საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5018-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110714031, 14/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016409
  • Word
5018-რს
01/07/2011
ვებგვერდი, 110714031, 14/07/2011
020000000.05.001.016409
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა;“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიმართ, მათ მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.“.

2. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები

1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა და საგნის კონფისკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. გაფრთხილება, ჯარიმა, სპეციალური უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაოები, ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.

2. ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.“.

3. 45-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

4. 1002 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 

5. 116-ე მუხლის შენიშვნას  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

6. 117-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

7. 121-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

8. 123-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

9. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის 22 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

10. 166-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

11. 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

12. 173-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

13. 1741 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

14. 1749 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის თანამდებობის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება        3 წლამდე ვადით.“.

15. 1752 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

16. 1771 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. უცხოელი მოქალაქეები ავტოსატრანსპორტო მომსახურების განხორციელებისას ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან ადგილზე საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

17. 1971 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

18. 1972 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

19. 1973 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 1 ივლისი.

№5018-რს