დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4141-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016149 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება:
1. 964 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე–491, 501–554, 56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2231 მუხლი:
„მუხლი 2231. პირველადი წყალმოსარგებლეები
ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ უფლებამოსილი პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4141-რს
დოკუმენტის კომენტარები