საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლში არ არის მითითებული აღნიშნული კოდექსის 196 2-ე, 196 3- ე, 196 4-ე, 196 5-ე, 196 6-ე, 197 1-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე თუ, რომელი ადმინისტრაციული ორგანო ადგენს სამართალდარღვევის ოქმს.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი 239-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 77-ე და 78-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმებს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები, 239-ე მუხლის მე-4 2 ნაწილის შესაბამისად ,ამავე კოდექსის 77-ე და 78-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ე.ი. გამოდის ერთი და იგივე სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენის უფლება აქვს ორ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოს.
2. სოციალური დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად ტერმინი "ინვალიდი" შეიცვალა ტერმინით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შესაბამისად ტექსტში "ინვალიდობის" უნდა შეიცვალოს ტექსტით - "შესაძლებლობათა შეზღუდულობის".
ბატონო კობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (პირველ შემთხვევაში) – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და არ იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას. ამასთანავე, ამავე მუხლის, მე–4 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში , – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, ხოლო ამავე, მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის , გზის , საგზაო თუ სხვა ნაგებობის , აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც.
„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის N767 ბრძანებულების საფუძველზე ჯარიმებისთვის გამოყენებული მინიმალური ხელფასი არის 40 ლარი და თან ასეთი ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ამ მუხლით კი გამოდის რომ მინიმალური ჯარიმა იქნება 5000X40=200000 ლარი იქნებ მიპასუხოთ წინააღმდეგობის არსი რაში მდგომარეობს?
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196 1-ე, 196 2-ე, 196 4-ე, 196 5-ე, 196 6-ე, 197-ე, 220-ე მუხლებში მითითებული სიტყვები: „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილება“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახური“, ვინაიდან, მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, მე-12 მუხლი, მე-13 მუხლი და სხვა მუხლები ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს, ამასთანავე, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან, შესაბამისად არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებები, აღნიშნული განყოფილებების ფუნქციას ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები.
ბატონო გიორგი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე–17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან, ამავე კოდექსის 116–ე მუხლი არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სხვა წესს, ის პასუხს აგებს საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე.
აღნიშნული მუხლი სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, კონკრეტული ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებთან მიმართებაში აღრევის ფგამოსარისხად სასურველია შესაძლო ან დამდგარი შედეგიდან გამომდინარე კანონმდებელმა დაყოფით(თუნდაც თანხის შესაბამისად) გამიჯნოს რომელ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ფაქტი ადმინისტრაციულ ან სისხლის სამასართალდარღვევად.
181–ე პრიმასთან დაკავშირებით კომენტარის ღილაკი არ აქვს და ამიტომ ამ მუხლის გრაფაში ვაგზავნი. მუხლის მე–4 ნაწილი მიუთითებს იმ პირებზე რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ. პირს შეიძლება კანონით ასეთი უფლება ჰქონდეს, მაგრამ არ სარგებლობდეს, შესაბამისად იარაღის ტარების უფლების სათანადო დოკუმენტიც არ გააჩნდეს. გამოვლენისას სამართალდამცავს თუ არ ექნება ასეთი პირის სამსახურებრივი წარსულის ელექტრონული ფორმით ოპერატიულად გადამოწმების საშუალება შესაძლოა გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს. პირს ვალდებულება არ აქვს ყოველდღიურად ატაროს ბრძანება მისთვის უფროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ან კანონით ვისზეც დაშვებულია შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის (თუნდაც წარსულში) ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცივი იარაღი ტარებაზე, ისევე როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვი, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოყვანა კულტივაციაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით პასუხისმგებლობის (შრაცხაობის) ზღვრული ასაკია 14 წელი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება 16 წლის ასაკს მიღწეულს ს.ს.კ–ში შესული ცვლილებით,მხოლოდ ცივი იარაღის ტარებისათვის და მარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა 14–იდან 16 წლამდე მოზარდებზე შეუძლებელია ასეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენისას, შესაბამისად ამავე ასაკის მოზარდებს ს.ს. პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელ რეგულაციას საჭიროებს.
ცივი იარაღი ტარებაზე, ისევე როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვი, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოყვანა კულტივაციაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით პასუხისმგებლობის (შერაცხადობის) ზღვრული ასაკია 14 წელი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება 16 წლის ასაკს მიღწეულს ს.ს.კ–ში შესული ცვლილებით,მხოლოდ ცივი იარაღის ტარებისათვის და მარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა 14–იდან 16 წლამდე მოზარდებზე შეუძლებელია ასეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენისას, შესაბამისად ამავე ასაკის მოზარდებს ს.ს. პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელ რეგულაციას საჭიროებს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება 14–16 წლის მოზარდზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს?
მშობლისთვის ასეთი ქმედება თუ თავიდან ვერ აირიდა მიუხედავად მის მიერ მიღებული ზომებისა რამდენად გამართლებულია (172–ე მუხლი) თუ მშობელს აკისრებს კანონმდებელი შვლილის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობას, ნარკოტილების მცირე ოდენობით შეძენის, შენახვის და გადაზიდვის შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? ასევე ნარკოტიკების მცირე ოდენობით მოყვანისათვის? სახდელი ასეთ შემთხვევებში მშობელს დაეკისრება და ს. ს. პასუხისმგებლობის განსაზღვრა 14–16–წლამდე კვლავ შეუძლებელი იქნება ცივი იარაღის და მხოლოდ ნარკოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.ამ ასაკის მოზარდმა პასუხისმგებლობა არამატერიალური სახდელის დადებით რომ იგრძნოს სასურველი ხომ არ არის?
172–ე მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედების არასრულწლოვნის(14–16წ) მიერ ჩადენის შემთხვევა გათვალისწინებული არ არის კანონმდებლის მიერ. ვის უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მითითებულ ასაკში ჩაიდინა ასეთი ქმედება მოზარდმა? იმავე მუხლში არ არის, მსგავსად აღნიშნული გარემოებისა, მითითებული ნარკოტიკების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვის ფაქტზე ამ მოზარდების მშობლის პასუხისმგებლობაზე.
მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, mzgolma manqana rom gadaadgilos sheferxebuli modzraobis gamo jarimdeba? გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ra shemtxvevebzea saubari iqneb ganmimartot?
დღეს მომივიდა საგზაო შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე თანხმდებოდა. ზარალი ორივე მხარეს არ აღემატებოდა 30 ლარს (ოპელის სარკის საფასური). სამართალდამცავებმა არ მაქვს ამ მუხლის გამოყენების უფლებაო. რა შემთხვევაში ხდება ამის გამოყენება?
ანუ აივანზე სარეცხის თოკების და ფანჯრებზე გისოსების გაკეთებისათვის ნებართვა მჭირდება ? რა იდიოტური რეგულაციებია ! რა რაციონალური ახსნა აქვს ასეთ შეზღუდვებს ?
ძალიან ორაზროვანი მუხლია და მაინტერესებს რა ხდება როდესაც განმეორებით შემხვევაში თუ მოქალაქე პირობითად 116 -8 1 იქნა შემდგომ დაჯარიმებული, მას განესაზღრება დამატებით 3 წლიანი ვადით აკრძალვა ანუ ჯამურად 6 წელი თუ არა უმეტეს 3 წლისა და არანაკლებ 15 დღის? ეს მუხლი როგორ რეგულირდება არსებოს შნანთქმის პრინციპი თუ პირდაპირ ადამიანს რომელსაც უკვე აქვს აკრძალვა 3 წლის ვადით უნდა მოიხადოს ბოლომდე და ამის შემდეგ ახალი 3 წლიანი ათვლა დაიწყოს ანუ საერთო ჯამში მოიხადოს 6 წელი?
,,შესაბამისი ნებართვის გარეშე'' რომ წერთ, ნებართვა სად უნდა მივიღო? ეს თუ გაქვთ მოწესრიგებული? ბუნებაში არ არსებობს ასეთი ნებართვა, არც არავინ გასცემს და ჩვენ რა გავაკეთოთ თუ გვინდა რომ კანონიერად გავყიდოთ საკუთარი ხელნაკეთები?
ამ მუხლთან დაკავშირებით ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ იქნება შენიშვნის სახით დამატება, რომ თუ სამართალდამრღვევი არ გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ მიწის ნაკვეთს რა ღონისძიებები გატარდება მის მიმართ. მაგალითად: პირველ შემთხვევაშიც და სამართალდარვევის განმეორებით შემთხვევაში სამართალდამრღვევმა გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული საჯარიმო თანხა, მაგრამ კიდევ არ გამოასწორა მის მიერ ჩადენილი ქმედება, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს?! 55 6 პრიმა მუხლთან დაკავშირებითაც იგივე კითხვა მაქვს.
რაც შეეხება ამ მუხლს, ჩემი აზრით თუ აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით თვითმმართველობის ორგანოების აღმასრულებელი ორგანოების მიერ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები დასაწერი და გავითვალისწინებთ მათი მუშაობის დროს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე, როგორ უნდა განხორციელდეს ღამის 01:00 ან 03:00 საათზე ოქმის დაწერა, ან როგორ უნდა დაუკავშირდეს მოქალაქე აღნიშნულ მოქალაქეებს?
გვაქვს ესეთი კითხვა .თუ უცხოელი სატვირთო ავტომობილით და მისაბმელით მიადგაბა საზღვარს საქართველოდან გასვლის დროს და აღმოჩნდება რომ მას დაზღვეული არ ჰყავს არც მანქანა და არც მისაბმელი .მას რამდენი ჯარიმა დაეწერება ორი თუ ერთი?ანუ მისაბმელზე 100 ლარი ცალკე და გამწევზე 200 ლარი .
"... წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს" - გთხოვთ დამეხმაროთ და მიმითითოთ დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია "ხმაურის დონის ნორმატივები"
თემები
1.წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების წარდგენის წესი.
სამოქალაქო პროცესში წერილობითი მტკიცებულებებია ის საგნები,რომლებიც შეიცავენ ასოებს,ნიშნებს,ციფრებს,ხაზებს და ასე შემდეგ. წერილობით მტკიცებულებებში გამოხატულია გარკვეული აზრები,რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების შესახებ.
ჩამონათვალი არა რის ამომწურავი-ნახაზები,რუკები,სქემები,ნოტები,ესკიზები...რომელთა აღქმა,წაკითხვა შესაძლებელლია,რომელთაც აქვთ კავშირი საქმესთან.
დოკუმენტები-ისეთი წერილობითი მტკიცებულებაა,რომელიც გაცემული ან დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ,თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში,კანონით დადგენილი წესით.უნდა ჰქონდეს აუცილებელი რეკვიზიტები.
საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები. ოფიციალური წერიობითი მტკიცებულებები იმით ხასიათდება რომ ისინი გაცემულია უფლებამოსილი ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ. არაოფიციალური ეწოდება წერილობით მტკიცებულებას,რომელიც მომდინარეობს ფიზიკური პირებისგან. სანოტარო წესით დადასტურებული წერილობითი მტკიცებულებების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი.წერილობითი მტკიცებულება ფაქტებს ადასტურებს მასში გადმოცემული აზრების შინაარსის თვალსაზრისით.
წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მირება იმ პირისგან,ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება,მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე,რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოიტხოვოს ერთგვაროვანი დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე,იმ ვარაუდით რომ აღნიშნული დოკუმენტებით შიძლება დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები.პირი ვალდებულია დაასაბუთოს,თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი,რომ მტკიცებულებ მის მიერ მითითებული პირს ხელთაა. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში,რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
წერილობითი მტკიცებულება,როგორც წესი,სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი,სასამართლოს,მხარეთა შუამდგომლობით ან თვისი ინიციატივით,შეუძლია მოითხოვოს დედნის წარგდენა.პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარგდენისაგან მხოლოდ იმ შემტხვევაში ,თუ დაამტკიცებს,რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით,რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს,შეუძლებელია.საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელბის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.
დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.
წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.
მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.
თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს.წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.
სასამართლოში საბუთების წარდგენის სიძნელისას სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს სათანადო წესით შემოწმებული ამონაწერების წარდგენა ან მოახდინოს წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერება და გამოკვლევა მათი შენახვის ადგილზე. საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.
ნივთიერი მტკიცებულება ნებისმიერი ნივთი და საგანია,რომელსაც შეუძლია დაადასტუროს იმ ფაქტების არსებობა,რომლებიც აუცილებელია საქმის სწორად გადასაწყვეტად. ნივთ.მტკიცებულებებით სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მიყენებული ზიანის ოდენობა,მოწოდებული პროდუქციის ხარისხი,შეკვეთის შესრულების ხარისხი. ნივთიერი მტკიცებულებბია:სარჩელის მატერიალური ობიექტი-ქონება,რომლის გამოტხოვასაც ითხოვს მოსარცელე;უხარისხო პროდუქცია,გაფუჭებული ნივთები;ყალბი დოკუმენტები არა შინაარსით,არამედ თვისებებით. საგნების ნაცვლად სხდომაზე შესაძლოა დწარდგენილი იქნეს მათი ფოტოები.ნივთ.მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით ინიშნება ექსპერტიზა.
ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო ნივთიერი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისაც ხელთა აქვს იგი, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია აღნიშნოს, საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით, აღწეროს ეს ნივთი და მიუთითოს, რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.
ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად.
ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.
2.ვადები,ვადის დრო,სახეები,ვადის გაგრძელება და აღდგენა.
საპროცესო ვადა ეს არის კანონით გათვალისწინეული ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა,რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.იმის მიხედვით,თუ პროცესის რომელი სუბიექტია კონკრეტული საპროცესო ვადის ადრესატი,ვადები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:1)სასაამრთლოსთვის დადგენილი ვადები,რომლის განმავლობაშიც თVითონ სასამართლომ უნდა შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება. 2)ვადები,რომლებიც დადგენილია პროცესის მონაწილეთა მიერ შესაბამისი მოქმედებების შესასრულებლად. 3)ვადები,რომლებიც დადგენილია სხვა პირთათვის,რომლებიც ვალდებული არიან შეასრულონ სასამართლოს მითითებბეი ამ ვადებში.
საპროცესო ვადები ორი სახისაა:1)კანონით დადგენილი ვადები და 2) სასამართლოს ან მოსამართლის მიერ დდგენილი ვადები.მათ შორის განსხვავება ისაა,რომ კანონით დადგენილი ვადები დაგდენილია როგორც სასამართლოსთვის ,ისე პროცესის მონაწილეთათვის. ასეთი ვადები არ შეიძლბა შეიცვალოს მხარეთა და სასამართლოს შორის შეთანხმებით.ამგვარი ვადის გასვლის შემდეგ მხარეები კარგავენ უფლებას შეასრულონ ის,რისი შესრულებაც ვადის გასვლამდე შეეძლოთ,მეორე სახის ვადები კი დადგენილია მხოლოდ პროცესის მონაწილეთათვის და ისინი საწიროების შემტხვევაში შეიძლება შეიცვალოს ან გაგრძელდეს თვითონ სასამართლოს მიერვე.
1) კანონით დაგდენილი საპროცესო ვადები იყოფა ზოგად და სპეციალურ ვადებად.ზოგადი ვადის შემთხვევაში სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხასდების მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა,განსაკუთრებით რთულ საქმეზე ვადა შეიძლება გაგრძელდებს არა უმეტეს 5 თვისა,ხოლო სპეციალური ვადის შესახებ არნიშნულია,რომ საქმეები ალიმენტის გადახდევინების,დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაიზანებით,აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოქვეული ზინაის ანაზღაურბეის ,შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნეის შესახებ განხილულ უნდა იქნეს არაუგვიანეს1 თვისა. თუ კანონით დაგდენილი ვადა დაარღVია სასამართლომ ეს გავლენას არ მოახდენს პროცესის მსვლელობაზე,ხოლო,თუ ვადა დაარღვია პროცესის მონაწილემ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამაფრთლოს მიერ დანიშნული ვადის გავსლის შემდეგ.საჩივარი ან საბუთები,რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ,განუხილველი დარჩება.თუმცა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად კანონით დადგენილი ვადა შეიძლება აღადგინოს სასამართლომ,თუ ცნობს ,რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიოო მიზეზით.საპროცესო კოდექსის თანახმად,სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებბის გასაჩივრების ვადები საერტოდ არ შეიძლება აღდგენილ ან გაგრძელებულ იქნეს.
2) სასამართლოს მიერ დანიშნული ვადები. საპროცესო ვადების ხანგრძლივობას სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებებისა და იმ დროის გატვალისწინებით,რომელიც აუუცილებელია საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად. საპროცესო ვადები შეიძლება დადგინდეს იმ პირთა მიმართაც რომლებიც პროცესის მონაწილენი არ არიან,მაგრამ ,რომლებიც ვალდებულნი არიან შეასრულონ მოსამართლის მითითებები.
საპატიო მიზეზით გაშვებული საპროცესო ვადა შეიძლება გაგრძელდეს ან აღდგეს.
ვადის გაგრძელება ნიშნავს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის ,რომელიც არ შესრულდა დადგენილ ვადაში,ახალი ვადის განსაზღვრას სასამართლოს მიერ. სასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით შეუძლია მიმართოს იმან,ვისტVისაც დანიშნული იყო ამა თუ იმ მოქმედების შესრულების ვადა.გაშვებული ვადა სასამართლომ თავისი ინიციატივითაც შეიძლება გააგრძელოს. თუ ვადა დანიშნულია სასამართლოს მიერ კოლეგიურად,ამ ვადას მოსამართლე ერთპიროვნულად ვერ შეცვლის,ვერ გააგრძელებს და პირიქით,ვადები,რომელბიც დადგენილია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ,შეიძლება გაგრძელდეს მის მიერვე.ვადის გაგრძელების შესახებ საქმის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება ის,თუ რამდენად საპატიოა ის მიზეზი,რომელთ გამოც გაშვებულია ვადა.საპატიოა მიზეზი,რომელიც შეუძლებელს ან რთულს ხდის დადგენილ ვადაში შესაბამისი მოქმედების შესრულებას.
სასამართლოს მიერ დანიშნული ვადბეი შეიძლება მხოლოდ გაგრძელდეს,ხოლო კანონით დადგენილი ვადები აღდგენილ იქნეს.
საერთო წესით სასაამართლოს აღდგენს საპროცესო ვადას თუ სახეზეა ერთობლივად რამდნეიმე პირობა:1)განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოში შეაქვს იმას,ვინც გადააცილა კანონით დადგენილი საპროცეოს ვადა,ან მის წარმომადგენელს. 2)ეს განცხადება შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში,რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება.ასეთ განცხადებას სასამართლო დააკმაყოფილებს თუ ცნობს,რომ საპროცსო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. 3)ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთადბმხარემ უნდა შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებაც,რომლის შესრულების ვადაც გაუსლია.მაგ:შეიტანოს სასაჩივარი,შესაგებელი,წარადგინოს დოკუმენტები...
ისევე როგორც საპროცესო ვადის გაგრძელების შემტხვევაში,ვადის აღგდნეის შემტხვევაშიც აღდგენის საფუძველია ვადის გაშვების საპატიო მიზეზი არსებობა.
3.მესამე პირები,უფლებამონაცვლეობა,მისი სამართლებრივი სტატუსი.
მოსარჩელისა (თანამოსარჩელეთა) და მოპასუხის (თანამოპასუხეთა) გარდა, მხარეთა შორის დავის გადაწყვეტით შეიძლება დაინტერესებული იყოს და, შესაბამისად, შესაძლებელია პროცესში მონაწილეობა მიიღოს აგრეთვე სხვა ისეთმა გარეშე პირმა, რომლის ინტერესს საქმე შეეხება. ეს იქნება მესამე პირის მონაწილეობა.
პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ საქმეზე შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდგომში იმ პირთა ინტერესებსა და უფლებებზე, რომლებიც მხარეს არ წარმოადგენენ.
მესამე პირებს დავის გადაწყვეტის მიმართ აქვთ იურიდიული ინტერესი.
მესამე პირები არასოდეს თვითონ არ აღძრავენ საქმეს.
მესამე პირები შედიან დაწყებულ პროცესში.
მესამე პირთა უფლებები და ინტერესები ხშირად არ ემთხვევა მხარეთა უფლებებსა და ინტერესებს.
პროცესში შესვლის საფუძვლების, ასევე საქმის შედეგით დაინტერესების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ორი სახის მესამე პირს:
1.მესამე პირები, რომლებიც განაცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე
2. მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე.
პროცესში მესამე პირთა მონაწილეობის შედეგად: საშუალება ეძლევა სასამართლოს ერთ საქმეში გააერთიანოს ყველა მტკიცებულებას, ვინაიდან მესამე პირები დაინტერესებულები არიან მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების დადასტურებით და შეიძლება მათ ხელთ ჰქონდეთ შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს შესაძლებლობა აქვს საქმის ყველა გარემოება სრულად გამოიკვლიოს.
თავიდან იქნება აცილებული სასამართლოს მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა გამოტანა.
ყველა მოთხოვნის ერთდროულად განხილვით საქმე უფრო სამართლიანად გადაწყდება
მესამე პირს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ინტერესები დროულად დაიცვას.
უზრუნველყოფს პირთა უფლებების და ინტერესების სწრაფად გადაწყვეტას და ამით პროცესის ეკონომიას.
ორი საქმის ნაცვლად განიხილება ერთი საქმე, ორი გადაწყვეტილების ნაცვალდ გამოვა ერთი გადაწყვეტილება.
მუხლი 88. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით
1.თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
2. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა.
მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.
4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
პირთა შეცვლა სამოქალაქო სამართალწარმოებაში შესაძლებელია არა მხოლოდ არასათანადო მხარის სათანადოთი შეცვლის წესით, არამედ შესაძლოა პროცესში ერთი პირის ადგილი დაიჭიროს მეორე პირმა სხვა მიზეზითაც - საპროცესო უფლებამონაცვლეობის წესით.
საპროცესო უფლებამონაცვლეობა ხდება მაშინ, როდესაც ერთი პირის უფლება, რომელთანაც დაკავშირებულია პროცესი, გადადის მეორეზე, რომელიც იკავებს წინამორბედის საპროცესო მდგომარეობას.
უფლებამონაცვლეობა შეიძლება შეეხოს მოსარჩელეს, მოპასუხეს და მესამე პირს.
საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია - ადამიანის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა, ვალის გადაკისრება.
უნივერსალური უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლეზე გადადის წინამორბედის ყველა სამოქალაქო უფლება და მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია).
სინგულარული (კერძო მონაცვლეობის ) უფლებამონაცვლეობა გვაქვს, როცა კანონით დაიშვება ცალკეულ მატერიალურ=სამართლებრივ უფლებათა გადასვლა (მოთხოვნის დათმობა; ვალის გადაკისრება)
4.სამართლებრივი ურთიერთობა,მისი ელემენტები,მხარე,არასათნადო მხარე,თანამონაწილეობა
სასამართლოში ყოველი საქმე აღიძვრება ვინმეს მიერ და ჩვეულებრივ მიმართულია ვინმეს წინააღმდეგ.ის პირი,რომლის სახელიტაც წარმოებს საქმე სასამართლოში და რომელიც დაინტერესებულია საქმის ბედით,პროცესში მხარედ იწოდება.ამიტომ მოსამართლე,მოწმე,სპეციალისტი,თარჯიმანი ან ექსპერტი,რომლებიც სხვადასხვა მიზნით იღებენ პროცესში მოანწილეობას,მხარედ ვერ ჩაითვლებიან.
