დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5627 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/12/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 27/12/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.003.092 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1724 და 1725 მუხლები:
„მუხლი 1724. შვილად აყვანის სფეროში სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილების გადამეტება ან მის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება
შვილად აყვანის სფეროში სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილების გადამეტება ან მის მიერ მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 1000 ლარამდე ოდენობით.
მუხლი 1725. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მელოგინის გაპარვის შეუტყობინებლობა
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მელოგინის გაპარვის შეუტყობინებლობა, –
გამოიწვევს იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
2. 239-ე მუხლის 22-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739, 1751 და 1792 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.“.
3. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 45-ე, 47-ე–1002, 103-ე–1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე–1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 1654–1659, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724 , 173-ე, 1731, 1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1744, 175-ე, 1751, 1771–17710, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1962–1966, 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა; თუ იგი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, ასეთი პირი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტისმოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 18 დეკემბერი.
№5627_IIს
დოკუმენტის კომენტარები