საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/03/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 27/03/2000
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.745
  • Word
199
10/03/2000
სსმ, 12, 27/03/2000
020.000.000.05.001.000.745
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1747 მუხლი:

     „მუხლი 1747. ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენების წესების დარღვევა

ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენება საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათას ლარამდე, ამ საშუალებათა ჩამორთმევით.

2. 208-ე მუხლს რიცხვის 1744 შემდეგ დაემატოს რიცხვი 1747.

3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე ნაწილი:

29. ამ კოდექსის 1747 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.

4. 262-ე მუხლს რიცხვის 1745 შემდეგ დაემატოს რიცხვი 1747.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 10 მარტი.

№199IIს