მხარეები სამოქალაქო პროცესში ეწოდებათ იმ პირებს,რომელთა შორის წამოჭრილი დავა უფლების შესახებ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მხარე სასარჩელო წარმოების ძირითადი მონაწილეა.მხარე ორია პროცესში,რამეთუ დავა უფლების შესახებ,უსათუოდ გულისხმობს ორ მხარეს:ერთია ის ვინც დაიწყო საქმე,ვინც აღძრა მოთხოვნა,მეორეა ის,ვის წინააღმდეგაც არის წამოყენებული მოთხოვნა,ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.პირველს ეწოდება მოსარჩელე,მეორეს-მოპასუხე,ხოლო ორივეს-მხარეები.
მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე შეიძლება მრავალი პირი მონაწილეობდეს,მაგრამ ამა თუ იმ მხარეზე მონაწილეთა რაოდენობას არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს,მხარე მხოლოდ ორი იქნება პროცესში;მაგალითად, სადავო უფლება წილობრივი საკუთრების უფლებით შესაძლოა ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს.თავიანთი ინტერესების დასაცავად სარცელის აღძვრის შემთხვევაში,ყველა თანამესაკუთრე ერთი მხარე-მოსარჩელე მხარე იქნება.
მოდავე მხარეები არ არიან მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები.ამიტოომ ისინი არასათანადო მხარეები იქნებიან,მაგრამ მაინც მხარეები არიან პროცესში.
მხარეების ნიშნებია:1)მხარეებს აქვთ ურთიერთსაპირისპირო იურიდიული ინტერესი; 2)აქვთ საქმის შედეგით იურიდიული დაინტერესება; 3)პროცესში გამოდიან თავისი სახელით;4)სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ხდება მხარეთა სახელზე; 5)მხარეებზე ვრცელდება გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი ძალა; 6)მხარეებმა უნდა გასწიონ სასამართლო ხარჯი.
მოსარჩელე პროცესის ის მონაწილეა,რომელიც მოიტხოვს რაიმეს მიკუტვნებას,რაიმე უფლების ცნობას,მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების აკრძალვას.მან სასარჩელო განცხადებაში უნდა დაასახელოს როგორც თვაისი სახელი და გვარი,ასევე მოპასუხისაც.
მოპასუხე არის ის ვისაც თავს ესხმის მოსარცელე და ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.
არასათანადო მხარეები არიან პირები,რომლებიც თავდაპირველად ივარაუდებოდნენ სადავო მატერიალური სამართალურტიერთობის მონაწილეებად,ამგრამ,როგორც საქმის განხილვის შედეგად გაირკვა,ისინი არ ყოფილან სინამდვილეში ამ ურთიერთობათა მონაწილენი
5.სამოქალაქო საპროცესო სამართლის საგანი,წყაროები,პრინციპები.
სამართლის თეორიაში სამართლის ყველა დარგი მატერიალური და საპროცესო სამართლის დარგებად იყოფა.მატერიალური სამართალი იმ სამართლებრივი ნორმების სისტემაა,რომელთა დხმარებითაც საზოგადოებაში ხორციელდება ადამიანთა ურთიერთობებზე ზემოქმედება პირადპისი,უშუალო სამართლებრივი მოწესრიგების გზით.მატერიალური სამართლის ნორმები განსაზღვრვანე ამ ურთიერთობების მონაწილეთა ურთიერთ უფლებებსა და მოვალეობებს.
სამოქლაოქ საპროცესო სამართალი იმ საპროცესო სამართლებრივი ნორმების სისტემაა,რომელიც სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების დროს სასამართლოსა და პროცესის სხვა ონაწილეებს შორის წარმოშობილ საზოგადოებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს.
სამოქალაქო პროცესი სასამართლოს საქმიანობაა მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით,რომელიც განსაზღვრული საპროცესო ფორმით მიმდინარეობს და მისი საგანია კონკრეტული სამოქალაქო საქმე.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის მეთოდი ეს არის სამართლის მოცემული დარგით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე ზემოქმედების საშუალებანი,ანუ იურიდიული საშუალებების სისტემა,რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფილია საზოგადოებრივ ურთიერტობათა მოწესრიგება.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის წყაროებია მისი გარეგნული გამოხატულების ფორმები,ანუს ხვადასხვა დონის ის ნორმატიული აქტები,რომლებიც სამართლის მოცემული დარგის ნორმებს (საპროცესო ნორმებს) შეიცავენ. სამოქალაქო საპროცესო სამართლის წყაროებისთვის დამახასიათებელია ის,რომ:1)სამოქალაქო საპროცესო სამართლის წყაროს სამოქალაქო სამართლისგან განსხვავებით წარმოადგენენ მხოლოდ საკანონმდებლო აქტები,ანუ კანონები. 2)საქ.კონსტ.მე-3 მუხლის თანახმად,მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება საპროცესო კანონმდებლობის შემუშავება და მიღება. 3)თანდათანობით ფართოვდება სამოქალაქო საპროცესო სამაღთლის ნორმების შემცველი საკანონმდებლო აქტების წრე.
ფორმალური მნიშვნელობით სამოქ.საპრ.სამ.-ის წყაროებია საკანონმდებლო აქტები და ის საერთაშორისო ხელშეკრულებები,რომლებშიც საქართველო მონაწილეობს. ეს ნორმატიული აქტები შეიცავენ სამოქ.საპრ.ნორმებს და ამა თუ იმ ხარისხით აწესრიგებენ სამოქ.სამარტალწარმოებას,იმისდა მიხედვით თუ რა დონის ნორმატიული აქტია თითოეული მათგანი.
სამოქ.საპრ.სამ.წყაროთა,ე.ი. საპროცესო ნორმების შემცველი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია,მათი ჩამოთვლა შეუძლებელია.
სამართლის ნებისმიერი დარგის საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია.
საპრ.სამართლის წყაროთა შორის მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების საქართველოს ორგანული კანონი.რომელიც ეხება სასამართლოთა მოწყობას,მოსამართლეთა სტატუსს,პროცესის ძირითად პრინციპებს.
მართლმსაჯულების განხორციელების წესი დაწვრილებითა რის მოცემული სამოქ.საპრ.კოდექსში.
პროცესის წყაროებია ასევე ის კანონები,რომელთა გამოყენებაც ხდება ერთი რომელიმე სახის საპროცესო ურთიერთობის,მაგრამ არა მთელი პროცესის მოწესრიგების მიზნით. მაგ; საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ.
სიტყვა “პრინციპი” ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს “საფუძველს”, “საწყისს”.
ესაა ზოგადი დებულებები, რომლებიც წარმოადგენენ რომელიმე თეორიის, მოძღვრების, , მეცნიერების ძირითად ამოსავალს (სახელმძღვანელოს);
პრინციპები წარმოადგენენ ნორმატიულად ფუძემდებლურ სამართლებრივ იდეებს, რომლებზეც აგებულია სამოქალაქო პროცესის ყველა ინსტიტუტი და რომლებიც განსაზღვრავენ პროცესის ბუნებას და სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების მეთოდებს.
პრინციპების პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უზრუნველყოფენ, გარანტირებულს ხდიან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანას და აღსრულებას, კანონიერ მართლმსაჯულებას.
პრინციპში აისახება პროცესის წყობა, სტრუქტურა, სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებები, სამოქალაქო საპროცესო სამართლის და მისი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების არსებითი ნიშნები.
1. სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპი-სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება, ვერც ერთი ორგანო ვერ მიითვისებს მართლმსაჯულების ფუნქციას, რადგან ეს ფუნქცია მხოლოდ სასამართლოს ეკუთვნის.
ნოტარიუსი, რეესტრი, არბიტრაჟი, მედიაცია - ზოგიერთი კატეგორიის სამოქალაქო საქმეებთან მიმართებით იღებენ გადაწყვეტულებებს, თუმცა არ შეიძლება თქმა, რომ ისინი ახორციელებენ მართლმსაჯულებას, რადგან კონსტიტუციის თანახმად სასამართლოა ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებული ფუნქცია.
2. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი მორჩილების პრინციპი-მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.
3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.
მოსამართლის დამოუკიდებლობის საფუძველის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.
მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი მორჩილება ფაქტობრივად ორი დებულებაა, თუმცა შეადგენს ერთ პრინციპს, რადგან მოსამართლეთა დამოუკიდებლობას განაპირობებს მათი კანონისადმი მორჩილება, ხოლო მოსამართლეთა მხოლოდ კანონისადმი მორჩილება, თავის მხრივ, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა მოსამართლე ნამდვილად დამოუკიდებელია.
მოსამართლე ემორჩილება როგორც მატერიალურ, ისე პროცესუალურ კანონს.
მოსამართლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი გარანტიებით.
მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მოსამართლის დამოუკიდებლობის იურიდიული გარანტიებია - მართლმსაჯულების განხორციელების კანონით დადგენილი წესი, მოსამართლის შეუცვლელობა, თანამდებობაზე მოსამართლის გამწესების წესი.
მოსამართლე არ არის ვალდებული მისცეს რაიმე ახსნა-განმარტება უკვე განხილულ ან მის წარმოებაში არსებული საქმის ირგვლივ.
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოება, რადგან მოსამართლის დამოუკიდებლობის იურიდიული გარანტიაა მისი პიროვნების ხელშეუხებლობა.
3. სასამართლოს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი- სასამართლოს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში.
სასამართლოს და კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
კანონი დიდისა და და პატარისათვის ერთნაირი უნდა იყოს (ილია).
რომაული პრინციპი - კანონი ყველას ერთნაირად (თანაბრად ) ელაპარაკება.
ეს პრინციპი უზრუნველყოფილია იმით, რომ ყოველი საქმე განიხილება ერთი და იგივე წესით, დადგენილია ერთი და იგივე საპროცესო ფორმა, საქმის მონაწილენი სარგებლობენ თანაბარი სამართლებრივი გარანტიებით.
მართლმსაჯულება ხორციელდება ყველასათვის ერთიანი სასამართლოს მიერ.
4. მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობის პრინციპი-სასამართლოს დანიშნულებაა გაარკვიოს სიმართლე და ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც საქმეში ორივე მხარეს ერთნაირ მდგომარეობაში ჩააყენებს.
კანონი მხარეებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს უფლებების დაცვის საკითხში.
რომაელი იურისტების აზრით - მოსარჩელისათვის არ უნდა იყოს ნებადართული ის, რაც არ არის ნებადართული მოპასუხისათვის.
სასამართლომ ორივე მხარეს უნდა მიანიჭოს თანაბარი შესაძლებლობები (აუდიატურ ეტ ალტერა პარს - მოუსმინეთ მეორე მხარესაც).
ეს პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული შეჯიბრებითობის პრინციპთან.
5. შეჯიბრებითობის პრინციპი-მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი
1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
შეჯიბრებითობა ნიშნავს შედავებას, შებრძოლებას და გამარჯვებისკენ სწრაფვას.
სამოქალაქო საქმის განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითი ფორმით.
სამოქალაქო სამართალწარმოების მიზანია არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მხარეთა შეჯიბრის საფუძველზე სასამართლოს დარწმუნება ამ თუ იმ პოზიციის სისწორეში
საქმის იურიდიული მხარის გამორკვევა, სათანადო კანონის მონახვა და შეფარდება სასამართლოს მოვალეობა.
მომეცი ფაქტები - მოგცემ სამართალს.
თვით სასამართლო თავისი ინიციატივით არ აგროვებს მტკიცებულებებს, არამედ საქმეს წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტობრივი მასალის მიხედვით, რომელსაც მას წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში “წმინდა”, “სრული” შეჯიბრებითობა არ არსებობს (მე-4 მუხლის მეორე ნაწილი).
