საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340170000.05.001.016163
  • Word
4145
17/12/2010
სსმ, 76, 29/12/2010
340170000.05.001.016163
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები:

„ა1) ბიოპროდუქტი – სურსათი ან საკვები, მათ შორის, სურსათის ან საკვების სახით გამოყენებული საფუარი, რომლის წარმოების, გადამუშავების, შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის წესები შეესაბამება ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების წესებს და რომლის ეტიკეტზე არის შესაბამისობის დამადასტურებელი ხარისხის ნიშანი და წარწერა. ბიოპროდუქტად არ ითვლება ნადირობით ან თევზჭერით მოპოვებული გარეული ცხოველი;

2) ბიოწარმოება – სოფლის მეურნეობის პროდუქტის (სურსათის ან საკვების) წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის სისტემა, რომელიც იმართება ბიოწარმოების განხორციელების წესების შესაბამისად და უზრუნველყოფს განსაზღვრული ხარისხის პროდუქტის – ბიოპროდუქტის წარმოებას. ეს სისტემა არის ბიოლოგიური, კულტურული და მექანიკური მეთოდების ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სახელმწიფო კონტროლი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განხორციელებული ქმედება სურსათის ან ცხოველის საკვების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ან გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის უზრუნველყოფის მიზნით;“.

2. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სურსათის დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას მისი ბაზარზე განთავსების შეზღუდვა-აკრძალვასთან ან ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ, დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად, სურსათი არ არის უვნებელი.“.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას მისი ბაზარზე განთავსების შეზღუდვა-აკრძალვასთან ან ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ, დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები არ არის უვნებელი.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

     „მუხლი 121. ბიოწარმოების სერტიფიცირება და ეტიკეტირება

1. ბიოწარმოების სერტიფიცირებას ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს განაცხადი, განახორციელოს სერტიფიცირება და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი. დასაშვებია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის არსებობაც.

2. პროდუქტი შეიძლება იყოს ნიშანდებული (ეტიკეტირებული), როგორც ბიოპროდუქტი, მხოლოდ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე.

3. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ახორციელებს ბიომეწარმის მიერ ბიოწარმოების განხორციელების წესების დაცვის მონიტორინგს და სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიოპროდუქტის წარმოების პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და სათანადო სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. ბიოსერტიფიკატის არმქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ეტიკეტზე ისეთი წარწერის გაკეთება (მათ შორის, სიტყვათა – „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ – ნებისმიერი კომბინაცია), რომელიც მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ პროდუქტი წარმოებულია ბიოწარმოების სტანდარტების შესაბამისად, არის ფალსიფიკაცია.

5. ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

5. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, თუ პროდუქტი აღარ იმყოფება მწარმოებლის/დისტრიბუტორის უშუალო კონტროლის ქვეშ, იგი ვალდებულია გამოითხოვოს ეს პროდუქტი ბაზრიდან და ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მწარმოებელი/დისტრიბუტორი, რომლის საქმიანობის სფერო საცალო ვაჭრობა ან დისტრიბუციაა, ვალდებულია უზრუნველყოს იმ პროდუქტის ბაზრიდან ამოღება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უვნებლობის მოთხოვნებს, და ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

6. თუ მწარმოებელს/დისტრიბუტორს მიაჩნია ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი ან ცხოველის საკვები შესაძლებელია მავნებელი იყოს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს და მოახსენოს იმ ზომების შესახებ, რომლებიც უკვე იქნა მიღებული საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობის რისკის თავიდან ასაცილებლად.“.

6. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოფილ იქნეს ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პარამეტრების შესახებ ჩანაწერების წარმოება, დაცვა და სააგენტოსთვის მათი ხელმისაწვდომობა;“.

7. მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სურსათის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ნიმუში აღებული და საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემული უნდა იქნეს სააგენტოს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

3. სურსათის სახელმწიფო კონტროლისათვის საცალო ვაჭრობიდან ნიმუშის აღების და ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს დამკვეთი (სააგენტო), რომელიც ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მწარმოებელს/დისტრიბუტორს.“.

8. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში ზედამხედველობას, მონიტორინგს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში – სამსახური.“.

9. 26-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტოს კონტროლი, ზედამხედველობა და მისი საქმიანობის უშუალო ორგანიზება;“.

10. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

1. სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უმთავრესი მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, აგრეთვე მათი ეკონომიკური ინტერესების დაცვა სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით.

2. სააგენტოს უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

3. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით.

4. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, „ვეტერინარიის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

    მუხლი 29. სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

1. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) რისკის მართვის განხორციელება;

ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.

2. სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში სააგენტოს უფლებამოსილებებია:

ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე სურსათისა და ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისობაზე, ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ფალსიფიკაციის ფაქტების გამოვლენა და აღმკვეთი ზომების მიღება;

გ) სასურსათო ან/და საკვებწარმოების ობიექტზე საფრთხეების შიდა კონტროლის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (სასურსათო ან/და საკვებწარმოების ობიექტზე საფრთხეების შიდა კონტროლის სისტემები დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევა და დამატებით გადამოწმებას არ ექვემდებარება, თუ საწარმოს აქვს აღნიშნულ სისტემებზე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის (მათ შორის, HACCAP-ის) მიხედვით, ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ სერტიფიცირებული სისტემა).

3. სააგენტოს მოვალეობებია:

ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის მიმდინარე საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება;

ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ მწარმოებლების/ დისტრიბუტორებისა და მომხმარებელთა ინფორმირება.

4. სააგენტო მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი:

     „მუხლი 291. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

12. 30-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააგენტოს წლიური პროგრამა და ანგარიში“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო სურსათის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რომელიც მოიცავს:

ა) პროგრამის შემუშავების კრიტერიუმებს;

ბ) განსახორციელებელი შემოწმებების რაოდენობასა და ტიპს.“.

13. 31-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ან სამსახური რეფერენტულ გამოცდას ატარებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე (სააგენტო, სამსახური ან მწარმოებელი/დისტრიბუტორი) არ ეთანხმება გამოცდის შედეგებს.

2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად სააგენტო ან სამსახური შეარჩევს:

ა) სხვა საგამოცდო ლაბორატორიას (მწარმოებლის/დისტრიბუტორის წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს გამოცდას);

ბ) საერთაშორისო (მათ შორის, სხვა ქვეყნების) აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ რეფერენტული გამოცდით დადასტურდება ერთ-ერთი მხარის (სააგენტოს, სამსახურის ან მოდავე მხარის) არგუმენტების სისწორე, მეორე მხარე (წაგებული მხარე) მას უბრუნებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისათვის გაწეულ ხარჯებს.“.

14. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. საგანგებო ზომები სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად

თუ დასაბუთებულია, რომ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს სერიოზულ რისკს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის და არსებული საშუალებებითა და რესურსებით ვერ ხერხდება მისი თავიდან აცილება, სააგენტო ვალდებულია, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათის ან ცხოველის საკვების მიმართ:

ა.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;

ა.ბ) მოახდინოს მოსახლეობის დროული ინფორმირება სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებისგან დროებით თავის შეკავების შესახებ;

ა.გ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები მაღალი რისკის სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ა.დ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო და საგანგებო ზომები;

ბ) იმპორტირებული სურსათის ან ცხოველის საკვების მიმართ:

ბ.ა) გარკვეული ვადით შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების იმპორტი ექსპორტიორი ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე რეგიონიდან, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტის ქვეყნიდან;

ბ.ბ) განსაზღვროს სპეციალური მოთხოვნები ექსპორტიორ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებით მაღალი რისკის სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ბ.გ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო და საგანგებო დროებითი ზომები.“.

15. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ამზადებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

16. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი

1. სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და აიღოს ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის უფლებამოსილებაში განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტზე;

ბ) გამოითხოვოს დოკუმენტი ან სხვა მონაცემი, რომელიც შეიცავს ამ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სურსათის ან ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მისი ასლი და გააკეთოს ამონაწერი;

გ) უვნებლობის მაჩვენებლების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისას სათანადო ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.

3. სააგენტოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა უნდა გაათავისუფლოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეჩერებული სურსათი ან ცხოველის საკვები, თუ დადასტურდა, რომ შეჩერებულ სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით დაცულია ამ კანონის მოთხოვნები.

4. ობიექტის მფლობელი, მწარმოებელი/დისტრიბუტორი ან მათი ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში.

5. აკრძალულია განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

6. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მწარმოებელი/დისტრიბუტორი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

17. 36-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური არა უგვიანეს 2011 წლის 15 იანვრისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სურსათის ეროვნულ სააგენტოდ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამონაცვლე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31–34 პუნქტები:

„31. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს:

ა) 2011 წლის 1 თებერვლისა განსაზღვროს:

ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური;

ბ) 2011 წლის 1 თებერვლისა დაამტკიცოს:

ბ.ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა;

ბ.ბ) ბიოწარმოების განხორციელებისა და სერტიფიცირების წესები;

გ) 2011 წლის 1 მარტისა დაამტკიცოს სურსათის იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის კონტროლის წესი.

32. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულება.

33. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია არსებული წესის შესაბამისად, არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის გათვალისწინებული ხარჯების) დაფინანსება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

34. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონება.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. მიკვლევადობისა და საფრთხეების შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა, გარდა პირველადი წარმოებისა, მცირე და გლეხური/ფერმერული/კუსტარული წარმოებისა, განხორციელდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით დარეგისტრირებული საწარმოებისათვის შემდეგ ვადებში:

ა) ევროკავშირში ექსპორტიორ სურსათის მწარმოებელ საწარმოებში – 2010 წლის 1 ივლისიდან;

ბ) ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოში – 2011 წლის 3 იანვრიდან.“.

18. 361 მუხლის:

ა) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სურსათის მწარმოებელი საწარმოებისთვის ან/და დისტრიბუტორებისთვის ამ კანონის მე-14 მუხლი ამოქმედდეს 2010 წლის 30 იანვრიდან, ხოლო ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისთვის – 2011 წლის 3 იანვრიდან.

11. ამ კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედება ამავე კანონის მე-14 მუხლის მიხედვით დარეგისტრირებული საწარმოებისათვის დაიწყოს:

ა) ევროკავშირში ექსპორტიორი სურსათის მწარმოებელი საწარმოებისათვის – 2010 წლის 1 ივლისიდან;

ბ) ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისათვის – 2011 წლის 3 იანვრიდან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც 2007 წლის 1 ოქტომბრამდე აწარმოებდნენ ამ კანონის 121 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქტს, 121 მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2012 წლის 31 დეკემბრამდე.“.

 

 მუხლი 2. „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 19941995, №2730, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კერძო ვეტერინარული საქმიანობა – შესაბამისი ვეტერინარული განათლების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ) ვეტერინარული სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი.“.

2. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.  

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება

კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარული განათლების მქონე პირს.“.

6. მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს.

7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. კერძო ვეტერინარული სამსახურის მოვალეობანი

კერძო ვეტერინარულ სამსახურს ევალება:

ა) ცხოველების ინფექციური, მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

ბ) აწარმოოს ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე ინფორმაცია პერიოდულად მიაწოდოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

გ) ინფორმაცია გამოყენებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების დასახელების, ვარგისობის ვადის, კონტროლისა და სერიის მითითებით წარუდგინოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

დ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

8. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებასა და ხარისხის/ უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააგენტოს მეშვეობით.“.

9. 29-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცხოველების გადაყვანა-გადარეკვა ხორციელდება ვეტერინარული მოთხოვნების დაცვით, სააგენტოს მიერ დადგენილი მარშრუტით; ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხის არსებობისას აუცილებელია ასევე მარშრუტის სააგენტოსთან შეთანხმება.“.

10. 321 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 321. ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ.

2. ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამზადება, შენახვა, გადამუშავება, გადაზიდვა და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დაცვით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:

     „მუხლი 331. ქართული ფუტკრის შენარჩუნება და დაცვა

ქართული ფუტკრის ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად აკრძალულია სხვა ქვეყნიდან ფუტკრის ოჯახის, დედა ფუტკრისა და ფუტკრის ამანათნაყარის, სპერმის, ჭიისა და კვერცხის შემოყვანა/შემოტანა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გარეშე. ასევე აკრძალულია საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან გაყვანილი ფუტკრის დაბრუნება.“.

12. VI კარი ამოღებულ იქნეს.

13. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 3. „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ გაცემული, ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით (FAO, 1997) დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ფიტოსანიტარიული პროცედურები – სააგენტოს ან სამსახურის მიერ ფიტოსანიტარიული რეგლამენტაციის გამოყენების მეთოდები საკარანტინო და არასაკარანტინო მავნე ორგანიზმებთან დაკავშირებით, დახედვის, ანალიზის, ზედამხედველობის, დამუშავების ჩატარების ჩათვლით;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ანალიზი – მავნე ორგანიზმის გამოვლენის ან მისი იდენტიფიკაციის მიზნით სააგენტოს ან სამსახურის მიერ ჩატარებული არავიზუალური ოფიციალური შემოწმება;“.

2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ორგანიზებისა და კონტროლის განმახორციელებელი ორგანო

სასოფლო-სამეურნეო კარანტინის ორგანიზებასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო.

    მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილება

სააგენტოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკარანტინო ობიექტების ნუსხის განსაზღვრა, ქვეყანაში გაუვრცელებელი ან კერებად გავრცელებული დაავადებების, მავნებლებისა და სარეველების სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება და ფიტოსანიტარიული კარანტინის ჩატარების წესებისა და ინსტრუქციების პროექტების შემუშავება;

ბ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ქვეყნიდან გატანისას და ქვეყანაში შემოტანისას ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმებისა და ლაბორატორიული გამოცდის ჩატარება, მათ შორის, მცენარეულ მასალაში, საფოსტო გზავნილში, ხელბარგში, ტარაში, შესაფუთ და სატრანსპორტო საშუალებებში;

გ) კონტროლის განხორციელება იმ სანერგეზე, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე, საცდელ და სასელექციო სადგურებზე, სათბურზე, რომლებიც აწარმოებენ თესლებს, ჩითილებს, ნერგებს და ახდენენ მათ რეალიზებას, იღებენ თესლებსა და სარგავ მასალას ქვეყნის გარედან;

დ) ამ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ე) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ფიტოსანიტარიული კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოდგენა;

ვ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის, ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების, აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის დროს სავალდებულო სერტიფიცირების უზრუნველყოფა.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი ნებადართულია ამ პროდუქციაზე ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატით და სააგენტოს ან სამსახურის ნებართვით.“.

 მუხლი 4. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. 332 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების სერტიფიკატის გაცემის საფასური და ვადა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. 333 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის საფასური და ვადა განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით“.“.

3. 335 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფალსიფიცირებული პროდუქტი ამოღებული უნდა იქნეს სავაჭრო ქსელიდან და საწარმოდან. მისი გადამუშავების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიისა და „სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის დასკვნების საფუძველზე.“.

4. 336 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა მიიღოს დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“.“.

 მუხლი 5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 223. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების – მოქალაქეთა 1000-დან 3000 ლარამდე დაჯარიმების – უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე ადმინისტრაციული სახდელი გადაახდევინონ:

ა) გლეხურ, ფერმერულ და სხვა ყველა სახის მეურნეობებში, მოსახლეობაში ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) შენახვის წესებისა და ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო, საკარანტინო, და სალიკვიდაციო ღონისძიებების გაუტარებლობისათვის, ასევე ცხოველთა მფლობელის მიერ ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის, სადიაგნოსტიკო, საკარანტინო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაზე უარის თქმის შემთხვევებში;

ბ) ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) შესყიდვის, მეცხოველეობის პროდუქტების, მეცხოველეობის ნედლეულის გადამუშავების ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;

გ) ბაზრებში, ბაზრობებზე, სხვა სავაჭრო ობიექტებზე ცხოველებით (მათ შორის, ფრინველით, თევზით, ფუტკრით), მოშინაურებული გარეული ცხოველებით, ფრინველით, წყალხმელეთა ცხოველებით, ამფიბიებით, მეცხოველეობის პროდუქტებით (მათ შორის, სუბპროდუქტებით), მეცხოველეობის ნედლეულით, მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევისათვის;

დ) ნებადაურთველ ადგილებში (ტრასებზე, ქუჩებში, პარკებში, სკვერებსა და მოსახლეობის თავშეყრის სხვა ადგილებში) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველებით (მათ შორის, ფრინველით, თევზით, ფუტკრით), მეცხოველეობის პროდუქტებით (მათ შორის, სუბპროდუქტებით), რძითა და რძის პროდუქტებით, მეცხოველეობის სხვა საკვები პროდუქტებითა და მეცხოველეობის ნედლეულით ვაჭრობისათვის;

ე) სახელმწიფო საზღვრებზე და ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სახის გზებზე, ცხოველთა საზაფხულო და საზამთრო საძოვრებზე, გადასარეკ ტრასებზე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებით ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადაყვანის, ხორცისა და ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის სხვა პროდუქტებისა და მეცხოველეობის ნედლეულის გადატანის ვეტერინარულ-სანიტარიული და საკარანტინო წესებისა და ნორმების დარღვევისათვის.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების გაჩენა-გავრცელების ფაქტებზე რეაგირებას ახდენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.

5. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ან უარს აცხადებს ადგილზე ადმინისტრაციული სახდელით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდაზე, მაშინ ამ ფაქტზე შედგება ოქმი, რომელიც განხილვისათვის გადაეცემა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.“.

2. 239-ე მუხლის:

ა) 25-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. ამ კოდექსის 97-ე–982 და მე-100 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო 981 მუხლის მე-2 ნაწილით და 982 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები.“;

ბ) 391 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„391. ამ კოდექსის 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.“;

გ) 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„49. ამ კოდექსის 102-ე, 1054 და 1543 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი.“.

 მუხლი 6. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.“.

 მუხლი 7. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ. 172) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;“.

 მუხლი 8

1.  ნორმატიული აქტები, რომლებითაც რეგულირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ძალაშია მათი ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „მეფუტკრეობის შესახებ“ საქართველოს 2002 წლის 18 მაისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №16, 5.06.2002, მუხ. 69);

ბ) „ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 04.08.2006, მუხ. 260);

გ) „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 12.11.2004, მუხ. 154).

4. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4145-რს

 

 

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.