დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3835 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 22/12/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.440 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
��� მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 445 მუხლი:
��� ��მუხლი 445. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა, �
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.�.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421-422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე�443, 445, 45-ე�56-ე, 57-ე�69-ე, 71-ე�86-ე, 88-ე�912, 922, 94-ე�1002, 103-ე�1051, 1251, 1281, 1282, 143-ე�1441, 1443�1445, 145-ე, 146-ე, 1461, 1471, 148-ე�1542, 1551�156-ე, 1571�1581, 159-ე�1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651�1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 17310, 17311, 1745, 1748�17414, 1778�178-ე, 1791�183-ე, 187-ე�1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962�1966, 1971 მუხლებით.�.
3. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�38. ამ კოდექსის 442 და 445 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულებები.�.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 7 დეკემბერი.
№3835�IIს
დოკუმენტის კომენტარები