დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4917 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 19/06/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.875 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1252 მუხლი:
„მუხლი 1252. დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა
1. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომისათვის საჭიროზე მეტი დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი ლარის ოდენობით.
2. დედაქალაქის ტერიტორიაზე იმ ადგილებში, სადაც პარკირების დრო შეზღუდულია, პარკირების ნიშანზე მითითებული საათობრივი შეზღუდვის დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი ლარის ოდენობით, ამასთანავე, ავტოტრანსპორტს პოლიციის შესაბამისი სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად ეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მფლობელს.
3. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას პარკირების საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა 3-დან 6 საათამდე დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცი ლარის ოდენობით.
4. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას პარკირების საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა 6-დან 9 საათამდე დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცი ლარის ოდენობით.
5. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას პარკირების საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა 9 საათზე მეტი დროით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასი ლარის ოდენობით, ამასთანავე, მიტოვებულ ავტოტრანსპორტს პოლიციის შესაბამისი სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად ეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მფლობელს.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს მხოლოდ დედაქალაქის ტერიტორიაზე ორგანიზებულ პარკირების იმ ადგილებში, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით, რომელთა მეშვეობითაც ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომის კონტროლი.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 446, 45-ე–56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 90-ე–912, 922, 94-ე–1002, 103-ე–1051, 1281, 1282, 143-ე–1441, 1443–1445, 145-ე, 1461, 148-ე–152-ე, 1522–1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1734, 17310, 17311, 1741, 1745, 1748–17414, 1778–178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით.“.
3. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1251, 1252, 135-ე, 1472, 1501, 1522 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები.“.
მუხლი 2
დედაქალაქის თვითმმართველობის უფლებამოსილმა ორგანომ პარკირების წესების განსაზღვრისას გაითვალისწინოს პარკირების ადგილთან (ავტოსადგომთან) ახლოს მცხოვრები და მომუშავე მოქალაქეებისათვის განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე 12-საათიანი უფასო პარკირების შესაძლებლობა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4917–Iს
დოკუმენტის კომენტარები