შეჯიბრებითობის პრინციპი ნიშნავს, რომ მხოლოდ მხარეები წყვეტენ, თუ რომელ გარემოებებსა და, მაშასადამე, ფაქტებს წარმოადგენენ, ხოლო სამართლებრივი შეფასება კი სასამართლოს კომპეტენციაა.
სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დააყრდნოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მეორე მხარისთვის ხელსაყრელ ფაქტებს ან მტკიცებულების შეფასების ხელსაყრელ შედეგებს - თუმცა, შეძლებისდაგვარად მას შემდეგ, რაც შესაბამის სამართლებრივ მითითებას გააკეთებს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარგებლის მიმღები მხარე ამაზე პირდაპირ არ უთითებს.
სასამართლო თავისუფალია სამართლებრივი შეფასებისას.
მხარეებს არ შეუძლიათ - არც ცალკე და არც ერთობლივად - სასამართლოს იძულება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეამოწმოს მხოლოდ ან უპირატესად ერთი განსაზღვრული სამართლებრივი ასპექტის ფარგლებში, ან არ განიხილოს მოთხოვნის უფლების კონკრეტული მატერიალური საფუძველი. განსაკუთრებით მოთხოვნის უფლებათა კონკურენციის პირობებში, მხოლოდ სასამართლოს საქმეა, გადაწყვიტოს, თუ რომელი სამართლებრივი ასპექტებით (აგრეთვე, წინდახედულობიდან გამომდინარე, ე.წ. დამატებითი დასაბუთებებით) დაასაბუთებს გადაწყვეტილებას, რომლითაც აკმაყოფილებს სარჩელს. როდესაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს, სასამართლომ, ამისგან განსხვავებით, უნდა განიხილოს მოთხოვნის უფლების ყველა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლებსაც შეიძლება დააყრდნოს თავისი გადაწყვეტილება; მეტიც, ეს უნდა მოხდეს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ სამართლებრივ შეხედულებებს შეეხნენ მხარეები საქმისწარმოებისას.
6. სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე განხორციელების პრინციპი-მე-9-ე მუხლის მე- 4-ე ნაწილი
სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არ მცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.
საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე - აფხაზური.
ნებისმიერი დოკუმენტი სასამართლოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო ენაზე. თუ დოკუმენტი საჭიროებს სახელწმიფო ენაზე თარგმნას, იგი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე, დამოწმდეს სათანადოდ და ისე წარედგინოს სასამართლოს.
იმ ენის არჩევანის უფლება, რა ენაზეც პირმა უნდა მისცეს ახსნა-განმარტება სასამართლოს, მხოლოდ ამ პირს ეკუთვნის. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ეს საკითხი.
თარჯიმნის მომსახურებით სამართალწარმოების არმცოდნე პირი სარგებლობს უსასყიდლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლი.
სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე განხორციელების პრინციპის დარღვევა განიხილება, როგორც სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმათა არსებითი და უხეში დარღვევა, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას.
7. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობის პრინციპი-მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა
1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
1.1. სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. (11.07.2007. №5290 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში _ მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.
3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
პროცესის საქვეყნოობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მსურველს უფლება აქვს თავისუფლად დაესწროს სასამართლო სხდომას, იმყოფებოდეს სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დროს პროცესის დაწყებიდან , მის დამთავრებამდე.
სამოქალაქო საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის ორი სახე არსებობს:
1.ყველა შემთხვევაში როდესაც ამას უპირობოდ მოითხოვს კანონი.
2.მხარის ან მისი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით
მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება (1.05.2013 N 580)
1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც. (12.06.2015. N3696 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან) 7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
8. კანონიერების პრინციპი- სამოქალაქო პროცესი უფლების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა და კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დარღვეული ან სადავო უფლების სათანადო დაცვა კანონით დადგენილი საპროცესო წესით და ასევე განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაც.
სასამართლო ვალდებულია საქმე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტოს.
სასამართლომ ნებისმიერი აქტის მიღებისას თუ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას სწორად უნდა გამოიყენოს როგორც მატერიალური (რეგულაციური) სამართლის, ისე საპროცესო სამართლის შესაბამისი ნორმები.
გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს, თუ რომელი კანონის საფუძველზე გადაწყდა ეს კონკრეტული დავა
კანონიერების პრონციპის განხორციელება უზრუნველყოფილია მთელი რიგი საპროცესო გარანტიებით. ეს გარანტიებია: მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მხოლოდ კანონისადმი მათი მორჩილება, კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობა, პროცესის შეჯიბრებითობა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა, საქმის განხილვის საქვეყნოობა, საქმის განხილვის უშუალობა და ასე შემდეგ
9. დისპოზიციურობის პრინციპი-მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი
1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ვისაც სურს განახორციელოს თავისი უფლებები, თვითონვე უნდა იზრუნოს ამაზე.
პიროვნება თავისუფალია განკარგოს საკუთარი მატერიალური უფლებების და ამ უფლებების დაცვის საპროცესო საშუალებები
დისპოზიციურობის პრინციპი გერმანულ სამართალშიც შეუზღუდავად მოქმედებს წარმოების დაწყებისა და დავის საგნის განსაზღვრისას.
დისპოზიციურობის პრინციპი არ აბრკოლებს სასამართლოს პროცესის აქტიურად მართვაში.
.
10. ზეპირობისა და წერილობითობის შეხამების პრინციპი
სამოქალაქო პროცესი აგებულია ამ ორი საწყისის შეხამებაზე.
სასამართლო საქმეს იხილავს როგორც წესი ზეპირად.
სამართალწარმოება სასამართლოში ხორციელდება წერილობითისა და ზეპირი ფორმის შეხამებით.
11. უშუალობის პრინციპი მტკიცებულებები სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს უშუალოდ, უშუალო აღქმის საფუძველზე.
სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე შემოწმებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებას.
სასამართლო პირადად უნდა გაეცნოს მტკიცებულებებს და არა სხვა პირთა მეშვეობით.
უშუალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია პირადად, ე.ი. უშუალოდ გამოიკვლიოს მტკიცებულებები, ანუ უშუალოდ მოისმინოს მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები, გაეცნოს წერილობით მტკიცებულებებს, დაათვალიეროს ნივთიერი მტკიცებულებები.
12. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობის პრინციპი
მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
6. სასამართლოს შემადგენლობა და აცილება.
7.განსჯადობა
სასარჩელო განცხადების წარმოებაში მირების შესახებ გადაწყვეტილების მიმრებმა სასამართლომ სხვა საკიტხებთან ერთად ერთ-ერთი უმტავრესი საკითხიც უნდა გადაწყვიტოს,კერძოდ განსჯადობის საკიტხი.ე.ი. უნდა განსაზღროს მოცემული საქმე არის თუ არა მოცემული კონკრეტული სასამართლოს განსჯადი,შეუძლია თუ არა ამ სასამართლოს მისი განხილვა-გადაწყვეტა. განსჯადობა ეს არის პროცესის ინსტიტუტი,რომელიც აწესრიგებს სასამართლოებისადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეების კონკრეტული სასამართლოს გამგებლობისადმი მიკუთვნების საკიტხს.
ძირითადი ნიშნების მიედვით განასხვავებენ გავრეობით,ანუ საგნობრივ და ტერტორიულ განსჯადობას.
საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემას მქნიან:რაიონული,სააპელაციო,უზენაესი სასამართლოები.გვარეობითი განსჯადობა განსაზღვრავს საერთო სასამართლოების ამ სხვადასხვა რგოლის სასამართლოთაგან,თუ კონკრეტულად რომელი რგოლის სასამართლომ უნდა განიხილოს სავა აარსებითად.
საქმეთა გავრის(სახის) გარდა,განსჯადობის განსაზღვრის ნიშანია აგრეთვე ტერიტორიაც,რომელზედაც ფუნქციონირებს კონკრეტული სასამართლო. ტერიტორიული განსჯადობა ეწოდება სასამართლოებისადმი საქმეთა განსჯადობას იმ ტერიტორიისდა მიხედვით,რომელზედაც ვრცელდება მოცემული სასამართლოს საქმიანობა. ტერიტორიული განსჯადობის ქვესახეები:1) სამოქალაქო საქმეთა საერთო განსჯადობა განისაზღვრება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდილი პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოსარცელე ვალდებულია თVითონ მიუთითოს სარჩელში მოპასუხის მისამართი.თუ მოპასუხეს არ აქვს საცხოვრებელი მაშინ საქმის განხილვა მოხდება მისი ადგილსამყოფელის მიხედვიტ. თუ მოსარჩელისთვის უცნობია მოპასუხის ადგილსამყოფელი მაშინ საღცელი აღიძრება მოპასუხის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იურიდიულ პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისის ადმინისტრაციიის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი.მისი სხვა ადგილსმაყოფელი ჩაითVლება ფილიალის ადგილსამყოფელად.
2)ალტერნატიული განსჯადობა,როცა საქმე შეიძლება განხილულ იქნეს კანონში მითითებული რამდნეიმე სასამართლოდან ერთ-ერთ სასამართლოში მოსარჩელის არჩევით.განსჯადობა მოსარცელის არჩევით ნიშნავს რომ საქმე არა მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს განსჯადია,არამედ შეიძლება სხვა სასამართლოს განსჯადიც გახდეს.
3)განსაკუთრებული განსჯადობა,რომელიც უშვებს განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა განხილვას მხოლოდ ერთ რომელიმე,კანონით ზუსტად განსაზღვრულ სასამართლოში.განსაკუთრებული განსჯადობის სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს არცევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის ნებაზე,არამედ განსჯადი სასამართლო ზუსტად არის განსაზღვრულიკანონით.
სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა,მაგრამ გარდაცვალების დროისთვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა , სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელის მიხევდით.
4)სახელშეკრულებო განსჯადობა ეწოდება მხარეთა შეთანხმებით დადგენილ განსჯადობა. სახელშეკრულებო განსჯადობა ნიშნავს,რომ მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ დაადგინონ მოცემული კონკრეტული სამოქალაქო საქმის ტერიტორიული განსჯადობა.
8 სასამართლო შეტყობინება და დაბარება
მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ ერთ მათგანს ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ,სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით,თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
9 პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების თავისებურება იმაშიმდგომარეობს,რომ იგი ფასიანია.მხარეები და მესამე პირები სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიან ფულად თანხებს,ნებისმიერ სასამართლოს შესასრულებელი საპროცესო მოქმედებაზე.სამოქალაქო საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებით მხარეთამიერ გადახდილ ფულად თანხებს სასამართლო ხხარჯები ეწოდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად პროცესის ხარჯები ორი სახისაა- სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათიოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგადაწყვეტილებით.სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვისგაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათაუზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს
სახელმწიფო ბაჟი არის შენტანი,რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიულიპირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიულიმნიშნელობის მქონე მოქმედებების შესრულებისა და სათანადო საბუთებისგაცემისთვის.სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციისუმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტოანგარიშზე .სახელმწიფო ბაჟის ორი სახე არსებობს ესაა მარტივ და პროპორციული. მარტივიბაჟი გადახდევინება ხდება ლარებში და თეთრებში განსაზღვრული განაკვეთისმიხედვით ხოლო პროპორციული ბაჟის გამოითვლება პროცენტულად და მისოდენობა დამოკიდებულია სადავო თანხაზე, საჩივრის, სარჩელის ფასზე.რაც შეეხება ბაჟის ოდენობას,იგი ძირითადად წარმოადგენს დავის საგნისღირებულების 3%-ს,მაგრამ არანაკლებ 100ლარისა.ირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს
10 მტკიცება და მტკიცებულებები
მტკიმტკიცების ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული მტკიცებულებებთან
სასამართლო მტკიცება იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ უნდა განისაზღვროს, თუ რომელს გარემოებებს აქვთ არსებითი მნიშვნელობა. ამისათვის კი უნდა ვიხელმძღვანელოთ მატერიალური სამართლის იმ ნორმის ჰიპოთეზით და დისპოზიციით, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული.
