საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3401-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 02/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019145
3401-Iს
05/09/2018
ვებგვერდი, 25/09/2018
020000000.05.001.019145
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 4412 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2903 მუხლით დადგენილი წესით.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები 

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 155და 1552 მუხლებით, 155მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1557–15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“.

3. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2296. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 4412 მუხლით, 1711 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) და 17313 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

4. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4411, 462–464 და 1557 მუხლებითა და 1711 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“.

5. 242-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 4412 და 981 მუხლებით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 112-ე, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლით, 130-ე მუხლით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება სამართალდამრღვევის დაჯარიმება და მისთვის ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გარდა ამ კოდექსის 4412, 981, 1794 და 1796−1799 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.“;

გ) 33 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3ნაწილი: 

„34. ამ კოდექსის 4412 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;

დ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 3ნაწილი:

„32. ამ მუხლის 34 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2903 მუხლი:

„მუხლი 2903. ამ კოდექსის 4412 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება 

1. ამ კოდექსის 4412 მუხლის დარღვევისათვის პირს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ეგზავნება. 

2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს ფოსტას უბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს განმეორებით იმავე მისამართზე ეგზავნება. 

3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის მისამართზე მყოფი შესაბამისი უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 

4. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.rama.moh.gov.ge) გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 

5. პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 

6. პირის მიერ ჯარიმის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 2 ნოემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 სექტემბერი 2018 წ.

N3401-Iს