„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 3054
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 20/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.004.036
  • Word
3054
04/05/2010
სსმ, 26, 20/05/2010
020.000.000.05.001.004.036
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 582 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 582. ზღვის დაბინძურება

1. ხმელეთიდან ზღვაში საყოფაცხოვრებო ნაგვის ან სხვა ნარჩენების ჩაყრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

2. ხმელეთიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით ზღვის დაბინძურება ან დანაგვიანება –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

4. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში საყოფაცხოვრებო (მყარი) ნარჩენების ჩაყრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

5. 20 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

6. 20 000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

7.  გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ანდა მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 65000 ლარის ოდენობით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 და 592 მუხლები:

     „მუხლი 591. გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი რეგულირების ობიექტის რეგისტრაციის წესების დარღვევა

1. „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულირების ობიექტის მიერ საქმიანობის ადგილის მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – გარემოს დაცვის ინსპექციისთვის გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

    მუხლი 592. მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევა

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, კერძოდ, ორგანიზაციული სახის დარღვევები (დოკუმენტაციის წარმოების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუშაკის დასხივება დადგენილი დოზური ზღვრის გადაჭარბებით ან პაციენტის დაუსაბუთებელი სამედიცინო დასხივება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობაზე ან/და დააბინძუროს გარემო, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილ ნორმაზე მეტად –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან გამდინარე წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაშვება დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

6. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან (გარდა ბირთვული მასალისა ან მოწყობილობისა, რადიოაქტიური ნარჩენისა, რადიოაქტიური ნივთიერებისა) მოპყრობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 822 მუხლი:

     „მუხლი 822. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა

1. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-3–მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების მიერ ზღვაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

5. მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოებისათვის დადგენილი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სახერხი მოწყობილობისა და უკანონო ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია, რომელსაც არ ახლავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი.“.

4. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 84. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვისადმი გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მოთხოვნების (ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის, მითითების) შეუსრულებლობა –

გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადებას ამ კოდექსის იმ მუხლის ან მუხლის ნაწილის შესაბამისი სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა მოვალეობის შესრულება ამ მუხლზე მითითებით, დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში – მის გაორმაგებას, ხოლო სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებში – ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მოთხოვნების (ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის, მითითების) შეუსრულებლობის გამო სახდელის დადების შემდეგ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვისადმი გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების მოთხოვნების (ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის, მითითების) შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაკისრებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გაორმაგებას, ხოლო სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებში – ადმინისტრაციული სახდელის დადებას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის ხელის შეშლა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

4. გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, ინსპექტირების პროცესში რეგულირების ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.

5. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა

1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღისა და ხერხების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევით

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით.

2. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და ხერხების ან/და წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღი, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

4. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღების, ხერხებისა და 100 ტონის მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

5. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა),

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობების მოთხოვნების დარღვევა

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

7. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას,

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია,

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

9. ცხოველთა სამყაროს ობიექტები სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით.“.

6. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 89-ე–893, 103-ე-1031, 1461, 151-ე, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

7. 239-ე მუხლის 41-ე ნაწილჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4–მე-5 ნაწილებით, აგრეთვე ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, ე-5 და მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებთან ერთად).“.

8. 249-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1141, 1531, 1551, 1552, 157-ე და 1901 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება სამართალდარღვევის საგნის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ჯარიმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3054–Iს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.