დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2086-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018794 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 313-ე მუხლის:
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. 2018 წლის 1 ივლისამდე ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“; ბ) მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის (ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2018 წლის 1 ივლისიდან აღნიშნული აღჭურვილობა გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს;“; გ) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე: ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 23 მარტი 2018 წ. N2086-IIს |
დოკუმენტის კომენტარები