დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 815 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონში (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება-საქართველოს კანონები,1996 წლის 19 ნოემბერი):
ა. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს მინისტრისა და” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს მინისტრისა და”.
ბ. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „მინისტრისა და” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, მინისტრისა და”.
გ. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151
1. საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ელექტროენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.”
დ. მე-16 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „მითითებული უნდა იყოს” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს”; ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტრუქტურულ ერთეულებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.”
ე. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება; საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ცენტრალური სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება.”
ვ. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების „საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის”, სიტყვების „ორგანული კანონით” შემდეგ – სიტყვები „ელექტროენერგეტიკის შესახებ” და”, ხოლო სიტყვა „კანონითა” შეიცვალოს სიტყვით „კანონებითა”.
2. საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 663):
ა. 253-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10) საჩივარი საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე”.
ბ. 254-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „და 322” შეიცვალოს სიტყვებით „322 და 323”.
გ. დაემატოს 323 თავი:
თავი 323
საჩივარი საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე
მუხლი 2917. საჩივრის შეტანა
საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსა და დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მუხლი 2918. საჩივრის განხილვა
საქართველოს უზენაესი სასამართლო საჩივარს განიხილავს ათი დღის ვადაში, დაინტერესებული მხარისა და კომისიის წარმომადგენლის მონაწილეობით. ამასთან, მათი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქმის გადაწყვეტას.“.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12, მუხ. 421):
ა. დაემატოს შემდეგი შინაარსის 921 მუხლი:
„მუხლი 921. საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
ელექტროენერგეტიკული დარგის ლიცენზიატის ან მომხმარებლის მიერ საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, რამაც ზიანი მიაყენა ელექტროენერგეტიკული დარგის სხვა ლიცენზიატს ან მომხმარებელს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.”
ბ. 239-ე მუხლის მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:
„ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 27 ივნისი.
№815–IIს
დოკუმენტის კომენტარები