როგორ გავააქტიუროთ პარალელური დათვალიერების ფუნქციონალი?
აღნიშნული ფუნქციონალის გამოსაყენებლად:
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კოდიფიცირებული დოკუმენტი.
- ინსტრუმენტების პანელზე დააჭირეთ კონსოლიდირებული დოკუმენტების გვერდიგვერდ დათვალიერების ღილაკს.
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ეტაპები (პირველი – საინფორმაციო ბარათზე – კონსოლიდირებული პუბლიკაციები; მეორე – ველში, ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში – შესადარებელი პუბლიკაცია) და დააჭირეთ გვერდიგვერდ ჩვენების ღილაკს ზედა პანელზე. პარალელური დათვალიერებისათვის არჩეული პუბლიკაციები გაიხსნება გვერდიგვერდ ახალ ფანჯარაში.
როგორ გავააქტიუროთ თემატური გამოწერის სერვისი?
მომხმარებელის სახელისა და პაროლის გამოყენებით შედით ვებგვერდზე, საკუთარ პროფილში დოკუმენტების თემატური გამოწერის ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დარგი და პერიოდი, დააჭირეთ ყიდვის ღილაკს და დაასრულეთ შეძენა.
როგორ დავამატოთ რჩეული დოკუმენტები?
აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დოკუმენტი, ინსტრუმენტების პანელზე დააჭირეთ ღილაკს „რჩეულებში დამატება“. რჩეულებში დამატებული დოკუმენტის დასათვალიერებლად, ვებგვერდის ზედა პანელზე აირჩიეთ დოკუმენტები, რჩეულები.
როგორ ჩამოვტვირთოთ Offline საძიებო სისტემა?
მომხმარებელის სახელისა და პაროლის გამოყენებით შედით ვებგვერდზე. აირჩიეთ დახმარება, გადმოსაწერი ვერსია. დააჭირეთ ღილაკს „გადმოწერა“ და მიყევით ინსტრუქციას.
როგორ ჩამოვტვირთოთ საკანონმდებლო მაცნეს მობილური აპლიკაცია?
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური აპლიკაცია IOS და Android პლატფორმაზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Play Store-დან და App Store-დან.
როგორ მოვძებნოთ დოკუმენტის ინგლისურენოვანი/რუსულენოვანი ვერსია?
მოძებნეთ თქვენთვის სასურველი აქტის ორიგინალი (ქართული) ვერსია. აქტის სათაურის ქვეშ, ინგლისურენოვანი/რუსულენოვანი ვერსიის არსებობის შემთხვევაში, იქნება ბმული - ინგლისური/რუსული. აღნიშნულ ბმულზე დაჭერით გადახვალთ აქტის შესაბამის ვერსიაზე. წინა ვერსიების დათვალიერებისთვის აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ეტაპი კონსოლიდირებული პუბლიკაციის ველიდან თარიღის მიხედვით.
როგორ მოვძებნოთ დოკუმენტში შესული ცვლილება?
დოკუმენტის ბოლოში პეტიტების სახით მითითებულია ცვლილების დოკუმენტზე გადასასვლელი ბმულები.
როგორ შეიძლება ბეჭდური სახით გამოცემული წიგნების შეძენა?
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე მოქმედებს ონლაინმაღაზია (http://matsnebooks.gov.ge/Book). მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საბანკო ბარათის მეშვეობით შეიძინოს ლიტერატურა, რომელიც მიეწოდება შეძენისას მის მიერ მითითებულ მისამართზე.
რა დოკუმენტაციის წარმოდგენა არის საჭირო განცხადების გამოსაქვეყნებლად?
სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში განცხადების გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები დედნის სახით მისამართზე თბილისი, გ.ფანჯიკიძის ქ. №2:
ა) მომართვა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარის სახელზე, ხელმოწერილი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსული პირის მიერ;
ბ) ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე უფლებამოსული პირის მიერ მომართვის არ ქონის შემთხვევაში ამ პირის მიერ გაცემული მინდობილობა განცხადების წარმომდგენ პირზე;
გ) განცხადება (დედანი) - განცხადების ელ. ვერსია, WORD-ს დოკუმენტი;
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
დ) სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შემთხვევაში ასევე, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მიერ გაცემული ცნობა აქციათა მესაკუთრის შესახებ;
ე) მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
რა ვადებია დაწესებული ნორმატიული აქტის რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისათვის და ძალაში შესვლისათვის?
ნორმატიულ აქტის მიმღები ორგანოს მიერ, ნორმატიული აქტის საკანონმდებლო მაცნეში წარმოდგენიდან, საკანონმდებლო მაცნე 5 დღის ვადაში ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს და აქვეყნებს ვებგვერდზე, ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს 24 საათზე, თუკი მისი ამოქმედების თაობაზე მიმღები ორგანოს მიერ არ იქნა მითითებული კონკრეტული თარიღი
სად შეიძლება მოვიპოვოთ ნორმატიულ აქტზე თანდართული განმარტებითი ბარათი?
მაცნეს ვებგვერდზე ნორმატიული აქტის განმარტებითი ბარათის გამოქვეყნების ვალდებულება არ არსებობს, შესაბამისად მათი მოპოვება შესაძლებელია აქტის მიმღებ ორგანოში. როგორ ვნახოთ ნორმატიულ აქტზე თანდართული დანარათი (დანარათები) დოკუმენტის ტექსტს სათაურის ზემოთ,მარჯვენა კუთხეში შეიძლება ჰქონდეს მითითება დანართების არსებობის შესახებ,აღნიშნულ ბმულზე გადასვლით შეძლებთ გახსნათ ფაილები
როგორ განვსაზღვროთ ნორმატიული არის მოქმედი თუ ძალადაკარგული?
ყველა ძალადაკარგულ აქტს ვებგვერდზე როგორც საინფორმაციო ბარათში, ისე მის ტექსტში აქვს მითითება ძალადაკარგულად (ბათილად ან არარად) გამოცხადების თაობაზე და ასეთი აქტები ვებგვერდზე წითელად არის მონიშნული, ხოლო აქტები რომლებიც მწვანედ არის განთავსებული საიტზე არის მოქმედი საკანონმდებლო აქტები. დოკუმენტის ლურჯი ფერი აღნიშნავს,ნორმატიული აქტი გარკვეული პერიოდის შემდეგ არის ასამოქმედებელი. რას ნიშნავს ნორმატიულ აქტებში სხვადასხვა ფერად მონიშნული ტექსტები საკანონმდებლო აქტის ყვითელი ტექსტი აღნიშნავს, რომ ეს ნაწილი ასამოქმედებლია, ხოლო იასამნისფრად მონიშნული ტექსტი მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
როგორ ხდება ცალკეული რეკვიზიტების მეშვეობით აქტის მოძებნა?
ძებნა ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ველის შერჩევის და სხვადასხვა სიტყვის/ფრაზის ჩაწერის მეშვეობით. იმისათის, რომ მოიძიოთ სასურველი დოკუმენტი ძებნის სისტემისთვის არაა აუცილებელი ყველა რეკვიზიტის მითითება, საკმარისია მიუთითოთ სათაურის ერთი სიტყვა და მიმღები ორგანო ან დოკუმენტის ნომერი და კომბინაციაში ამ რეკვიზიტებით შესაძლებელი იქნება განახორციელოთ ძებნა.მაცნეს საიტზე განთავსებულია ძებნის დეტალური ინსტრუქცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ. კანონპროექტის გამოქვეყნება მაცნეს საიტზე ნებაყოფლობითია თუ სავალდებულო ვებგვერდზე შესაძლებელია მიმღებმა ორგანომ გამოაქვეყნოს მის მიერ ინიცირებული კანონპროექტები, ხოლო მთავრობის 2014 წლის 7 თებერვბლის №135 დადგენილების (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2239961) დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის გამოქვეყნება მაცნეს ვებგვერდზე სავალდებულოა.