მტკიცებულების შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა.
მტკიცების ტვირთის განაწილებაში არსებით როლს თამაშობს პრეზუმფციები, რაც ნიშნავს ვარაუდს, ესაა ვარაუდი, რომელიც უტყუარად ითვლება მანამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება
მტკიცებულებათა გამოკვლევა გულისხმობს მათ ყოველმხრივ შესწავლას, ანალიზს სასამართლოს, საქმის მონაწილეთა და მათი წარმომადგენლის მიერ მტკიცებულებათა შესახებობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის მიზნით.
მტკიცებულებათა შეფასება ეს არის მტკიცებულებათა შესახებობის, დასაშვებობის, უტყუარობის, საკმარისობის და მტკიცებულებებს შორის ურთიერთკავშირის არსებობის განსაზღვრა. ყოველი მტკიცებულება ფასდება ცალ-ცალკე და ყველა ერთმანეთთან კავშირში, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შეაპირისპიროს ისინი ამ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობის აღმოფხვრის მიზნით.
მეცნიერთა აზრით მტკიცებულებათა შეფასება აზროვნების აქტია, ლოგიკური ოპერაციაა. მტკიცებულების შეფასებას ლოგიკური და სამართლებრივი მხარე აქვს.
მტკიცებულებებს საბოლოოდ აფასებს სასამართლო სათათბირო ოტახში, რაც ნებითი აქტის - სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. მტკიცებულებატა საბოლოო შეფასების მიზანია ფაქტების დადგენა მოცემულ საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ არის მოცემული მტკიცებულებების ცნება.
მტკიცებულებებია კანონით დადგენილი წესით მიღებული ცნობები ფაქტების შესახებ, რომელთა საფუძველზე სასამართლო ადგენს იმ გარემოებების არსებობას ან არარსებობას, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს და სხვა იმ გარემოებების არსებობას ან არარსებობას, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად განხილვისა და გადაწყვეტისათვის.
11 ადგილზე დათვალიერება
სამოქალაქო პროცესში, სასამართლოს მიერ ნივთიერი ან წერილობითი მტკიცებულების გაცნობა უშუალოდ ადგილზე, როდესაც მათი სასამართლოში წარდგენა შეუძლებელი ან მეტად ძნელია (მაგალითად, თუ ეს არის საცხოვრებელი ბინა, რომლის გაყოფას მოითხოვენ მხარეები, დაზგა, რომელზეც მუშა დაშავდა, დიდძალი საბუხჰალტრო დავთრები და მისთ.). ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობს სასამართლოს მთელი შემადგენლობა. საქმის მონაწილე პირებსა და მათ წარმომადგენლებს აცნობებენ დათვალიერების დროსა და ადგილს. ადგილზე დათვალიერების შედეგი აისახება ოქმში, რომელსაც დათვალიერების ყველა მონაწილე აწერს ხელს. ოქმს დაერთვის ადგილზე შედგენილი ან შემოწმებული საბუთები; გვგმა, ნახაზი, სურათი და სხვ,,ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს. ფაქტების კონსტატაციის მიზნით ადგილზე დათვალიერების ჩატარება სასამართლომ შეიძლება დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
12 მხარის ახსნა განმარტება
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა (მესამე პირთა, თანამონაწილეთა, კანონისმიერ წარმომადგენელთა) ახსნაგანმარტების მიღებით: მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებს მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ხოლო როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, მაშინ – სხდომის თავმჯდომარეს ასევე არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება:
ისეთი პირისაგან, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;
სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან.
13 მოწმის ჩვენება
სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით, მოწმედ შეიძლება გამოძახებული იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს ცნობები საქმის გარემოებების შესახებ.
მოწმე არ შეიძლება იყოს:
1) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება.
2) სასულიერი პირები- იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს.
3) წარმომადგენლები სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის მოვალეობის შესრულებისას.
4) მედიატორი- მედიატორის მოვალეობის შესრულებისას გაგებული გარემოებების შესახებ.
მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, კერძოდ მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მოწმის იძულებითი მიყვანა.
ამავდროულად ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი, კერძოდ ჩვენების მიცემაზე უარი შეუძლია თქვან:
გ) პირებმა, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ვალდებულნი არიან დაიცვან საიდუმლოება, თუ ისინი განთავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისაგან.
მათ შეუძლიათ უარის თქმა მხოლოდ მაშინ, თუ:
1) ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას.
ან/და
2) მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს.
როგორც წესი მოწმის დაკითხვა ხორციელდება სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მაგრამ მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზეც, თუ არსებობს კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევები. მაგალითად, ავადმყოფობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს.
მოწმეები უნდა დაიკითხონ ცალ-ცალკე, რათა მათ არ მოახდინონ გავლენა ერთმანეთზე ჩვენების მიცემისას. ასევე ისინი სხდომის დამთავრებამდე უნდა იმყოფებოდნენ დარბაზში, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მათი განმეორებით დაკითხვა ან სხვა მოწმეებთან დაპირისპირება.
14 ექსპერტის დასკვნა
თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტა ნა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტის დასკვნა მხარემ შეიძლება წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე მისთვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე.

1. გაურკვეველია რას ნიშნავს ინვალიდობის გამო სარგებლობა?
2. სოციალური დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად ტერმინი "ინვალიდი" შეიცვალა ტერმინით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შესაბამისად ტექსტში "ინვალიდობის" უნდა შეიცვალოს ტექსტით - "შესაძლებლობათა შეზღუდულობის".
"როცა სატრანსპორტო საშუალებას მართავდნენ ნასვამ მდგომარეობაში" ჩანაწერი ნიშნავს თუ არა განმეორებით შემთხვევას თუ პირველად შემთხვევაშივე ჩამოერთმევა?
ბატონო კობა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში (პირველ შემთხვევაში) – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და არ იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას. ამასთანავე, ამავე მუხლის, მე–4 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში , – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, ხოლო ამავე, მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის , გზის , საგზაო თუ სხვა ნაგებობის , აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც.
რას ნიშნავს ტერმინი "იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერი"? რამდენად სწორი ფორმულირებაა? :-)
„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის N767 ბრძანებულების საფუძველზე ჯარიმებისთვის გამოყენებული მინიმალური ხელფასი არის 40 ლარი და თან ასეთი ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ამ მუხლით კი გამოდის რომ მინიმალური ჯარიმა იქნება 5000X40=200000 ლარი იქნებ მიპასუხოთ წინააღმდეგობის არსი რაში მდგომარეობს?
კოდიფიცირებულ ვერსიაში ცვლილებები რატომ არ წერია? ხომ შეიცვალა 40 ლარის მაგივრად გახდა 20 ლარი ღვედი გამოუყენლობის შემთხვევაში?
თუ საჯარიმო ქვითარში მითითებულია 125მუხლი, 6 ნაწილი და ქვეპუნქტი არ არის მითითებული.რა თანხაა ამ შემთხვევაში გადასახდელი? >:(
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196 1-ე, 196 2-ე, 196 4-ე, 196 5-ე, 196 6-ე, 197-ე, 220-ე მუხლებში მითითებული სიტყვები: „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილება“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახური“, ვინაიდან, მოქმედი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, მე-12 მუხლი, მე-13 მუხლი და სხვა მუხლები ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს, ამასთანავე, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან, შესაბამისად არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებები, აღნიშნული განყოფილებების ფუნქციას ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები.
კოდექსით არ არის დადგენილი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო ან პირი.
შეგიძლიათ მიპასუხოდ : უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში კანონში არ არის განმარტება , როგორ ჯარიმდება ნასვამობის შემთხვევაში
ბატონო გიორგი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე–17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან, ამავე კოდექსის 116–ე მუხლი არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სხვა წესს, ის პასუხს აგებს საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე.
ცივი იარაღის ტარების შემთხვევაში ხომ არ არის ასაკის ზღვარი დასაწევი?
აღნიშნული მუხლი სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს, კონკრეტული ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებთან მიმართებაში აღრევის ფგამოსარისხად სასურველია შესაძლო ან დამდგარი შედეგიდან გამომდინარე კანონმდებელმა დაყოფით(თუნდაც თანხის შესაბამისად) გამიჯნოს რომელ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ფაქტი ადმინისტრაციულ ან სისხლის სამასართალდარღვევად.
181–ე პრიმასთან დაკავშირებით კომენტარის ღილაკი არ აქვს და ამიტომ ამ მუხლის გრაფაში ვაგზავნი. მუხლის მე–4 ნაწილი მიუთითებს იმ პირებზე რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ. პირს შეიძლება კანონით ასეთი უფლება ჰქონდეს, მაგრამ არ სარგებლობდეს, შესაბამისად იარაღის ტარების უფლების სათანადო დოკუმენტიც არ გააჩნდეს. გამოვლენისას სამართალდამცავს თუ არ ექნება ასეთი პირის სამსახურებრივი წარსულის ელექტრონული ფორმით ოპერატიულად გადამოწმების საშუალება შესაძლოა გარკვეული გაუგებრობები გამოიწვიოს. პირს ვალდებულება არ აქვს ყოველდღიურად ატაროს ბრძანება მისთვის უფროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ან კანონით ვისზეც დაშვებულია შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის (თუნდაც წარსულში) ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცივი იარაღი ტარებაზე, ისევე როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვი, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოყვანა კულტივაციაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით პასუხისმგებლობის (შრაცხაობის) ზღვრული ასაკია 14 წელი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება 16 წლის ასაკს მიღწეულს ს.ს.კ–ში შესული ცვლილებით,მხოლოდ ცივი იარაღის ტარებისათვის და მარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა 14–იდან 16 წლამდე მოზარდებზე შეუძლებელია ასეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენისას, შესაბამისად ამავე ასაკის მოზარდებს ს.ს. პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელ რეგულაციას საჭიროებს.
ცივი იარაღი ტარებაზე, ისევე როგორც ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვი, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისა და ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოყვანა კულტივაციაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით პასუხისმგებლობის (შერაცხადობის) ზღვრული ასაკია 14 წელი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება 16 წლის ასაკს მიღწეულს ს.ს.კ–ში შესული ცვლილებით,მხოლოდ ცივი იარაღის ტარებისათვის და მარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა 14–იდან 16 წლამდე მოზარდებზე შეუძლებელია ასეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენისას, შესაბამისად ამავე ასაკის მოზარდებს ს.ს. პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებათ. აღნიშნული საკითხი საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით აუცილებელ რეგულაციას საჭიროებს. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება 14–16 წლის მოზარდზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს?
მშობლისთვის ასეთი ქმედება თუ თავიდან ვერ აირიდა მიუხედავად მის მიერ მიღებული ზომებისა რამდენად გამართლებულია (172–ე მუხლი) თუ მშობელს აკისრებს კანონმდებელი შვლილის მიერ ნარკოტიკების მოხმარებისა და ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობას, ნარკოტილების მცირე ოდენობით შეძენის, შენახვის და გადაზიდვის შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? ასევე ნარკოტიკების მცირე ოდენობით მოყვანისათვის? სახდელი ასეთ შემთხვევებში მშობელს დაეკისრება და ს. ს. პასუხისმგებლობის განსაზღვრა 14–16–წლამდე კვლავ შეუძლებელი იქნება ცივი იარაღის და მხოლოდ ნარკოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.ამ ასაკის მოზარდმა პასუხისმგებლობა არამატერიალური სახდელის დადებით რომ იგრძნოს სასურველი ხომ არ არის?
