საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1355-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020520
1355-VIIIმს-Xმპ
01/02/2022
ვებგვერდი, 14/02/2022
020000000.05.001.020520
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 190-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 190. საქართველოს სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, −

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით,  იურიდიული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია: 

ა) სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;

ბ) სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვა) დაზიანება ან განადგურება, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან/და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ამავე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ჩადენა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში შესვლის, დროებით ყოფნისა და გადაადგილების მიზნით დადგენილი წესით გაცემული საშვის არქონის ან მის ადგილზე გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში პირი ვალდებულია შეწყვიტოს სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელება და დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო ზოლის ან/და სასაზღვრო ზონის ის ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი.

2. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია ფოტო-, ვიდეო- ან/და აეროგადაღების დროს გადაღებული მასალა დაუყოვნებლივ წაშალოს, გადაღების შედეგად მიღებული მატერიალური ფოტომასალა გაანადგუროს ან აღნიშნული მასალა/მატერიალური ფოტომასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს გადასცეს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოიყენოს ამავე კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ზომები.

3. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებს, თუ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანების ან განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა 150 ლარს არ აღემატება.

4. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს დამრღვევს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით ან/და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 თებერვალი 2022 წ.

N1355-VIIIმს-Xმპ