დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 771 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 29/06/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.114 |
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 116-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ან რომლებსაც არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება“; ამავე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“;
მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ნახევარი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე“;
მუხლის სანქციებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გაფრთხილება ან“;
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:
„შესაბამისი ნებართვის გარეშე გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების განმეორებით მართვა დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.
2. 117-ე მუხლის სანქციაში სიტყვები „ორი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“.
3. 1171 მუხლის სანქციაში სიტყვები „ხუთი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1172 მუხლი:
„მუხლი 1172. მძღოლების მიერ ისეთ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა, რომელთაც არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება
მძღოლების მიერ ისეთ სატრანსპორტო საშუალებათა მართვა, რომელთაც არ გაუვლიათ სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.
5. 118-ე მუხლის სანქციაში სიტყვები „ორი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.
6. 119-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სანქციებში სიტყვები „ათი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.
7. 120-ე მუხლის სათაურს დაემატოს სიტყვები „სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოების არადანიშნულებით გამოყენება“.
ამ მუხლის პირველი და მესამე ნაწილების სანქციებში სიტყვები „ხუთი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.
მეორე და მეოთხე ნაწილების სანქციებში სიტყვები „ათი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თხუთმეტ მინიმალურ ოდენობამდე.“
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეხუთე და მეექვსე ნაწილები:
„სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოების არადანიშნულებით გამოყენება ან იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებათა შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, რომლებიც აღნიშნული ხელსაწყოებით სარგებლობენ დადგენილი წესით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე, ხელსაწყოების ჩამორთმევით.
ამ მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, ხელსაწყოების ჩამორთმევით“.
8. 121-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე".
მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.“
მესამე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.
მეოთხე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ოთხიდან რვა მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოციდან ორმოც მინიმალურ ოდენობამდე“.
მეხუთე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთი მინიმალური ოდენობით.“
9. 122-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში სიტყვები „სანომრე ნიშნების გარეშე“ შეიცვალოს სიტყვებით „სანომრე ნიშნის გარეშე“.
ამავე ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე ან სატრანსპორტო საშუალების სასყიდლით ჩამორთმევას“.
მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.
ამ მუხლის შენიშვნაში სიტყვები „ორი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ერთი მინიმალური ოდენობით“.
10. 123-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.
11. 125-ე მუხლის სანქციაში სიტყვები „ერთი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.
12. 126-ე მუხლის სანქციაში სიტყვები „ათი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე“.
13. 133-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე“.
მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ერთ მინიმალურ ოდენობამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „სამიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე“.
14. 136-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციაში სიტყვები „ათი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე“.
მეორე ნაწილის სანქციაში სიტყვები „ოცი მინიმალური ოდენობით“ შეიცვალოს სიტყვებით „ოციდან ორმოც მინიმალურ ოდენობამდე“.
15. 208-ე მუხლს სიტყვების „103-1051 მუხლების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „120-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილები“.
II. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
III. გაუქმდეს ყველა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე.
თბილისი,
1995 წლის 29 ივნისი.
№771-რს
დოკუმენტის კომენტარები