახადო დოკუმენტებისა უცხოეთის ვალუტაში ან საბანკო საგადასახადო დოკუმენტებისა მანეთებში, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლებით, მათ შორის, ამ ფასეულობებით სპეკულაცია, თუ უკანონო ოპერაციის საგნის ღირებულება არ აღემატება ოცდახუთ მანეთს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე, ვალუტისა და საგადასახადო დოკუმენტების კონფისკაციით.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე, ვალუტისა და საგადასახ ადო დოკუმენტების კონფისკაციით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152
მუხლი 162. უკანონო გაყიდვა საგადასახადო დოკუმენტებისა, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლების გარეშე
უკანონო გაყიდვა სადაგადასახადო დოკუმენტებისა მანეთებში, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლების გარეშე, თუ არ არის სპეკულაციის ნიშნები, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, საგადასახადო დოკუმენტების კონფისკაციით.
მუხლი 163. ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა ან შეძენა
ბენზინის ან სხვა საწვავ-საცხები მასალების უკანონო გაცემა ან უკანონო შეძენა, რომლებიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს ეკუთვნის, თუ არ არის გატაცების ნიშნები, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ას მანეთამდე.
მუხლი 164. შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვისა და სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის წესის დარღვევა
შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვისა და სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, დამზადებული პროდუქციის, წარმოების იარაღებისა და ნედლეულის კონფისკაციით ან უამისოდ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 1641. შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან თავის არიდება
თავის არიდება შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვის, ან ინდივიდუალური შრომითი საქმიანობის შემოსავლის ანდა საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი სხვაგვარი შემოსავლის შესახებ დეკლარაციის შეტანისაგან და სხვა შემთხვევებშიც, როდესაც დეკლარაციის შეტანა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ან დეკლარაციის არადროული შეტანა, ანდა მასში წინასწარ შეცნობით დამახინჯებული მონაცემების ჩვენება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 165. აკრძალული სახეობის ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა
შინამრეწველურ-ხელოსნური რეწვა ან სხვა ინდივიდუალური შრომითი საქმიანობა, რომელთა მიმართ არსებობს სპეციალური აკრძალვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, დამზადებული პროდუქციის, წარმოების იარაღებისა და ნედლეულის კონფისკაციით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
თავი 13
საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა
წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში უცენზურო ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხ მყოფი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.
მუხლი 167. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში ან დადგენილი წესის დარღვევით
ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე, იარაღის და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ.
მუხლი 1671. გასაღების მიზნის გარეშე შინნახადი არყის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, აგრეთვე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა
გასაღების მიზნის გარეშე შინნახადი არყის, ჭაჭის, არაკას, თუთის არყის, ბრაგის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას მანეთამდე .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №1304 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.151
მუხლი 168. შინგამოხდილი მაგარი სპირტიანი სასმელების შეძენა
შინაგამოხდილი მაგარი სპირტიანი სასმელების შეძენა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 1681. მოქალაქეთა მიერ შინ დაყენებული ისეთი ღვინის გაყიდვა, რომელიც მაგარ სპირტიან სასმელებს არ განეკუთვნება
მოქალაქეთა მიერ შინ დაყენებული ისეთი ღვინის გაყიდვა, რომელიც მაგარ სპირტიან სასმელებს არ განეკუთვნება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში ან არაერთგზის, ან დიდი ოდენობით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, შინ დაყენებული ღვინის კონფისკაციით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 169. სპირტიანი სასმელების სმა წარმოებაში
წარმოებაში (სამუშაო ადგილებზე, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების შენობებში და ტერიტორიაზე) სპირტიანი სასმელების სმა ან სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
ოსტატების, უბნების, ცვლების, საამქროების უფროსების და სხვა ხელმძღვანელების მონაწილეობა წარმოებაში ხელქვეით მუშაკებთან ერთად სპირტიანი სასმელების სმაში ან მათ მიერ ზომების მიუღებლობა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირთა სამუშაოსაგან ჩამოსაშორებლად, ან მათი ხელქვეითი მუშაკების მიერ სპირტიანი სასმელების სმის, ანდა სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების შემთხვევების დამალვა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 170. არასრულწლოვანის დათრობა
მშობლების ან სხვა პირთა მიერ არსრულწლოვანის დათრობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა
სპირტიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც სპირტიანი სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ოცდაათ მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმისათვის ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, ანდა გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების მიღება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღე-ღამემდე.
საზოგადოებრივ ადგილებში თექვსმეტ წლამდე მოზარდების მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე მათ მიერ სპირტიანი სასმელების სმა, –
გამოიწვევს მშობლების ან მათი შემცვლელი პირების დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 172. მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა მიერ ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა
მშობლების ან მათ შემცვლ ელ პირთა მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (გარდა 171-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), –
გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლ ელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.
