დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 765 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/03/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/03/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.889 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ.,, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 962 და 963 მუხლები:
��� �მუხლი 962. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ ნორმატიული აქტებით დადგენილი, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიითა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ნებართვით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, �
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.
��� მუხლი 963. ნავთობისა და გაზის ოპერაციების უნებართვო წარმოება
ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნებართვის გარეშე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება, �
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.�.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2293 მუხლი:
��� �მუხლი 2293. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს �ნავთობისა და გაზის შესახებ � საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროცესში ჩადენილი დარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 47-ე, 572, 911, 962, 963 და 1735 მუხლებით, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განიხილება ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაწილეობით.�.
3. კოდექსის 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე ნაწილი:
�36. �ნავთობისა და გაზის შესახებ � საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების სფეროში ამ კოდექსის 47-ე, 572, 911, 962, 963 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.�.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 2 მარტი.
№765_IIს
დოკუმენტის კომენტარები