"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ"

  • Word
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 851, 08/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.238
  • Word
851
16/09/1997
პარლამენტის უწყებანი, 851, 08/10/1997
020.000.000.05.001.000.238
"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ"
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კნონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 119-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „სატრანსპორტო საშუალების მფლობელის არყოფნისას საგზაო პოლიციის მიერ გაცემული დოკუმენტი სატრანსპორტო საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე“, შეიცვალოს სიტყვებით „სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის არყოფნისას საგზაო პოლიციაში რეგისტრირებული მართვის უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მინდობილობა, ანდა საგზაო პოლიციის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

2. 119-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მართვის უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის, მინდობილობის რეგისტრაცია საგზაო პოლიციაში და სატრანსპორტო საშუალებით საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა საგზაო პოლიციის მიერ ხდება უსასყიდლოდ“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 16 სექტემბერი.

№851Iს