წვრილმანი ხულიგნობა, ან ხულიგნობა, ჩადენილი თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე მოზარდის მიერ, –
გამოიწვევს მშ ობლების ან მათ შემცვლ ელ პირთა დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 1721. შეჯიბრებებზე ფსონის მიღება კერძო პირების მიერ
სპორტულ ან სხვა შეჯიბრებებზე ფსონის მიღება კერძო პირების მიერ, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თამაშში ფსონად ჩასული ფულის, ნივთებისა და სხვა ფასეულობის კონფისკაციით ან უამისოდ.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
მუხლი 1722. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც გამოიხატება უცხოელ მოქალაქეებზე გადაკიდებაში მათგან ნივთების შეძენის მიზნით
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც გამოიხატება უცხოელ მოქალაქეებზე გადაკიდებაში მათგან ნივთების შეძენის, გაცვლის ან სხვაგვარი საშუალებით შეძენის მიზნით, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე, შეძენილი ნივთების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე, შეძენილი ნივთების კონფისკაციით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152
მუხლი 1723. პროსტიტუცია
პროსტიტუცია, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152
თავი 14
მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
მუხლი 173. მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულების დროს მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მენთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, –
ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988წ., მუხ.201
მუხლი 1731. სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა
თანამდებობის პირის მიერ, რა საბაბითაც უნდა იყოს, სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა, რათა შეასრულის მასზე დაკისრებული მოვალება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.378
მუხლი 1732. სასამართლოს კერძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების გამო ზომების მიუღებლობა
თანამდებობის პირის მიერ სასამართლოს კეძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების განუხილველად დატოვება, ან მათში აღნიშნული კანონების დარღვევების თავიდან აცილებისათვის ღონისძიებათა მიუღებლობა, აგრთევე კერძო განჩინებაზე (დადგენილებაზე) ან წარდგინებაზე დაგვიანებული პასუხის გაცემა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.378
მუხლი 174. თვითნებობა
თვითნებობა, ესე იგი კანონით დადგენილი წესის დარღვევით ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების თვითნებურად განხორციელება, რასაც მოქალაქეების ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, –
გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანე თამდე.
მუხლი 1741. კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა
კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობის და დემონსტრაციების ორგანიზაციისა ან ჩატარების დადგენილი წესის დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას სამას მანეთამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, ან კრების, მიტინგის, ქუჩაში მსვლელობის, დემონსტრაციის ორგანიზატორის მიერ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას მანეთამდე, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის ბრძანებულება №1647 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.40
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988წ., მუხ.201
მუხლი 1742. საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა
საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევა, რაც გამოიხატება საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის, დეპუტატობის კანდიდატისა და პარტიის რეგისტრაციის, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში ხმების დათვლასა და არჩევნების საერთო შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებისათვის ხელის შეშლაში, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №2790 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1990წ., მუხ.241
მუხლი 1743. საარჩევნო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა
საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №2790 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1990წ., მუხ.241
მუხლი 1744. აგიტაციის გაწევა არჩევნების დღეს
არჩევნების დღეს დეპუტატობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის სასარგებლოდ ან წინააღმდეგ აგიტაციის გაწევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №2790 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1990წ., მუხ.241
მუხლი 175. ადმინისტრაციული ზედამხედველობის წესების დარღვევა
ადმინისტრაციული ზედამხედველობის წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელსაც დაუწესეს ზედამხედველობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 1751. უკანონო მოქმედებანი სახელმწიფო ჯილდოების მიმართ
სსრ კავშირის ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ან საორდენო ბაფთებისა და მედლების ბაფთების თამასაზე ტარება იმ პირის მიერ, რომელსაც საამისო უფლება არა აქვს, აგრეთვე სსრ კავშირის ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის უკანონო შენახვა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა სასყიდლიანი გადაცემა, აგრეთვე საქართველოს სსრ საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ტარება იმ პირის მიერ, რომელსაც საამისო უფლება არა აქვს, ანდა მისი უკანონო შენახვა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 176. შრომა-გასწორების დაწესებულებებში, საგამოძიებო იზოლატორებში, შრომა-აღმზრდელობით, სამკურნალო-შრომით და სამკურნალო-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების უკანონოდ გადაცემა
შრომა-გასწორების დაწესებულებებში, საგამოძიებო იზოლატორებში, შრომა-აღმზრდელობით, სამკურნალო-შრომით და სამკურნალო-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისათვის ალკოჰოლური სასმელების, გამაბრუებელი მოქმედების მქონე სამკურნალწამლო ან სხვაგვარი ნივთიერებების, აგრეთვე გადასაცემად აკრძალული სხვა საგნების გასინჯვისაგან ფარულად გადაცემა ან ნებისმიერი საშუალებით გადაცემის მცდელობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, აკრძალული საგნების კონფისკაციით.
