დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7057-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019971 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 913 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 913. საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა 1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარით და იმპორტირებული შესაბამისი საწვავის საბაჟო ღირებულების 10-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის წარმოება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარით და შესაბამისი წარმოებული საწვავის ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) თვითღირებულების 10-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 000 ლარით და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის საწვავის საბაჟო ღირებულება გულისხმობს საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ საქონლის ფასს. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნისთვის საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც საწვავის წარმოებისთვის დაიხარჯა. 3. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასი გულისხმობს ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებულ საწვავის სარეალიზაციო ფასს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 17 ივლისი 2020 წ. N7057-რს |
დოკუმენტის კომენტარები