დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 501-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102591 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსის 45-ე, 451, 1151−116-ე, 1184, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით.“. 2. მე-40 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 1152 მუხლის მე-5−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-7−მე-9 ნაწილებით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 ნაწილებითა და 1271 მუხლის მე-6–62 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის, ხოლო მისი აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.“. 3. 45-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.“; გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.“; დ) შენიშვნის: დ.ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს; დ.ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ამოღებულ იქნეს; დ.გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-13 ნაწილები: „6. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს. 7. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა, პოლიციელი უფლებამოსილია უზრუნველყოს პირის შემოწმება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად. 8. პოლიციელი უფლებამოსილია პირს შესთავაზოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანა. 9. ამ შენიშვნის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია უარი თქვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების მიზნით გადაყვანაზე. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მისი გამოწერიდან არაუგვიანეს 4 საათისა საკუთარი ნებით ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 10. ამ შენიშვნის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული საქმის მწარმოებელი ორგანო ლაბორატორიული გამოკვლევის ჩამტარებელი ორგანოსგან გამოითხოვს ინფორმაციას პირის მიერ ამ გამოკვლევის ჩატარების ფაქტისა და გამოკვლევის შედეგების შესახებ. 11. პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში მის მიერ ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, პოლიციელის მიერ გამოწერილი შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩაუტარებლობა ან ამ გამოკვლევის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად. 12. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად დადგინდა პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტი, პირს უფლება აქვს, 10 კალენდარული დღის ვადაში ჩაიტაროს აღნიშნული გამოკვლევის ფარგლებში დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო ულუფის ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების ან/და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი, მათ შორის, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ ალტერნატიული ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების უფლება.“. 4. 451 მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 18 წლამდე ასაკის პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.“; ბ) შენიშვნის: ბ.ა) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტის დადგენისას გამოიყენება ამ კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული წესი. თუ პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და აღნიშნული ფაქტის ადგილზე დადგენა შეუძლებელია, პოლიციელი პირს გამოკვლევის ჩატარების მიზნით წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს.“; ბ.ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ითვლება მისი მიღების/მოწევის პროცესი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარების ფაქტი დგინდება პირის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარების შედეგად, ამ კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“; ბ.გ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სასამართლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.“; ბ.დ) მე-12 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1152 მუხლი: „მუხლი 1152. სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება 1. სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მძღოლის მიერ ჩადენა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს − ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და M2, M3, N ან O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებას მართავს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას. 3. იმ მძღოლის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 30 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ მძღოლის მიერ ჩადენა, რომელსაც: ა) არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. 5. მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 20 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას. 6. იმ მძღოლის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რომელსაც: ა) არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 30 დღემდე ვადით; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 30 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას. 7. იმ მძღოლის მიერ, რომელსაც ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი მას ჩამოაშორებს სატრანსპორტო საშუალების მართვას და პორტატიული ნარკოტესტერის (შემდგომ − ნარკოტესტერი) მეშვეობით უზრუნველყოფს მძღოლის შემოწმებას მისი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად. 2. თუ ნარკოტესტერის მეშვეობით არ დადგინდა მძღოლის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, თუმცა მისი გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მძღოლი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი უფლებამოსილია მას მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაყვანა. ნარკოტესტერით შემოწმებაზე უარის თქმა, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე უარის თქმა ან ამ დეპარტამენტში გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური გამოკვლევის ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად. 3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა, თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 500 ლარს − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ბ) სამართალდამრღვევი გადაიხდის 3 000 ლარს − ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა, თუ მან ნებაყოფლობით აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი და გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 5 000 ლარს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამ კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს შეეზღუდება იარაღთან დაკავშირებული უფლებები 3 წლამდე ვადით. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.“. 6. 119-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 1152, 116-ე, 118-ე−1182, 119-ე, 120-ე−1211 და 123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) და 1271 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და ის გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.“. 7. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791−793 მუხლებით, 794 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებისა), 795−მე-80, 821−825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1152 მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1164 მუხლის მე-2 ნაწილით, 1165 მუხლის მე-2 ნაწილით, 1166 მუხლის მე-2 ნაწილით, 1167 მუხლის მე-2 ნაწილით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე და 1531 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1535 მუხლით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე და 1661 მუხლებით, 1662 მუხლის მე-2 ნაწილით, 1701 მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739 და 17314−17316 მუხლებით, 1741 მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 1816, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით, აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 2081 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში.“. 8. 209-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 1152 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184, 119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–72 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352–1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 1562–1564 მუხლებით, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა)), 1741 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით, 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416–17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა) და 17715, 180-ე–1811, 1813–1815, 182-ე–1822, 190-ე, 1902–1911 და 1983 მუხლებით. 2. ამ კოდექსის 1075 და 1151 მუხლებით, 1152 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161–1163 მუხლებით, 1164 მუხლის პირველი ნაწილით, 1165 მუხლის პირველი ნაწილით, 1166 მუხლის პირველი ნაწილით, 1167 მუხლის პირველი ნაწილით, 1168, 118-ე–1184 და 119-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6−72 ნაწილებითა და 1291 და 1352–1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესებისა და თოვლზე/ყინულზე, სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე), აგრეთვე პარაპლანით ფრენის განხორციელების დროს უსაფრთხოების წესების დაცვას, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 9. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 1151−1168, 118-ე–1184 და 119-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–22 და მე-6–72 ნაწილებითა და 134-ე, 1352–1354, 1395, 150-ე, 1527, 1528, 1533, 1536, 1562–1564, 166-ე, 1662, 167-ე, 173-ე, 17314−17316, 1741, 17415–17418, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–1815, 182-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანო.“. 10. 250-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 1152, 116-ე და 1184 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას/კიდულძრავიან ველოსიპედს და რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების/კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვას. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება, სიმთვრალე დგინდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 16 აპრილი 2025 წ. N501-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები