საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 08/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.335
  • Word
2515
18/07/2003
სსმ, 22, 08/08/2003
020.000.000.05.001.001.335
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 1654–1659 მუხლების აბზაცები დაინომროს არაბული ციფრებით და ჩაითვალოს ნაწილებად.

2. 1654 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 1655 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1655. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა

1. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა,

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

2. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა,

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 400 ლარამდე.

3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მოუმზადებლობა ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა,

გამოიწვევს მმართველი ორგანოს წევრების დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

4. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არსებითი ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შეტანა,

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 2000 ლარამდე.

5. პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა,

გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

6. პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა,

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

7. პირის მიერ მინდობილობის თხოვნასთან დაკავშირებული წესების დარღვევა,

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარამდე.“.

4. 1659 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. პირის მიერ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წერილობითი მოთხოვნის შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, კანონმდებლობის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა,

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.“.

5. 2092 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2092. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია

ამ კოდექსის 1654–1659 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 18 ივლისი.

№2515რს