დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 241-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018319 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1537 მუხლი: „მუხლი 1537. ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა − გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას. 2. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“. 2. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 165-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ კოდექსის 1537 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 70-ე ნაწილი: „70. ამ კოდექსის 1537 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
ქუთაისი, 29 დეკემბერი 2016 წ. N241-რს |
დოკუმენტის კომენტარები