დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3119-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.018960 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 448 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სავალდებულო შეტყობინების გარეშე მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სავალდებულო შეტყობინების გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 2. 45-ე მუხლის შენიშვნის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს. 4. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“. 3. 464 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 464. სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შეუსრულებლობა 1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 4. 116-ე მუხლის შენიშვნის: ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“; ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“. 5. 1161 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღების და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. თოვლმავლის/მოტოციგის მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“. 6. 1163 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა სასრიალო ტრასით მოსარგებლის სისხლში 0,5 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, სასრიალო ტრასით მოსარგებლე უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღების და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი სათანადო საექსპერტო დაწესებულებას ეგზავნება. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად სასრიალო ტრასით მოსარგებლეს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. სასრიალო ტრასით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“. 7. 1557 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ყოველი წლის 31 მაისამდე თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 8. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 9. 17713 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.“. 10. 2296 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2296. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 1711 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის) და 17313 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 11. 239-ე მუხლის: ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“; ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“; გ) 161 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „161. ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები.“; დ) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4412, 462–464 და 1557 მუხლებითა და 1711 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.“; ე) 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“; ვ) 45-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „45. ამ კოდექსის 1781 და 1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო ამ კოდექსის 1783 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.“; ზ) 51-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“; თ) 64-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „64. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.“; ი) 68-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“; კ) 73-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „73. ამ კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“. 12. 242-ე მუხლის შენიშვნის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის წესს, საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“. 13. 245-ე მუხლის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ კოდექსის 17713 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის ან/და სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში პოლიცია ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.“. 14. 246-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს – ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“. 15. 248-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირადი გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − აღსრულების პოლიციის სამმართველოს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ. N3119-რს |
დოკუმენტის კომენტარები