შრომა-გასწორების დაწესებულებებში, საგამოძიებო იზოლატორებში, შრომა-აღმზრდელობით, სამკურნალო-შრომით და სამკურნალო-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისაგან გადასაცემად აკრძალული საგნების მიღება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, აკრძალული საგნების კონფისკაციით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21 დეკემბრის ბრძანებულება №1531 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, დეკემბერი,1987წ., მუხ.319
მუხლი 177. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა
საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში, კოლმეურნეობებში, საზოგადოებრივ ადგილებში, სასაწყობო სადგომებში, საერთო საცხოვრებლებსა და საცხოვრებელ სახლებში, აგრეთვე შესაბამისი ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის დროს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა, ან ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, მოწყობილობის, ხანძრის ავტომატურად აღმოსაჩენი და ჩასაქრობი საშუალებების გამოყენებისა და შენახვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №903 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, სექტემბერი, 1986 წ., მუხ.219
მუხლი 178. პროდუქციის სტანდარტიზაციისა და ხარისხის, საზომ საშუალებათა ხმარებაში შემოღების, მოვლა-შენახვისა და მათი სარგებლობის წესების დარღვევა
პროდუქციის სტანდარტიზაციისა და ხარისხის, საზომ საშუალებათა ხმარებაში შემოღების, მოვლა-შენახვისა და მათი სარგებლობის წესების დარღვევები:
1) ისეთი პროდუქციის გამოშვება (მათ შორის შეკეთებიდან) ან მიწოდება (რეალიზაცია), რომელიც ხარისხით, კომპლექტურობით და შეფუთვით არ შეესაბამება სტანდარტების, ტექნიკური პირობებისა და ნიმუშების (ეტალონების) მოთხოვნებს (სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);
2) საცალო სავაჭრო საწარმოებში (ორგანიზაციებში) ისეთი პროდუქციის გასაყიდად გაშვება, რომელიც ხარისხით, კომპლექტურობით და შეფუთვით არ შეესაბამება სტანდარტების, ტექნიკური პირობებისა და ნიმუშების (ეტალონების) მოთხოვნებს;
3) შემკვეთისათვის ან წარმოებაში ისეთი საკონსტრუქტორო, ტექნოლოგიური და საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემა, რომელიც პროდუქციის ხარისხით არ შეესაბამება სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს ან ტექნოლოგიურ პროცესებზე სტანდარტების მოთხოვნებს;
4) სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების დაუცველობა პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების (ექსპლუატაციის) დროს, თუ ამან გამოიწვია პროდუქციის ხარისხის დაქვეითება, გაფუჭება ან ზენორმატიული დანაკარგი;
5) ისეთი საზომი საშუალებების ხმარებაში შემოღება, რომლებსაც არ გაუვლიათ სახელმწიფო გამოცდა ან მეტროლოგიური ატესტაცია, აგრეთვე შემოწმება;
6) საზომი საშუალებების დამზადება, შეკეთება და შემოწმება ისეთი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც დადგენილი წესით არ მიუღიათ სათანადო ნებართვა, აგრეთვე შემოწმების მეთოდების და წესების დარღვევა;
7) საზომი საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
მუხლი 179. პოლიგრაფიული და საშტემპელო-საგრავირო საწარმოების გახსნის, გასამრავლებელი ტაქნიკის შეძენის, გაყიდვის, გამოყენების, აღრიცხვისა და შენახვის წესების დარღვევა
თანამდებობის პირების მიერ პოლიგრაფიული და საშტემპე ლო-საგრავირო საწარმოების გახსნის, პოლიგრაფიული მოწყობილობის, გასამრავლებელი აპარატების, შრიფტებისა და მატრიცების შეძენის და გაყიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე.
პოლიგრაფიული მოწყობილობის, გასამრავლებელი აპარატების, შრიფტებისა და მატრიცების გამოყენების, აღრიცხვის და შენახვის წესების დარღვევა ამ წესების დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა მიერ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 1791. ძვირფასი ლითონებისა და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის დადგენილი წესების დარღვევა
ძვირფასი ლითონებისა და ქვების ან მათი შემცველი ნაკეთობების მიღების, ხარჯვის, აღრიცხვის, შენახვის, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვებისა და სახელმწიფო ფონდში ჩაბარების დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს ყველა სახის ძვირფასი ლითონებისა და ქვების, აგრეთვე მათი შემცველი ნაკეთობების გადამმუშავებელი, გამომყენებელი და მოსარგებლე საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა თანამდებობის პირების დაჯარიმებას ორას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 28 აპრილის ბრძანებულება №717 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, აპრილი, 1986 წ., მუხ.89
მუხლი 180. მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის შეძენის, შენახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარღვევა
მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე, იარაღის კო ნფისკაციით ან უამისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანე თამდე, იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვ ის ან გადაზიდვის წესების დარღვევა
იარაღის შენახვაზე შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვის მქონე მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო და კუთხვილი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთიდან ოც მანეთამდე ან იარაღის და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევას.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე, იარაღის და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა მათი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის მუშაკების მიერ, აგრეთვე მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენება არადანიშნულებისამებრ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას მანეთამდე.
მუხლი 182. ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ვადების ან მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა
მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ხუთიდან ოც მანეთამდე.
მუხლი 183. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის და საბრძოლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება
ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღისა და საბრძოლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება იმ მოქალაქეთა მიერ, რომლებსაც შინაგან საქმეთა ორგანოებმა გაუუქმეს მათი შენახვის ნებართვა მონადირეთა საზოგადოებიდან გამოსვლის გამო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთიდან ოც მანეთამდე, იარაღისა და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევით.
მუხლი 1831. წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა
წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.
იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №215 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1985წ., მუხ.277
მუხლი 184. კარატეს სწავლების წესების დარღვევა
სპორტული კარატეს სექციების გახსნის ან მათშ ი მოქალაქეთა ჩაბმის დადგენილი წესების დარღვევა, ან სექციებში სპორტული წესებით აკრძალული ილეთების სწავლება, აგრეთვე თვითნებურად, შესაბამისი ორგანოების ნებართვის გარეშე, კარატეს ილეთების სწავლება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანე თამდე.
მუხლი 185. უპასპორტოდ ან ჩაუწერლად ცხოვრება
იმ მოქალაქეთა უპასპორტოდ ან ძალა დაკარგული პასპორტით ცხოვრება, რომლებიც მოვალენი არიან იქონიონ პასპორტი, აგრეთვე ჩაუწერლად ან რეგისტრაციის გარეშე ცხოვრება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებულება №2855 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.270
მუხლი 186. პასპორტის განზრახ გაფუჭება ან მისი დაკარგვა დაუდევრობით
პასპორტის განზრახ გაფუჭება, აგრეთვე პასპორტის დაუდევრად შენახვა, რასაც მისი დაკარგვა მოჰყვა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 187. უპასპორტოდ ან ჩაუწერლად ცხოვრების დაშვება
საპასპორტო სისტემის წესების დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა მიერ მოქალაქეთა უპასპორტოდ ან ძალადაკარგული პასპორტით, ან ჩაუწერლად, ანდა რეგისტრაციის გარეშე ცხოვრების დაშვება, აგრეთვე მოქალაქეთა მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომებში უპასპორტოდ, ჩაუწერლად ან რეგისტრაციის გარეშე პირთა საცხოვრებლად დაშვება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებულება №2855 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, ოქტომბერი, 1990წ., მუხ.270
მუხლი 188. სამუშაოზე მოქალაქეთა მიღება უპასპორტოდ ან ჩაუწერლად
საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოზე მოქალაქეთა უპასპორტოდ ან ძალდაკარგული პასპორტით მიღება, აგრეთვე ჩაუწერლად მცხოვრებ მოქალაქეთა მიღება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
იგივე დარღვევა, ჩადენილი იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთივე მოქმედებისათვის შეუფარდეს ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანე თამდე.
