საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 04/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.003.201
  • Word
25
18/06/2008
სსმ, 11, 04/07/2008
020.080.000.05.001.003.201
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12 -ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1054 მუხლი:

��� ��მუხლი 1054. ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა

1. ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.�.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე�443, 445, 446, 45-ე�56-ე, 57-ე�69-ე, 71-ე�78-ე, 791�821, 84-ე�86-ე, 88-ე�893, 90-ე�912, 922, 94-ე�1002, 103-ე�1051, 1054, 1281, 1282, 143-ე�1441, 1443�1445, 145-ე, 1461, 148-ე�152-ე, 1522�1542, 1551�156-ე, 1571�1581, 159-ე�1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651�1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1734, 17310, 17311, 1741, 1745, 1748�17414, 1778�178-ე, 1791�183-ე, 187-ე�1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 1 1 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962�1966, 1971 მუხლებით.�.

3. 239-ე მუხლის 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�49. ამ კოდექსის 102-ე, 105-ე და 1054 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების საამისოდ უფლებამოსილი მოხელეები.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 ივნისი.

№25�რს