172–ე მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედების არასრულწლოვნის(14–16წ) მიერ ჩადენის შემთხვევა გათვალისწინებული არ არის კანონმდებლის მიერ. ვის უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მითითებულ ასაკში ჩაიდინა ასეთი ქმედება მოზარდმა? იმავე მუხლში არ არის, მსგავსად აღნიშნული გარემოებისა, მითითებული ნარკოტიკების მცირე ოდენობით შეძენა, შენახვის ფაქტზე ამ მოზარდების მშობლის პასუხისმგებლობაზე.
მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის/ მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობა
1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, mzgolma manqana rom gadaadgilos sheferxebuli modzraobis gamo jarimdeba? გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ra shemtxvevebzea saubari iqneb ganmimartot?
დღეს მომივიდა საგზაო შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე თანხმდებოდა. ზარალი ორივე მხარეს არ აღემატებოდა 30 ლარს (ოპელის სარკის საფასური). სამართალდამცავებმა არ მაქვს ამ მუხლის გამოყენების უფლებაო. რა შემთხვევაში ხდება ამის გამოყენება?
გამოწერეს 250 ლარიანი ჯარიმა. მაინტერესებს რა შემთხვევაში ითვლება კანონდარღვევა ნაკლებმნიშვნელოვნად?
ანალოგიური ქმედება დასჯადია სისხლის სამართლის 259-ე მუხლით.
თუმცა სამწუხაროდ მკვდარი ნორმაა და იმიტომ არ აქცევს არავინ ყურადღებას ამ კოლიზიას. :(
ამ აკრძალვის აზრი არ მესმის ? სახელმწიფოს რატომ უნდა აინტერესებდეს კინოთეატრი რა ენაზე გაუშვებს ფილმს ?
ანუ აივანზე სარეცხის თოკების და ფანჯრებზე გისოსების გაკეთებისათვის ნებართვა მჭირდება ? რა იდიოტური რეგულაციებია ! რა რაციონალური ახსნა აქვს ასეთ შეზღუდვებს ?
დაჯარიმება კი ბატონო, მაგრამ კონფისკაცია უკვე გაუმართლებელი სიმკაცრეა. საკუთრებას მეტი პატივისცემა ჭირდება !
სიგარეტის ღერობით გაყიდვის აკრძალვის აზრი არ მესმის ?
რატომ ?
კოლიზიაშია სსკ-ს 161-ე მუხლის პირველ ნაწილთან.
კოლიზიაა სისხლის სამართლის კოდექსთან. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი პროდუქციის რეალიზაცია სსკ-ს 198 მუხლით ისჯება !
zurabqveladze
testt
ამხანაგური სასამართლო?
გთხოვთ განმარტოთ თუ რა იგულისხმება შენახვის წესის დარღვევაში? ან იარაღის შენახვის წესები რომელი აქტით არის მოწერიგებული?
ძალიან ორაზროვანი მუხლია და მაინტერესებს რა ხდება როდესაც განმეორებით შემხვევაში თუ მოქალაქე პირობითად 116 -8 1 იქნა შემდგომ დაჯარიმებული, მას განესაზღრება დამატებით 3 წლიანი ვადით აკრძალვა ანუ ჯამურად 6 წელი თუ არა უმეტეს 3 წლისა და არანაკლებ 15 დღის? ეს მუხლი როგორ რეგულირდება არსებოს შნანთქმის პრინციპი თუ პირდაპირ ადამიანს რომელსაც უკვე აქვს აკრძალვა 3 წლის ვადით უნდა მოიხადოს ბოლომდე და ამის შემდეგ ახალი 3 წლიანი ათვლა დაიწყოს ანუ საერთო ჯამში მოიხადოს 6 წელი?
,,შესაბამისი ნებართვის გარეშე'' რომ წერთ, ნებართვა სად უნდა მივიღო? ეს თუ გაქვთ მოწესრიგებული? ბუნებაში არ არსებობს ასეთი ნებართვა, არც არავინ გასცემს და ჩვენ რა გავაკეთოთ თუ გვინდა რომ კანონიერად გავყიდოთ საკუთარი ხელნაკეთები?
ამ მუხლთან დაკავშირებით ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ იქნება შენიშვნის სახით დამატება, რომ თუ სამართალდამრღვევი არ გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ მიწის ნაკვეთს რა ღონისძიებები გატარდება მის მიმართ. მაგალითად: პირველ შემთხვევაშიც და სამართალდარვევის განმეორებით შემთხვევაში სამართალდამრღვევმა გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული საჯარიმო თანხა, მაგრამ კიდევ არ გამოასწორა მის მიერ ჩადენილი ქმედება, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს?! 55 6 პრიმა მუხლთან დაკავშირებითაც იგივე კითხვა მაქვს.
რაც შეეხება ამ მუხლს, ჩემი აზრით თუ აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით თვითმმართველობის ორგანოების აღმასრულებელი ორგანოების მიერ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები დასაწერი და გავითვალისწინებთ მათი მუშაობის დროს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული დილის 9 საათიდან საღამოს 18 საათამდე, როგორ უნდა განხორციელდეს ღამის 01:00 ან 03:00 საათზე ოქმის დაწერა, ან როგორ უნდა დაუკავშირდეს მოქალაქე აღნიშნულ მოქალაქეებს?
გვაქვს ესეთი კითხვა .თუ უცხოელი სატვირთო ავტომობილით და მისაბმელით მიადგაბა საზღვარს საქართველოდან გასვლის დროს და აღმოჩნდება რომ მას დაზღვეული არ ჰყავს არც მანქანა და არც მისაბმელი .მას რამდენი ჯარიმა დაეწერება ორი თუ ერთი?ანუ მისაბმელზე 100 ლარი ცალკე და გამწევზე 200 ლარი .
"... წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს" - გთხოვთ დამეხმაროთ და მიმითითოთ დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია "ხმაურის დონის ნორმატივები"
აი
ჩასანიშნი
ჩასანიშნი
თემები
1.წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების წარდგენის წესი.
სამოქალაქო პროცესში წერილობითი მტკიცებულებებია ის საგნები,რომლებიც შეიცავენ ასოებს,ნიშნებს,ციფრებს,ხაზებს და ასე შემდეგ. წერილობით მტკიცებულებებში გამოხატულია გარკვეული აზრები,რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების შესახებ.
ჩამონათვალი არა რის ამომწურავი-ნახაზები,რუკები,სქემები,ნოტები,ესკიზები...რომელთა აღქმა,წაკითხვა შესაძლებელლია,რომელთაც აქვთ კავშირი საქმესთან.
დოკუმენტები-ისეთი წერილობითი მტკიცებულებაა,რომელიც გაცემული ან დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ,თავისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში,კანონით დადგენილი წესით.უნდა ჰქონდეს აუცილებელი რეკვიზიტები.
საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები. ოფიციალური წერიობითი მტკიცებულებები იმით ხასიათდება რომ ისინი გაცემულია უფლებამოსილი ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ. არაოფიციალური ეწოდება წერილობით მტკიცებულებას,რომელიც მომდინარეობს ფიზიკური პირებისგან. სანოტარო წესით დადასტურებული წერილობითი მტკიცებულებების ნამდვილობას ადასტურებს ნოტარიუსი.წერილობითი მტკიცებულება ფაქტებს ადასტურებს მასში გადმოცემული აზრების შინაარსის თვალსაზრისით.
წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მირება იმ პირისგან,ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება,მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე,რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოიტხოვოს ერთგვაროვანი დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე,იმ ვარაუდით რომ აღნიშნული დოკუმენტებით შიძლება დადგინდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები.პირი ვალდებულია დაასაბუთოს,თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი,რომ მტკიცებულებ მის მიერ მითითებული პირს ხელთაა. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში,რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
წერილობითი მტკიცებულება,როგორც წესი,სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი,სასამართლოს,მხარეთა შუამდგომლობით ან თვისი ინიციატივით,შეუძლია მოითხოვოს დედნის წარგდენა.პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარგდენისაგან მხოლოდ იმ შემტხვევაში ,თუ დაამტკიცებს,რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით,რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს,შეუძლებელია.საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელბის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებს ფიზიკური და იურიდიული პირები გადაუგზავნიან სასამართლოს დანიშნულ ვადაში. თუ მათ არ შეუძლიათ ამ ვადაში წარადგინონ ეს მტკიცებულებები, ისინი ვალდებული არიან, აცნობონ სასამართლოს ამის შესახებ მიზეზების მითითებით. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად.შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც წერილობითი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო მოქალაქეს ან საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელს ანდა შესაბამის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით.
დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან.
წერილობითი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.
მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.
თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს.წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.
სასამართლოში საბუთების წარდგენის სიძნელისას სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს სათანადო წესით შემოწმებული ამონაწერების წარდგენა ან მოახდინოს წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერება და გამოკვლევა მათი შენახვის ადგილზე. საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.
ნივთიერი მტკიცებულება ნებისმიერი ნივთი და საგანია,რომელსაც შეუძლია დაადასტუროს იმ ფაქტების არსებობა,რომლებიც აუცილებელია საქმის სწორად გადასაწყვეტად. ნივთ.მტკიცებულებებით სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მიყენებული ზიანის ოდენობა,მოწოდებული პროდუქციის ხარისხი,შეკვეთის შესრულების ხარისხი. ნივთიერი მტკიცებულებბია:სარჩელის მატერიალური ობიექტი-ქონება,რომლის გამოტხოვასაც ითხოვს მოსარცელე;უხარისხო პროდუქცია,გაფუჭებული ნივთები;ყალბი დოკუმენტები არა შინაარსით,არამედ თვისებებით. საგნების ნაცვლად სხდომაზე შესაძლოა დწარდგენილი იქნეს მათი ფოტოები.ნივთ.მტკიცებულებათა შემოწმების მიზნით ინიშნება ექსპერტიზა.
ნივთიერ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო ნივთიერი მტკიცებულების მიღება იმ პირისაგან, ვისაც ხელთა აქვს იგი, მხარეს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია აღნიშნოს, საქმის რა მნიშვნელოვანი გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით, აღწეროს ეს ნივთი და მიუთითოს, რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.
ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა გადაუგზავნონ უშუალოდ სასამართლოს დანიშნულ ვადაში. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე ნივთიერი მტკიცებულების გამოთხოვაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისცეს უფლება მიიღოს საბუთი სასამართლოში წარსადგენად.
ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, სასამართლოს აცნობონ იმის შესახებ, რომ არ შეუძლიათ წარადგინონ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულება ან წარადგინონ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ამ ნაწილით გათვალისწინებულ პირებს განუსაზღვროს დამატებითი ვადა მტკიცებულებათა წარმოსადგენად. შეუტყობინებლობისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის შესახებ სასამართლოს მოთხოვნა არასაპატიო მიზეზით არ შესრულდა, სასამართლო შესაბამის ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის თანამდებობის პირს აჯარიმებს 150 ლარით. დაჯარიმება არ ათავისუფლებს შესაბამის პირს სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ნივთიერი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობისაგან. ნივთიერი მტკიცებულების განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო აჯარიმებს შესაბამის პირს პირველი ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
თუ ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს მის ხელთ არსებული ნივთიერი მტკიცებულების წარდგენაზე.
2.ვადები,ვადის დრო,სახეები,ვადის გაგრძელება და აღდგენა.