მუხლი 189. პასპორტის უკანონოდ ჩამორთმევა და მათი გირაოდ მიღება
თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეებისათვის პასპორტების უკანონოდ ჩამორთმევა, აგრეთვე მათ მიერ პასპორტების გირაოდ მიღება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 190. სასაზღვრო ზონაში შესვლის ან ცხოვრების წესების დარღვევა
სასაზღვრო ზონაში შესვლის, აგრეთვე ცხოვრების ან ჩაწერის წესის დარღვევა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
მუხლი 191. სსრ კავშირში უცხოელ მოქალაქეთა ყოფნის, აგრეთვე სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა
უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირში ყოფნის წესების დარღვევა, ანუ ცხოვრება სსრ კავშირში ცხოვრების უფლების შესახებ დოკუმენტების გარეშე ან ცხოვრება ძალადაკარგული დოკუმენტებით, რეგისტრაციის ან ჩაწერის, ანდა მიმოსვლის და საცხოვრებელი ადგილის ამორჩევის დადგენილი წესის დაუცველობა, მათთვის განსაზღვრული ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ გამგზავრებისაგან თავის არიდება, აგრეთვე სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დაუცველობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
იმ საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის თანამდებობის პირთა მიერ, რომლებიც სსრ კავშირში იღებენ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, ან უზრუნველყოფენ მათ მომსახურებას, ასრულებენ უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სსრ კავშირში ყოფნისა და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის პირობე ბის დაცვასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, მათი რეგისტრაციის, ჩაწერის ან ამოწერის, მათთვის სსრ კავშირში ცხოვრების, მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლების შესახებ დოკუმენტების გაფორმების დადგენილი წესის დარღვევა, –
გამოიწვევს გ აფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ას მანეთამდე.
მოქალაქეთა მიერ, რომლებიც მოიწვევენ სსრ კავშირში უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს კერძო საქმეებზე და დაუთმობენ მათ საცხოვრებელ ფართობს, დადგენილი წესით მათი დროულად რეგისტრაციის, ჩაწერის ან ამოწერის უზრუნველყოფის ზომების მიუღებლობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
მოქალაქეების მიერ უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ბინის, სატრანსპორტო საშუალებების მიცემა ან სხვა მომსახურების გაწევა უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სსრ კავშირში ყოფნის დადგენილი წესების და სსრ კავშირის ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევით, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 192. უცხოეთის გემის კაპიტნის მიერ გემის ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე გადასასვლელი საშვის დაუბრუნებლობა
საკონტროლო-გასაშვებ პუნქტში უცხოეთის გემის კაპიტნის მიერ გემის საქართველოს სსრ პორტში გაჩერებისას გემის ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე გადასვლისა და პორტის ტერიტორიაზე და საპორტო ქალაქში მათი ყოფნის უფლების დამადასტურებელი საშვის დაუბრუნებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშვი არ დააბრუნეს გემის ეკიპაჟის წევრის თვითნებური გამოუცხადებლობის გამო, –
გამოიწვევს კაპიტნის დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 193. საბაჟო წესების დარღვევა
საბაჟო წესების დარღვევა:
1) საზღვარგარეთიდან ჩამოსული ან საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ტრან სპორტის საბაჟო დაწესებულებას თან გაუჩერებლობა საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად;
2) ტრანსპორტის თვითნებურად მიდგომა ნაპირთან, სადგომი ადგილის თვითნებურად შეცვლა ან გაჩერება სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრიდან საბაჟო დაწესებულებამდე სვლის დროს, თუნდაც საბაჟო დაწესებულების მიერ ტრანს პორტის გასინჯვის შემდეგ;
3) საბაჟო დაწესებულებისათვის სათანადო შემთხვევებ ში საზღვარგარეთიდან ტრანსპორტის ჩამოსვლისას წერილობითი ცნობის, გადაცემის უწყისის ან გენერალური დეკლარაციის წარუდგენლობა, ან ასეთი დოკუმენტების წარდგენა მათში საჭირო ცნობების აღუნიშნავად;
4) საბაგაჟო და მგზავრთა სიების წარუდგენლობა, აგრეთვე შესაბამისი საბაჟო დაწესებულებისათვის გადასაცემად ჩაბარებული საბაჟო დოკუმენტების დანიშნულებისამებრ ჩაუბარებლობა;
5) საბაჟო დაწესებულების უნებართვოდ საზღვარგარეთის გემთან სხვა გემის მიდგომა, აგრეთვე პორტში შემოსული გემიდან სხვა გემებზე, ნაპირზე რაიმე საგნების გადაცემა ან ნაპირიდან, სხვა გემებიდან რაიმე საგნების მიღება, გარდა იმ მოწყობილობებისა, რომლებიც საჭიროა სიმძიმეთა გადმოსატვირთად ან ასაწევად, ტვირთის დაზიანებისაგან დასაცავად, აგრეთვე ტაკელაჟისა იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მოწყობილობები და ტაკელაჟი აუცილებელია გემის ან ტვირთის დაღუპვისაგან ან დაზიანებისაგან გადასარჩენად;
6) საბაჟო დაწესებულების უნებართვოდ ტვირთის გახსნა ან ხელახლა შეფუთვა;
7) საბაჟო დაწესებულების უნებართვოდ დატვირთვა, გადატვირთვა ან გადმოტვირთვა;
8) საბაჟო დაწესებულების უნებართვოდ ტრანსპორტის გასვლა;
9) იმ ადგილის მიუთითებლობა, სადაც ინახება იარაღი, ასაფეთქებელი და ადვილ- აალებადი ნივთიერებანი;
10) ლუკზე, ვაგონზე, სადგომზე ან ცალკეულ სატვირთო ადგილზე საბაჟო დაწესებულების მიერ დადებული პლომბის ან ბეჭდის დაზიანება;
11) საბაჟო დაწესებულების უნებართვოდ საზღვარგარეთიდან შემოტანილი ტვირთის გაცემა სახელმწიფო სატრანსპორტო ორგანიზაციათა საწყობებიდან, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათ მანეთამდე.
