საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5546-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019677
5546-Iს
12/12/2019
ვებგვერდი, 13/12/2019
020000000.05.001.019677
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 114მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი:

ა) 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

ბ) 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

გ) 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

დ) 500-დან 3 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით;

ე) 3 000-დან 5 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით;

ვ) 5 000-დან 8 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;

ზ) 8 000-დან 10 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით;

თ) 10 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.“.

2. 1142 მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა),  ჩადენილი:

ა) გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

ბ) გემის ტექნიკური გაუმართაობით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;

გ) პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უგულებელყოფით, რომლებიც სახიფათოა გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევა, ჩადენილი:

ა) ნიჩბიანი ან გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავით ან ბაიდარით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

ბ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალამდეა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

გ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40-დან 60 ცხენის ძალამდეა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;

დ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა ან მეტია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

ე) ჰიდროციკლით, იახტით, არათვითმავალი აფრიანი ზომამცირე გემით ან სამგზავრო გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა, ჩადენილი:

ა) 15 მეტრამდე სიგრძის გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

ბ) 15-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;

გ) 30 მეტრი ან მეტი სიგრძის გემით −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

12 დეკემბერი 2019 წ.

N5546-Iს