საპროცესო ვადა ეს არის კანონით გათვალისწინეული ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა,რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.იმის მიხედვით,თუ პროცესის რომელი სუბიექტია კონკრეტული საპროცესო ვადის ადრესატი,ვადები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:1)სასაამრთლოსთვის დადგენილი ვადები,რომლის განმავლობაშიც თVითონ სასამართლომ უნდა შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება. 2)ვადები,რომლებიც დადგენილია პროცესის მონაწილეთა მიერ შესაბამისი მოქმედებების შესასრულებლად. 3)ვადები,რომლებიც დადგენილია სხვა პირთათვის,რომლებიც ვალდებული არიან შეასრულონ სასამართლოს მითითებბეი ამ ვადებში.
საპროცესო ვადები ორი სახისაა:1)კანონით დადგენილი ვადები და 2) სასამართლოს ან მოსამართლის მიერ დდგენილი ვადები.მათ შორის განსხვავება ისაა,რომ კანონით დადგენილი ვადები დაგდენილია როგორც სასამართლოსთვის ,ისე პროცესის მონაწილეთათვის. ასეთი ვადები არ შეიძლბა შეიცვალოს მხარეთა და სასამართლოს შორის შეთანხმებით.ამგვარი ვადის გასვლის შემდეგ მხარეები კარგავენ უფლებას შეასრულონ ის,რისი შესრულებაც ვადის გასვლამდე შეეძლოთ,მეორე სახის ვადები კი დადგენილია მხოლოდ პროცესის მონაწილეთათვის და ისინი საწიროების შემტხვევაში შეიძლება შეიცვალოს ან გაგრძელდეს თვითონ სასამართლოს მიერვე.
1) კანონით დაგდენილი საპროცესო ვადები იყოფა ზოგად და სპეციალურ ვადებად.ზოგადი ვადის შემთხვევაში სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხასდების მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა,განსაკუთრებით რთულ საქმეზე ვადა შეიძლება გაგრძელდებს არა უმეტეს 5 თვისა,ხოლო სპეციალური ვადის შესახებ არნიშნულია,რომ საქმეები ალიმენტის გადახდევინების,დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაიზანებით,აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოქვეული ზინაის ანაზღაურბეის ,შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნეის შესახებ განხილულ უნდა იქნეს არაუგვიანეს1 თვისა. თუ კანონით დაგდენილი ვადა დაარღVია სასამართლომ ეს გავლენას არ მოახდენს პროცესის მსვლელობაზე,ხოლო,თუ ვადა დაარღვია პროცესის მონაწილემ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამაფრთლოს მიერ დანიშნული ვადის გავსლის შემდეგ.საჩივარი ან საბუთები,რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ,განუხილველი დარჩება.თუმცა საპროცესო მოქმედების შესასრულებლად კანონით დადგენილი ვადა შეიძლება აღადგინოს სასამართლომ,თუ ცნობს ,რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიოო მიზეზით.საპროცესო კოდექსის თანახმად,სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებბის გასაჩივრების ვადები საერტოდ არ შეიძლება აღდგენილ ან გაგრძელებულ იქნეს.
2) სასამართლოს მიერ დანიშნული ვადები. საპროცესო ვადების ხანგრძლივობას სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებებისა და იმ დროის გატვალისწინებით,რომელიც აუუცილებელია საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად. საპროცესო ვადები შეიძლება დადგინდეს იმ პირთა მიმართაც რომლებიც პროცესის მონაწილენი არ არიან,მაგრამ ,რომლებიც ვალდებულნი არიან შეასრულონ მოსამართლის მითითებები.
საპატიო მიზეზით გაშვებული საპროცესო ვადა შეიძლება გაგრძელდეს ან აღდგეს.
ვადის გაგრძელება ნიშნავს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის ,რომელიც არ შესრულდა დადგენილ ვადაში,ახალი ვადის განსაზღვრას სასამართლოს მიერ. სასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით შეუძლია მიმართოს იმან,ვისტVისაც დანიშნული იყო ამა თუ იმ მოქმედების შესრულების ვადა.გაშვებული ვადა სასამართლომ თავისი ინიციატივითაც შეიძლება გააგრძელოს. თუ ვადა დანიშნულია სასამართლოს მიერ კოლეგიურად,ამ ვადას მოსამართლე ერთპიროვნულად ვერ შეცვლის,ვერ გააგრძელებს და პირიქით,ვადები,რომელბიც დადგენილია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ,შეიძლება გაგრძელდეს მის მიერვე.ვადის გაგრძელების შესახებ საქმის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება ის,თუ რამდენად საპატიოა ის მიზეზი,რომელთ გამოც გაშვებულია ვადა.საპატიოა მიზეზი,რომელიც შეუძლებელს ან რთულს ხდის დადგენილ ვადაში შესაბამისი მოქმედების შესრულებას.
სასამართლოს მიერ დანიშნული ვადბეი შეიძლება მხოლოდ გაგრძელდეს,ხოლო კანონით დადგენილი ვადები აღდგენილ იქნეს.
საერთო წესით სასაამართლოს აღდგენს საპროცესო ვადას თუ სახეზეა ერთობლივად რამდნეიმე პირობა:1)განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ სასამართლოში შეაქვს იმას,ვინც გადააცილა კანონით დადგენილი საპროცეოს ვადა,ან მის წარმომადგენელს. 2)ეს განცხადება შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში,რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება.ასეთ განცხადებას სასამართლო დააკმაყოფილებს თუ ცნობს,რომ საპროცსო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. 3)ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთადბმხარემ უნდა შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებაც,რომლის შესრულების ვადაც გაუსლია.მაგ:შეიტანოს სასაჩივარი,შესაგებელი,წარადგინოს დოკუმენტები...
ისევე როგორც საპროცესო ვადის გაგრძელების შემტხვევაში,ვადის აღგდნეის შემტხვევაშიც აღდგენის საფუძველია ვადის გაშვების საპატიო მიზეზი არსებობა.
3.მესამე პირები,უფლებამონაცვლეობა,მისი სამართლებრივი სტატუსი.
მოსარჩელისა (თანამოსარჩელეთა) და მოპასუხის (თანამოპასუხეთა) გარდა, მხარეთა შორის დავის გადაწყვეტით შეიძლება დაინტერესებული იყოს და, შესაბამისად, შესაძლებელია პროცესში მონაწილეობა მიიღოს აგრეთვე სხვა ისეთმა გარეშე პირმა, რომლის ინტერესს საქმე შეეხება. ეს იქნება მესამე პირის მონაწილეობა.
პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა იმითაა განპირობებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ საქმეზე შეიძლება გავლენა მოახდინოს შემდგომში იმ პირთა ინტერესებსა და უფლებებზე, რომლებიც მხარეს არ წარმოადგენენ.
მესამე პირებს დავის გადაწყვეტის მიმართ აქვთ იურიდიული ინტერესი.
მესამე პირები არასოდეს თვითონ არ აღძრავენ საქმეს.
მესამე პირები შედიან დაწყებულ პროცესში.
მესამე პირთა უფლებები და ინტერესები ხშირად არ ემთხვევა მხარეთა უფლებებსა და ინტერესებს.
პროცესში შესვლის საფუძვლების, ასევე საქმის შედეგით დაინტერესების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ორი სახის მესამე პირს:
1.მესამე პირები, რომლებიც განაცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე
2. მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე.
პროცესში მესამე პირთა მონაწილეობის შედეგად: საშუალება ეძლევა სასამართლოს ერთ საქმეში გააერთიანოს ყველა მტკიცებულებას, ვინაიდან მესამე პირები დაინტერესებულები არიან მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნების დადასტურებით და შეიძლება მათ ხელთ ჰქონდეთ შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლოს შესაძლებლობა აქვს საქმის ყველა გარემოება სრულად გამოიკვლიოს.
თავიდან იქნება აცილებული სასამართლოს მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა გამოტანა.
ყველა მოთხოვნის ერთდროულად განხილვით საქმე უფრო სამართლიანად გადაწყდება
მესამე პირს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ინტერესები დროულად დაიცვას.
უზრუნველყოფს პირთა უფლებების და ინტერესების სწრაფად გადაწყვეტას და ამით პროცესის ეკონომიას.
ორი საქმის ნაცვლად განიხილება ერთი საქმე, ორი გადაწყვეტილების ნაცვალდ გამოვა ერთი გადაწყვეტილება.
მუხლი 88. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით
1.თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
2. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა.
მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.
4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
პირთა შეცვლა სამოქალაქო სამართალწარმოებაში შესაძლებელია არა მხოლოდ არასათანადო მხარის სათანადოთი შეცვლის წესით, არამედ შესაძლოა პროცესში ერთი პირის ადგილი დაიჭიროს მეორე პირმა სხვა მიზეზითაც - საპროცესო უფლებამონაცვლეობის წესით.
საპროცესო უფლებამონაცვლეობა ხდება მაშინ, როდესაც ერთი პირის უფლება, რომელთანაც დაკავშირებულია პროცესი, გადადის მეორეზე, რომელიც იკავებს წინამორბედის საპროცესო მდგომარეობას.
უფლებამონაცვლეობა შეიძლება შეეხოს მოსარჩელეს, მოპასუხეს და მესამე პირს.
საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია - ადამიანის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა, ვალის გადაკისრება.
უნივერსალური უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლეზე გადადის წინამორბედის ყველა სამოქალაქო უფლება და მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია).
სინგულარული (კერძო მონაცვლეობის ) უფლებამონაცვლეობა გვაქვს, როცა კანონით დაიშვება ცალკეულ მატერიალურ=სამართლებრივ უფლებათა გადასვლა (მოთხოვნის დათმობა; ვალის გადაკისრება)
4.სამართლებრივი ურთიერთობა,მისი ელემენტები,მხარე,არასათნადო მხარე,თანამონაწილეობა
სასამართლოში ყოველი საქმე აღიძვრება ვინმეს მიერ და ჩვეულებრივ მიმართულია ვინმეს წინააღმდეგ.ის პირი,რომლის სახელიტაც წარმოებს საქმე სასამართლოში და რომელიც დაინტერესებულია საქმის ბედით,პროცესში მხარედ იწოდება.ამიტომ მოსამართლე,მოწმე,სპეციალისტი,თარჯიმანი ან ექსპერტი,რომლებიც სხვადასხვა მიზნით იღებენ პროცესში მოანწილეობას,მხარედ ვერ ჩაითვლებიან.
მხარეები სამოქალაქო პროცესში ეწოდებათ იმ პირებს,რომელთა შორის წამოჭრილი დავა უფლების შესახებ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. მხარე სასარჩელო წარმოების ძირითადი მონაწილეა.მხარე ორია პროცესში,რამეთუ დავა უფლების შესახებ,უსათუოდ გულისხმობს ორ მხარეს:ერთია ის ვინც დაიწყო საქმე,ვინც აღძრა მოთხოვნა,მეორეა ის,ვის წინააღმდეგაც არის წამოყენებული მოთხოვნა,ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.პირველს ეწოდება მოსარჩელე,მეორეს-მოპასუხე,ხოლო ორივეს-მხარეები.
მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე შეიძლება მრავალი პირი მონაწილეობდეს,მაგრამ ამა თუ იმ მხარეზე მონაწილეთა რაოდენობას არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს,მხარე მხოლოდ ორი იქნება პროცესში;მაგალითად, სადავო უფლება წილობრივი საკუთრების უფლებით შესაძლოა ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს.თავიანთი ინტერესების დასაცავად სარცელის აღძვრის შემთხვევაში,ყველა თანამესაკუთრე ერთი მხარე-მოსარჩელე მხარე იქნება.
მოდავე მხარეები არ არიან მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები.ამიტოომ ისინი არასათანადო მხარეები იქნებიან,მაგრამ მაინც მხარეები არიან პროცესში.
