დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6246-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016761 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4411 და 4412 მუხლები:
„მუხლი 4411 . „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის, გამოწერისა და გაფორმების წესების დარღვევა
1. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის დანიშვნის წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერისა და გაფორმების წესის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 4412 . „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის სფეროში ანგარიშების მოთხოვნის შეუსრულებლობა
საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. “.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15910 მუხლი:
„მუხლი 15910 . საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
3. 172-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 172. არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა
1. მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, არასრულწლოვნის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევის ჩადენა (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, სპირტიანი სასმელების მიღება) –
გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. წვრილმანი ხულიგნობა ან ხულიგნობა, ჩადენილი თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე მოზარდის მიერ, −
გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ შეუტყობინებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“.
4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443 , 445 , 447 –441 2 , 45-ე, 46-ე, 461 , 48-ე−49-ე, 501 –554 , 56-ე, 57-ე–59-ე, 592 , 593 , მე-60, 603 , 61-ე, 611 , 63-ე, 631 , 64-ე, 641 , 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721 –78-ე, 791 –822 , 84-ე–86-ე, 88-ე–893 , 912 , 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001 , 1002 , 1031 , 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281 –1285 , 143-ე, 144-ე, 14410 , 145-ე, 1461 , 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522 –1531 და 1533 –1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542 , 1551 –156-ე, 1571 –1581 , 159-ე–1591 , 1594 –15910 , 163-ე, 164-ე, 1644 , 1651 –1653 , 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711 , 1724 , 1725 , 173-ე, 1734 , 1736 , 1737 , 1739 , 17312 , 1741 , 1751 , 1752 , 1778 , 1779 , 17711 , 178-ე, 1791 –1793 , 180-ე–183-ე, 187-ე–1872 , 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962 –1966 და 1971 მუხლებით.“.
5. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071 −1073 , 108-ე, 1141 , 1142 , 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 172-ე , 1761 , 1821 , 1822 , 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).“.
6. 239-ე მუხლ ის:
ა) მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 ნაწილი:
„ 161 . ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;
ბ) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 38. ამ კოდექსის 442 , 445 და 447 –4412 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“;
გ) მე-60 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 ნაწილი:
„ 601 . ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები.“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 მაისი.
№6246- Iს
დოკუმენტის კომენტარები