საერთაშორისო საფოსტო გზავნილებით სსრ კავშირში შესატანად ან საზღვარგარეთ გასაგზავნად აკრძალული საგნების გადაგზავნა, რომლებიც დეკლარაციაში ნაჩვენებია არა თავისი დასახელებით, ან საერთოდ არ არის ნაჩვენები, –
გამოიწვევს ამ საგნების კონფისკაციას.
მუხლი 194. კონტრაბანდა
კონტრაბანდა:
1) სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვარზე ტვირთის (საქონლის, ფასეულობის და სხვა საგნების) უკანონო გადატან-გადმოტანა, ესე იგი ტვირთის გადატან-გადმოტანა საბაჟო დაწესებულებათა გვერდის ავლით, სსრ კავშირის საბაჟო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით ან საბაჟო კონტროლისაგან დაფარულად, აგრეთვე სსრ კავშირის ტერიტორიაზე ასეთი ტვირთის შენახვა, გადატან-გადმოტანა, გაყიდვა და შესყიდვა;
2) უცხოეთის ტვირთის შენახვა იმ ოდენობით, რაც აღემატება საკუთარი მოხმარების ჩვეულებრივ ნორმას, თუ ამ ტვირთის შემნახველი ან მესაკუთრე ვერ დაამტკიცებს მათი მიღების კანონიერებას;
3) საზღვარგარეთიდან ტვირთის შემოზიდვა ან მიღება, თუნდაც დაწესებული ნებართვის და ბაჟის გადახდით, თუ ამ ტვირთის შემოზიდვა ან მიღება დაკავშირებულია საზღვარგარეთ სსრ კავშირის ვალუტის, სავალუტო ფასეულობათა, მანეთებში იმ საგადასახადო დოკუმენტების უკანონო გადაზიდვასთან, გატანასთან ან გადაგზავნასთან, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლების გარეშე, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო ნაკეთობათა და ასეთ ნაკეთობათა ჯართის უკანონო გაზიდვასთან, გატანასთან ან გადაგზავნასთან;
4) სსრ კავშირის ვალუტის, სავალუტო ფასეულობათა, მანეთებში იმ საგადასახადო დოკუმენტების საზღვარგარეთ და საზღვარგარეთიდან უკანონო გაზიდვა, შემოზიდვა, გადაგზავნა და გატანა, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლების გარეშე, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო ნაკეთობათა და ასეთ ნაკეთობათა ჯართის საზღვარგარეთ და საზღვარგარეთიდან უკანონო გაზიდვა, შემოზიდვა, გადაგზავნა და გატანა;
5) ამ მუხლში ჩამოთვლილ დარღვევათა ჩასადენად ყოველგვარ მოსამზადებელ მოქმედებათა ჩადენა, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე, კონტრაბანდის საგნების კონფისკაციით, აგრეთვე სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვარზე კონტრაბანდის საგნების გადასატანად ან მათ დასამალავად გამიზნული გადასაზიდი და სხვა საშუალებების კონფისკაციით, მიუხედავად მათი აღმოჩენის დროისა.
ის პირი, რომელსაც აღმოუჩინეს კონტრაბანდის საგანი, თუ მან არ იცოდა მისი კონტრაბანდული წარმოება, არ ჩაითვლება კონტრაბანდის ჩამდენად და არ დაჯარიმდება.
ჯარიმა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს, რომელიც გადადიოდა სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვარზე, კონტრაბანდა აღმოა ჩნდა საბაჟო გასინჯვის დროს, გარდა სსრ კავშირის ვალუტის, სავალუტო ფასეულობათა, მანეთებში იმ საგადა სახადო დოკუმენტებისა, რომლებიც შეძენილია უცხოეთის ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლების გარეშე, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და სხვა საყოფაცხოვრებო ნაკეთობათა და ასეთ ნაკეთობათა ჯართის კონტრაბანდის შემთხვევებისა.
მუხლი 195. ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა, გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლის მეორე ნაწილით, 132-ე მუხლის პირველი ნაწილით და 193-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათ მანეთამდე.
მუხლი 196. ნადირობით მოპოვებული ძვირფასბეწვიანი სახეობის ნადირის ტყავის სახელმწიფოსათვის სავალდებულო ჩაბარებისგან თავის არიდება, ტყავის უკანონო გაყიდვა, შესყიდვა და გადამუშავება
ნადირობით მოპოვებული ძვირფასბეწვიანი სახეობის ნადირის ტყავის სახელმწიფოსათვის სავალდებულო ჩაბარებისა გან თავის არიდება, აგრეთვე გამოუყვანელი, ანდა გამოყვანილი, მაგრამ სახელმწიფო დამღადაუსმელი (შტამპდაუსმელი) ასეთი ტყავის უკანონო გაყიდვა, შესყიდვა, გაცვლა და გადამუშავება, თუ ეს ჩადენილია პირველად, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, ტყავის კონფისკაციით.
მუხლი 1961. სამხედრო კომისარიატში გამოძახებაზე გამოუცხადებლობა
გასაწვევ უბანზე მიწერისათვის სამხედრო კომისარიატში გამოძახებაზე მოქალაქის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე, –
გამოიწვევს გაფრთხილებას.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 1962. სამხედრო კომისარიატებში იმ ახალგაზრდების სიების წარუდგენლობა, რომლებიც მიწერილ უნდა იქნენ გასაწვევ უბნებზე
საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სამხედრო-სააღრიცხვო მუშაობისათვის პასუხისმგებელ სხვა პირთა და სახლის მეპატრონეთა მიერ სამხედრო კომისარიატებში დადგენილ ვადაში იმ ახალგაზრდების სიების წარუდგენლობა, რომლებიც მიწერილ უნდა იქნენ გასაწვევ უბნებზე, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.
აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 1963. სამუშაოზე იმ სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილი
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, კოლმეურნეობების და სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სხვა თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოზე (სასწავლებლად) იმ სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.
აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 1964. სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთათვის სამხედრო კომისარიატებში გამოძახების შეუტყობინებლობა
საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სამხედრო-სააღრიცხვო მუშაობისათვის პასუხისმგებელ სხვა თანამდებობის პირთა მოქმედება, რომლებმაც სამხედრო კომისარიატების მოთხოვნით ვერ უზრუნველყვეს სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთათვის კომისარიატებში გამოძახების შეტყობინება ან დააბრკოლეს მოქალაქეთა დროზე გამოცხადება შესაკრებ პუნქტებში თუ გასაწვევ უბნებზე, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.
ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 1965. სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა პირველადი აღრიცხვისათვის საჭირო დოკუმენტების არადროული წარდგენა, აგრეთვე მათთვის სამხედრო კომისარიატებში გამოძახების შეუტყობინებლობა
საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების, იმ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ, რომლებიც სახლების ექსპლუატაციას ახორციელებენ, ან სამხედრო-სააღრიცხვო მუშაობისათვის პასუხისმგებელ სხვა თანამდებობის პირთა, აგრეთვე სახლის მეპატრონეთა მიერ სამხედრო კომისარიატებსა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებში, რომლებსაც დაკისრებული აქვთ სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა პირველადი აღრიცხვა, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ან აღრიცხვიდან მოხსნის გასაფორმებლად საბინაო დავთრების, ჩაწერის ბარათებისა და სამხედრო ვალდებულ ან ახალწვეულ მობინადრეთა სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტების (სამხედრო ბილეთების, გასაწვევ უბნებზე მიწერის მოწმობების) არადროული წარდგენა, აგრეთვე მათთვის სამხედრო კომისარიატებში გამოძახების შეუტყობინებლობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.
ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 1966. სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა შესახებ ცნობების შეუტყობინებლობა
საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიების თანამდებობის პირთა მიერ, რომლებსაც ევალებათ სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებათა მეშვეობით შეატყობინონ სამხედრო კომისარიატებს ცნობები ინვალიდებად ცნობილი ყველა სამხედრო ვალდებულისა და ახალწვეულის შესახებ, ინვალიდობის ჯგუფის მიუხედავად, ასეთი ცნობების შეუტყობინებლობა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.
მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების თანამდებობის პირთა მოქმედება, რომლებმაც არ შეატყობინეს რაიონულ (საქალაქო) სამხედრო კომისარიატებს ცნობები სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიერ გვარის, სახელის, მამის სახელის შეცვლის, მათი დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩაწერის აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აგრეთვე სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა გარდაცვალების რეგისტრაციის შემთხვევების შესახებ, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.
ამ მუხლის პირველ ან მეორე ნაწილებში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა
სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიერ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ სსრ კავშირის კანონის 89-92-ე მუხლებით დადგენილი სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა, აგრეთვე სამხედრო კომისარიატში გამოძახებაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზების გარეშე ან სააღრიცხვო ორგანოსათვის, სადაც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, განათლების, სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის შესახებ ცნობების არადროულად შეტყობინება, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 198. სამხედრო ბილეთის განზრახ გაფუჭება ან მისი დაკარგვა დაუდევრობით
სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტების (სამხედრო ბილეთებისა და გასაწვევ უბნებზე მიწერის მოწმობების) განზრახ გაფუჭება ან დაუდევრად შენახვა, რასაც მოჰყვა მათი დაკარგვა, –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 199. რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ კანონმდებლობის დარღვევა
რელიგიურ გა ერთიანებათა შესახებ კანონმდებლობის დარღვევა:
1) რელიგიურ გაერთიანებათა ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში ამ გაერთიანებათა რეგისტრაციისაგან თავის არიდება:
2) რელიგიური შეკრების, მსვლელობისა და კულტის სხვა ცერემონიის ორგანიზაციისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა;
3) კულტის მსახურთა და რელიგიურ გაერთიანებათა წევრების მიერ ბავშვთა და ახალგაზრდობის სპეციალური შეკრების ორგანიზაცია და ჩატარება, აგრეთვე შრომითი, ლიტერატურული და სხვა წრეებისა და ჯგუფების ორგანიზაცია და ჩატარება, რომელიც დაკავშირებული არ არის კულტის შესრულებასთან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.
