საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 28/06/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.053
28/06/1991
საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 6, 28/06/1991
080.000.000.05.001.000.053
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ.10) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 2081 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2081. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სახალხო რაზმელის შეურაცხყოფა

შეურაცხყოფა მილიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სახალხო რაზმელის დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე“.

2. 209-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„მიცვალებულის დასაფლავებაზე უარის თქმით ან მიცვალებულის საფლავიდან ამოღებით სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან თანამდებობის პირების იძულება შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე მოქმედების შესრულებისაგან -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.

3. 238-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 238. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ გადაგზავნა, გადაზიდვა, დამზადება ან გასაღება -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

შენიშვნა: პირი, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც მას სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდა, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

ხანჯლის, ფინური ან სხვაგვარი ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, დამზადება ან გასაღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოქმედება დაკავშირებულია რეწვასთან, სამსახურთან ან საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე როდესაც ეს იარაღი ეროვნული ტანსაცმლის სამკაულს წარმოადგენს, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე“.

4. 2423. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2423. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება

სატრანსპორტო კომუნიკაციების განზრახ ბლოკირება დაბრკოლებების, საგუშაგოების კომუნიკაციების გზით ან სხვა ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლის, საავტომობილო და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე

იგივე მოქმედება, რასაც თან სდევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, ან ჩადენილია განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან დაკავშირებულია ტვირთის, ბარგის უკანონო გასინჯვასთან, ან დოკუმენტების შემოწმებასთან, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა, ან სხვა მძიმე შედეგი, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე“.

5. 81 მუხლში სიტყვების „228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება (238-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“.

6. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტსა და 541 მუხლის მესამე პუნქტში სიტყვების „228-ე მუხლის მესამე ნაწილი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონო ტარება, შენახვა, გადაგზავნა, შეძენა, დამზადება ან გასაღება (238-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“.

II. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 421) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 27-ე და 122-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. ჯარიმა

მოქალაქეებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა, როგორც წესი, არ შეიძლება აღემატებოდეს ათ მანეთს, ხოლო თანამდებობის პირთათვის - ორმოცდაათ მანეთს.

მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს ერთ მანეთზე ნაკლები, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი არ არის სხვა მინიმალური ოდენობა.

ცალკეულ სახეობათა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ამაღლების აუცილებლობისას საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ჯარიმა ათი ათას მანეთამდე.

გამონაკლის შემთხვევებში საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერების განსაკუთრებული საჭიროების გამო საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ამ მუხლით გათვალისწინებულზე მეტი ოდენობის ჯარიმა“.

„მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნებით -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც მართავდა სხვისი საკუთრების სატრანსპორტო საშუალებას, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი მანეთიდან ათი ათას მანეთამდე“.

2. 208-ე  და 279-ე მუხლებში სიტყვები „122-ე მუხლის მეორე ნაწილით“. შეიცვალოს სიტყვებით „122-ე მუხლით“.

3. 209-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და მეორე ნაწილის მეორე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „122-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

4. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „122-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „122-ე მუხლით“.

5. 295-ე მუხლის პირველი ნაწილში სიტყვები „122-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვები „122-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი            ზვიად გამსახურდია.

 

თბილისი, 1991 წლის 28 ივნისი.