საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2359
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 24/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.298
  • Word
2359
06/06/2003
სსმ, 18, 24/06/2003
020.000.000.05.001.001.298
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 641 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იგივე მოქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.“.

2. 85-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იგივე მოქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოთხმოც ლარამდე.“.

3. 852 და 853 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა

გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

    მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2359_IIს