კარი III
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები
თავი 15
ძირითადი დებულებანი
მუხლი 200. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ:
1) სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული ადმინისტრაციული კომისიები;
2) სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები;
3) არასრულწლოვანთა საქმეების რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონული კომისიები;
4) რაიონული (საქალაქო) სახა ლხო სასამართლოები (სახალხო მოსამართლეები);
5) შინაგან საქმეთა ორგანოები, სახელმწიფო ინსპექციების ორგანოები და სსრ კავშირის საკანონმდებლო აქტებით საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოები (თანამდებობის პირები).
მუხლი 201. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირთა) კომპეტენციის გამიჯვნა
სახალხო დეპუტ ატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული ადმინის ტრაციული კომისიები წყვეტენ ყველა ადმინის ტრაციული სამართალდარღვევის საქმეს, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც ადმინისტ რაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რეს პუბლიკების კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სხვა ორგანოების (თანამდებობის პირთა) კომპეტენციას განეკუთვნება.
სახალხო დეპუტატთა სად აბ ო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები განიხილავენ იმ ადმინის ტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონ მდებლო აქტებით მათ გამგებლობას განეკუთვნება.
არასრულწლოვანთა საქმეების რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონული კომისიები განიხილავენ არასრულწლოვანთა ადმინის ტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, თუ სსრ კავშირის საკანონ მდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალის წინებული.
რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები (სახალხო მოსამართლეები) განიხილავენ იმ ადმინის ტრაციულ სამართა ლდარღვევათა საქმეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების კანონ მდებლობის საფუძვლებით, სსრ კავშირის სხვა საკანონ მდებლო აქტებით, აგრეთვე საქართველოს სსრ საკანონ მდებლო აქტებით მათ გამგებლობას განეკუთვნება.
შინაგან საქმეთა ორგანოები, სახელმწიფო ინსპექციათა ორგანოები და სხვა უფლებამოსილი ორგანოები (მე-200 მუხლის მე-5 პუნქტი) განიხილავენ იმ ადმინის ტრაციულ სამართა ლდარღვევათა საქმეებს, რომლებიც სსრ კავშირის საკანონ მდებლო აქტებით მათ გამ გებლობას განეკუთვნება.
მუხლი 202. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოების შექმნის წესი
ადმინის ტრაციულ კომისიებს ქმნიან შესაბამისი სახა ლხო დეპუტატთა საბჭოები თავმ ჯდომარის, თავმ ჯდომარის მოადგილის, პასუხისმგებელი მდივნის, აგრეთვე კომისიის წევრთა შემადგენლო ბით. სახა ლხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაი ონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებულ ადმინის ტრაციულ კომისიებში არის კომისიის განთავისუფლებული პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობა. ადმინის ტრაციული კომისიების საქმიანობის წესს ადგენს საქართველოს სსრ კანონ მდებლობა.
არასრულწლოვანთა საქმეების რაიონულ (საქალაქო),ქალაქის რაიონულ კომისიებს ქმნიან შესაბამისი სახალხო დეპუტატთა საბჭოები თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, განთავისუფლებული პასუხისმგებელი მდივნის და კომისიის წევრთა შემადგენლობით. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეტანილ იქნეს აგრეთვე ბავშვებთან მუშაობის ინსპექტორის თანამდებობა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი სხვა კოლეგიური ორგანოების შექმნის წესი განისაზღვრება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 203. კოლეგიური ორგანოების სხდომათა უფლებამოსილება
ადმინისტრაციულ კომისიებსა და არასრულწლოვანთა საქმეების კომისიებს უფლება აქვთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილონ მათი შემადგენლობის წევრთა არანაკლებ ნახევრის დასწრებისას, ხოლო სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს – აღმასრულებელი კომიტეტის მთლიანი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის დასწრებისას.
სხვა კოლეგიური ორგანოების სხდომათა უფლებამოსილება განისაზღვრება სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით.
მუხლი 204. თანამდებობის პირთა უფლებამოსილება
თანამდებობის პირებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ადმინის ტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, შეუძლიათ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას დაადონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინის ტრაციული სახდელები.
იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებიც ამ კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ორგანოების სახელით განიხილავენ ადმინის ტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ადგენს სსრ კავშირის საკანონ მდებლო აქტები და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებები.
თავი 16
ადმინის ტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ქვემდებარეობა
მუხლი 205. ადმინისტრაციული კომისიები
სახა ლხო დეპუტატ თა რაიონული, საქალაქო და ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული ადმინისტრაციული კომისიები განიხილავენ ადმინის ტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომ ლებიც გათვალის წინებულია ამ კოდექსის 46-ე, 49-ე, 491, 51– 55-ე მუხლებით, 57-ე მუხლით (დარღვევებისათვის, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროცესში არ არის ჩადენილი), 62-76-ე მუხლებით, 77- 83-ე მუხლებით (როცა ისინი არ წარმოადგენენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სანიტარი ულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების დარღვევას), 84-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობის შემთხვევებისა), 85-ე, 851, 853 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევების საქმეებისა) , 85-ე, 88-ე, 89-ე, 92-1002, 103– 1051-ე მუხლებით, 108-ე მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით (სსრ კავშირის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს არაქვემდებარე აეროდრომებზე ან ასეთი აეროდრომების რაიონში ჩადენილი დარღვევებისათვის) , 127-ე მუხლით (გარდა მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საქმეებისა), 131-ე მუხლით (საა ვტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 134– 138-ე, 141-ე, 143– 152-ე, 155– 158-ე, 1581 , 160-ე, 162-ე, 164-ე, 1641 , 165-ე, 167-ე, 1681 , 169-ე მუხლებით, 170-ე მუხლით (გარდა არასრ ულწლოვანთა მშობლებისა და მათ შემცვლელ პირთა მიმართ საქმეებისა), 1723, 174-ე , 1741 , 1751 მუხლებით, 176-ე მუხლის მეორე ნაწილით, 178– 189-ე, 195-ე, 196- ე, 1962-1966 , 199-ე მუხლებით.
სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებ თან არსებული ადმინის ტრაციული კომისიები განიხილავენ ადმინის ტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალის წინებულია ამ კოდექსის 491 მუხლით , 77-83-ე მუხლებით (როცა ისინი არ წარმოადგენენ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სანიტარი ულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების დარღვევას), 84-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო სანიტარი ული ზედამხედველობის გამახორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობის შემთხვევე ბისა), 85-ე, 851, 853 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევების საქმეებისა) , 88-ე მუხლით, 93-ე და 94-ე მუხლებით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია მოქალაქის მიერ), 961, 97-ე , მე-100, 103-ე, 105-ე მუხლებით, 127-ე მუხლით (გარდა მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საქმეებისა) , 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 134-ე, 135-ე, 141-ე, 143-ე, 144-ე, 146– 149-ე, 151-ე, 155– 157-ე, 1581 , 167-ე, 1681 , 169-ე მუხლებით, 170-ე მუხლით (გარდა არასრულწლოვანთა მშობლებისა და მათ შემცვლ ელ პირთა მიმართ საქმეებისა) და 174-ე, 1741 , 1751 , 180– 184-ე, 195-ე, 196-ე, 1962-1966 მუხლებით. თუ დასახლებული პუნქტები ძნელად მისადგომია ან მნიშვნელოვნადაა დაშორებული რაიონულ ცენტრს, კომისიებს შეუძლიათ გამონაკლისის წესით განიხილონ აგრეთვე ამ კოდექსის 1671 და 168-ე მუხლებით , 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. ამგვარი დასახლებული პუნქტების ნუსხას აწესებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
სახალხო დეპუტატ თა რაიონულ, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული ადმინისტრაციული კომისიები განიხილავენ აგრეთვე იმ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომელთათვისაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგენილია ამ კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 27 მაისის ბრძანებულება №94 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1985 წ., მუხ.157
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №1304 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.151
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება №1306 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.152
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987წ., მუხ.207
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის ბრძანებულება №1647 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, მარტი, 1988წ., მუხ.40
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №1832 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988წ., მუხ.196
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991წ., მუხ.429
მუხლი 206. სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები
სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 491, 85-ე, 851, 853 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევების საქმეებისა) , 88-ე მუხლით, 93-ე და 94-ე მუხლებით (როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია მოქალაქის მიერ), 97-ე მუხლით, 127-ე მუხლით (გარდა მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საქმეებისა) , 146– 148-ე, 156-ე, 1581 , 160-ე, 167-ე, 168 1 , 168-ე, 169-ე, 1751 , 180– 1831-ე მუხლებით. თუ დასახლებული პუნქტები ძნელად მისადგომია ან მნიშვნელოვნადაა დაშორებული რაიონულ ცენტრს, სახალხო დეპუტათა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს შეუძლიათ გამონაკლისის წესით განიხილონ აგრეთვე ამ კოდექსის 1671 და 168-ე მუხლებით , 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. ასეთი დასახლებული პუნქტების ნუსხას აწესებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №215 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1985წ., მუხ.277
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №1304 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1987 წ., მუხ.151
მუხლი 207. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები
არასრულწლოვანთა საქმეების რაიონული (საქალაქო), ქალაქის რაიონული კომისიები განიხილავენ არასრულწლოვანთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, გარდა ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამ კოდექსის 50-ე, 116– 124-ე, 156-ე, 166-ე, 167-ე, 180– 183-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა საქმეებს ისინი განიხილავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორგანო (თანამდებობის პირი), რომელთანაც შემოვიდა საქმე მითითებულ სამართალდარღვევათა შესახებ, საქმეს განსახილველად გადასცემს ამ კომისიებს. არასრულწლოვანთა საქმეების კომისიები განიხილავენ აგრეთვე არასრულწლოვანთა მშობლების ან მათ შემცვლ ელ პირთა მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 170-ე მუხლით, 171-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 2071. ლოთობასა, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან ბრძოლის კომისიები
სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული ლოთობასა, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან ბრძოლის კომისიები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 155-ე და 169-ე მუხლებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები (სახალხო მოსამართლეები)
რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოების სახალხო მოსამართლეები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე , 50-ე, 501 , 121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 122-ე მუხლით , 142-ე, 153-ე , 154-ე, 159-ე, 166-ე, 1721 მუხლებით, 171-ე მუხლის მესამე ნაწილით , 173–17 32-ე, 1741 , 1742, 1743, 1744 , 175-ე მუხლებით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულება №1426 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1987 წ., მუხ.223
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება №1842 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1988წ., მუხ.201
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №2790 – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, სექტემბერი, 1990წ., მუხ.241
საქართველოს 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, იანვარი, 1991წ., მუხ.38
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1991წ., მუხ.378
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991წ., მუხ.429
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1991წ., მუხ.450
მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები (მილიცია)
შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე მუხლით, 106-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილებით, 107-109-ე მუხლებით, 113-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 116-120-ე მუხლებით, 121-ე მუხლის პირველი ნაწილით, 124-126-ე მუხლებით, 127-ე მუხლით (მძღოლების მიერ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ), 128-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 131-ე მუხლით (გარდა საავტო
დოკუმენტის კომენტარები