დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3312-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 02/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.020978 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1071 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1071. საერთო სარგებლობის ტრანსპორტის შიდა მოწყობილობის დაზიანება საჰაერო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საზღვაო ტრანსპორტის, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის, სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1145 მუხლი: „მუხლი 1145. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა 1. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2121 მუხლი: „მუხლი 2121. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“. 4. 239-ე მუხლის: ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ პოლიციის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“; ბ) 471 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 472 ნაწილი: „472. ამ კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 2 იანვრიდან. |
თბილისი, 28 ივნისი 2023 წ. N3312-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები