დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1868-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.017288 |
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17416 მუხლი: „მუხლი 17416. საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევა 1. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მითითების შეუსრულებლობა მის მიერვე დადგენილ ვადაში ან არაჯეროვნად შესრულება − გამოიწვევს უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას. 2. დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება − გამოიწვევს უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“. 2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 1071−1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 172-ე მუხლით, 17415 მუხლით (გარდა მე-4 ნაწილისა), 17416 და 1761 მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილით, 1821, 1822, 190-ე და 1902 მუხლებით და 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).“. 3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი, 11, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწსინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 25 დეკემბერი 2013 წ. N1868-რს |
დოკუმენტის კომენტარები