საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5887-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2020
ძალაში შესვლის თარიღი 02/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019809
5887-სს
23/04/2020
ვებგვერდი, 24/04/2020
020000000.05.001.019809
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4210 მუხლი:

„მუხლი 4210. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით.

შენიშვნა:                                          

1. ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შეუძლია სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, გონივრულ ვადაში გადაიყვანოს შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად. ამასთანავე, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის თანხლებით, თუ ეს შესაძლებელია.

 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება არ არის ადმინისტრაციული დაკავება. ამასთანავე, ამ პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას გამოიყენება ამ კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით დადგენილი წესები.“.

 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17715 მუხლი:

„მუხლი 17715. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 15 000 ლარით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს აგრეთვე ამ კოდექსის 4210 მუხლის შენიშვნის ნორმები.“.

3. 209-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 58​​​3, 86​​​1, 107​​​1–107​​​3, 107​​​5, 108-ე, 1141, 114​​​2, 116-ე–116​​​3, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127​​​1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129​​​1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 134-ე, 135​​​2−135​​​4, 139​​​5, 1527 და 1528 მუხლებით, 153​​​6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171​​​1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174​​​​15 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174​​​16 და 176​​​1 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 მუხლით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“;

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ კოდექსის 4210, 86​​​​1, 114​​​​2, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)) და 17715, 190-ე და 190​​​​2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.

4. 219-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 153​7, 153​8 და 153​10−153​12 მუხლებით, 1553 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155​5 მუხლით, 155​6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171​5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებითა და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 4210 მუხლით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 127​1 მუხლის მე-2, 31 და 3​2 ნაწილებითა და 129​1, 157-ე, 177​14, 17715, 191​1 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“;

ბ) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210 მუხლით, 82​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 155​3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155​5 მუხლით, 1556 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1715 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებითა და 17715 და 1793 მუხლებით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს.“;

გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ამ კოდექსის 4210 და 17715 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2297 მუხლი:

„მუხლი 2297. ამ კოდექსის 4210 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველი ორგანოები

1. ამ კოდექსის 4210 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას და შესაბამისი ოქმის შედგენას, აგრეთვე, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადებას, ასევე ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც ახორციელებენ.

2. ამ კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას და შესაბამისი ოქმის შედგენას, აგრეთვე, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადებას, ასევე ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გარდა, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც ახორციელებენ.“.

6. 239-ე მუხლის:

ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 58​​​3, 81-ე, 861, 100​​​2, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 139​​​5, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 174​​​15, 17416, 1752, 1761, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 190​​​2, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 45​​​1, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“;

ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 91​​2 მუხლით, 91​​​3 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 135​2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153​​1 და 1535 მუხლებით, 155​​1−1553, 155​​​5 და 155​​6 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155​​9, 155​​​10, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164​4 და 165-ე–1653 მუხლებით, 171​​4 მუხლის მე-2 ნაწილითა და 171​​5, 178-ე, 179​​​3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 127​1 მუხლის 31 და 3​2 ნაწილებითა და 17715 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის საფუძველზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ინარჩუნებს ძალას და არ საჭიროებს ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 2 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

23 აპრილი 2020 წ.

N5887-სს