მხარეების ნიშნებია:1)მხარეებს აქვთ ურთიერთსაპირისპირო იურიდიული ინტერესი; 2)აქვთ საქმის შედეგით იურიდიული დაინტერესება; 3)პროცესში გამოდიან თავისი სახელით;4)სასამართლო გადაწყვეტილების მიღება ხდება მხარეთა სახელზე; 5)მხარეებზე ვრცელდება გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი ძალა; 6)მხარეებმა უნდა გასწიონ სასამართლო ხარჯი.
მოსარჩელე პროცესის ის მონაწილეა,რომელიც მოიტხოვს რაიმეს მიკუტვნებას,რაიმე უფლების ცნობას,მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების აკრძალვას.მან სასარჩელო განცხადებაში უნდა დაასახელოს როგორც თვაისი სახელი და გვარი,ასევე მოპასუხისაც.
მოპასუხე არის ის ვისაც თავს ესხმის მოსარცელე და ვინც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.
არასათანადო მხარეები არიან პირები,რომლებიც თავდაპირველად ივარაუდებოდნენ სადავო მატერიალური სამართალურტიერთობის მონაწილეებად,ამგრამ,როგორც საქმის განხილვის შედეგად გაირკვა,ისინი არ ყოფილან სინამდვილეში ამ ურთიერთობათა მონაწილენი
5.სამოქალაქო საპროცესო სამართლის საგანი,წყაროები,პრინციპები.
სამართლის თეორიაში სამართლის ყველა დარგი მატერიალური და საპროცესო სამართლის დარგებად იყოფა.მატერიალური სამართალი იმ სამართლებრივი ნორმების სისტემაა,რომელთა დხმარებითაც საზოგადოებაში ხორციელდება ადამიანთა ურთიერთობებზე ზემოქმედება პირადპისი,უშუალო სამართლებრივი მოწესრიგების გზით.მატერიალური სამართლის ნორმები განსაზღვრვანე ამ ურთიერთობების მონაწილეთა ურთიერთ უფლებებსა და მოვალეობებს.
სამოქლაოქ საპროცესო სამართალი იმ საპროცესო სამართლებრივი ნორმების სისტემაა,რომელიც სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების დროს სასამართლოსა და პროცესის სხვა ონაწილეებს შორის წარმოშობილ საზოგადოებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს.
სამოქალაქო პროცესი სასამართლოს საქმიანობაა მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით,რომელიც განსაზღვრული საპროცესო ფორმით მიმდინარეობს და მისი საგანია კონკრეტული სამოქალაქო საქმე.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის მეთოდი ეს არის სამართლის მოცემული დარგით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე ზემოქმედების საშუალებანი,ანუ იურიდიული საშუალებების სისტემა,რომელთა საშუალებითაც უზრუნველყოფილია საზოგადოებრივ ურთიერტობათა მოწესრიგება.
სამოქალაქო საპროცესო სამართლის წყაროებია მისი გარეგნული გამოხატულების ფორმები,ანუს ხვადასხვა დონის ის ნორმატიული აქტები,რომლებიც სამართლის მოცემული დარგის ნორმებს (საპროცესო ნორმებს) შეიცავენ. სამოქალაქო საპროცესო სამართლის წყაროებისთვის დამახასიათებელია ის,რომ:1)სამოქალაქო საპროცესო სამართლის წყაროს სამოქალაქო სამართლისგან განსხვავებით წარმოადგენენ მხოლოდ საკანონმდებლო აქტები,ანუ კანონები. 2)საქ.კონსტ.მე-3 მუხლის თანახმად,მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება საპროცესო კანონმდებლობის შემუშავება და მიღება. 3)თანდათანობით ფართოვდება სამოქალაქო საპროცესო სამაღთლის ნორმების შემცველი საკანონმდებლო აქტების წრე.
ფორმალური მნიშვნელობით სამოქ.საპრ.სამ.-ის წყაროებია საკანონმდებლო აქტები და ის საერთაშორისო ხელშეკრულებები,რომლებშიც საქართველო მონაწილეობს. ეს ნორმატიული აქტები შეიცავენ სამოქ.საპრ.ნორმებს და ამა თუ იმ ხარისხით აწესრიგებენ სამოქ.სამარტალწარმოებას,იმისდა მიხედვით თუ რა დონის ნორმატიული აქტია თითოეული მათგანი.
სამოქ.საპრ.სამ.წყაროთა,ე.ი. საპროცესო ნორმების შემცველი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია,მათი ჩამოთვლა შეუძლებელია.
სამართლის ნებისმიერი დარგის საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია.
საპრ.სამართლის წყაროთა შორის მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების საქართველოს ორგანული კანონი.რომელიც ეხება სასამართლოთა მოწყობას,მოსამართლეთა სტატუსს,პროცესის ძირითად პრინციპებს.
მართლმსაჯულების განხორციელების წესი დაწვრილებითა რის მოცემული სამოქ.საპრ.კოდექსში.
პროცესის წყაროებია ასევე ის კანონები,რომელთა გამოყენებაც ხდება ერთი რომელიმე სახის საპროცესო ურთიერთობის,მაგრამ არა მთელი პროცესის მოწესრიგების მიზნით. მაგ; საქართველოს კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ.
სიტყვა “პრინციპი” ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს “საფუძველს”, “საწყისს”.
ესაა ზოგადი დებულებები, რომლებიც წარმოადგენენ რომელიმე თეორიის, მოძღვრების, , მეცნიერების ძირითად ამოსავალს (სახელმძღვანელოს);
პრინციპები წარმოადგენენ ნორმატიულად ფუძემდებლურ სამართლებრივ იდეებს, რომლებზეც აგებულია სამოქალაქო პროცესის ყველა ინსტიტუტი და რომლებიც განსაზღვრავენ პროცესის ბუნებას და სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების მეთოდებს.
პრინციპების პრაქტიკული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უზრუნველყოფენ, გარანტირებულს ხდიან კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანას და აღსრულებას, კანონიერ მართლმსაჯულებას.
პრინციპში აისახება პროცესის წყობა, სტრუქტურა, სამოქალაქო სამართალწარმოების თავისებურებები, სამოქალაქო საპროცესო სამართლის და მისი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების არსებითი ნიშნები.
1. სასამართლოს მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპი-სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე
მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.
კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება, ვერც ერთი ორგანო ვერ მიითვისებს მართლმსაჯულების ფუნქციას, რადგან ეს ფუნქცია მხოლოდ სასამართლოს ეკუთვნის.
ნოტარიუსი, რეესტრი, არბიტრაჟი, მედიაცია - ზოგიერთი კატეგორიის სამოქალაქო საქმეებთან მიმართებით იღებენ გადაწყვეტულებებს, თუმცა არ შეიძლება თქმა, რომ ისინი ახორციელებენ მართლმსაჯულებას, რადგან კონსტიტუციის თანახმად სასამართლოა ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებული ფუნქცია.
2. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი მორჩილების პრინციპი-მუხლი 6. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება
1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.
2. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.
3. თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით.
მოსამართლის დამოუკიდებლობის საფუძველის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.
მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი მორჩილება ფაქტობრივად ორი დებულებაა, თუმცა შეადგენს ერთ პრინციპს, რადგან მოსამართლეთა დამოუკიდებლობას განაპირობებს მათი კანონისადმი მორჩილება, ხოლო მოსამართლეთა მხოლოდ კანონისადმი მორჩილება, თავის მხრივ, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა მოსამართლე ნამდვილად დამოუკიდებელია.
მოსამართლე ემორჩილება როგორც მატერიალურ, ისე პროცესუალურ კანონს.
მოსამართლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი გარანტიებით.
მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მოსამართლის დამოუკიდებლობის იურიდიული გარანტიებია - მართლმსაჯულების განხორციელების კანონით დადგენილი წესი, მოსამართლის შეუცვლელობა, თანამდებობაზე მოსამართლის გამწესების წესი.
მოსამართლე არ არის ვალდებული მისცეს რაიმე ახსნა-განმარტება უკვე განხილულ ან მის წარმოებაში არსებული საქმის ირგვლივ.
სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოება, რადგან მოსამართლის დამოუკიდებლობის იურიდიული გარანტიაა მისი პიროვნების ხელშეუხებლობა.
3. სასამართლოს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი- სასამართლოს და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში.
სასამართლოს და კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
კანონი დიდისა და და პატარისათვის ერთნაირი უნდა იყოს (ილია).
რომაული პრინციპი - კანონი ყველას ერთნაირად (თანაბრად ) ელაპარაკება.
ეს პრინციპი უზრუნველყოფილია იმით, რომ ყოველი საქმე განიხილება ერთი და იგივე წესით, დადგენილია ერთი და იგივე საპროცესო ფორმა, საქმის მონაწილენი სარგებლობენ თანაბარი სამართლებრივი გარანტიებით.
მართლმსაჯულება ხორციელდება ყველასათვის ერთიანი სასამართლოს მიერ.
4. მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობის პრინციპი-სასამართლოს დანიშნულებაა გაარკვიოს სიმართლე და ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც საქმეში ორივე მხარეს ერთნაირ მდგომარეობაში ჩააყენებს.
კანონი მხარეებს თანაბარ შესაძლებლობებს ანიჭებს უფლებების დაცვის საკითხში.
რომაელი იურისტების აზრით - მოსარჩელისათვის არ უნდა იყოს ნებადართული ის, რაც არ არის ნებადართული მოპასუხისათვის.
სასამართლომ ორივე მხარეს უნდა მიანიჭოს თანაბარი შესაძლებლობები (აუდიატურ ეტ ალტერა პარს - მოუსმინეთ მეორე მხარესაც).
ეს პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული შეჯიბრებითობის პრინციპთან.
5. შეჯიბრებითობის პრინციპი-მუხლი 4. შეჯიბრებითობის პრინციპი
1. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
2. საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
შეჯიბრებითობა ნიშნავს შედავებას, შებრძოლებას და გამარჯვებისკენ სწრაფვას.
სამოქალაქო საქმის განხილვა მიმდინარეობს შეჯიბრებითი ფორმით.
სამოქალაქო სამართალწარმოების მიზანია არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მხარეთა შეჯიბრის საფუძველზე სასამართლოს დარწმუნება ამ თუ იმ პოზიციის სისწორეში
საქმის იურიდიული მხარის გამორკვევა, სათანადო კანონის მონახვა და შეფარდება სასამართლოს მოვალეობა.
მომეცი ფაქტები - მოგცემ სამართალს.
თვით სასამართლო თავისი ინიციატივით არ აგროვებს მტკიცებულებებს, არამედ საქმეს წყვეტს მხოლოდ იმ ფაქტობრივი მასალის მიხედვით, რომელსაც მას წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში “წმინდა”, “სრული” შეჯიბრებითობა არ არსებობს (მე-4 მუხლის მეორე ნაწილი).
შეჯიბრებითობის პრინციპი ნიშნავს, რომ მხოლოდ მხარეები წყვეტენ, თუ რომელ გარემოებებსა და, მაშასადამე, ფაქტებს წარმოადგენენ, ხოლო სამართლებრივი შეფასება კი სასამართლოს კომპეტენციაა.
სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება უნდა დააყრდნოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ მეორე მხარისთვის ხელსაყრელ ფაქტებს ან მტკიცებულების შეფასების ხელსაყრელ შედეგებს - თუმცა, შეძლებისდაგვარად მას შემდეგ, რაც შესაბამის სამართლებრივ მითითებას გააკეთებს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარგებლის მიმღები მხარე ამაზე პირდაპირ არ უთითებს.
სასამართლო თავისუფალია სამართლებრივი შეფასებისას.
მხარეებს არ შეუძლიათ - არც ცალკე და არც ერთობლივად - სასამართლოს იძულება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეამოწმოს მხოლოდ ან უპირატესად ერთი განსაზღვრული სამართლებრივი ასპექტის ფარგლებში, ან არ განიხილოს მოთხოვნის უფლების კონკრეტული მატერიალური საფუძველი. განსაკუთრებით მოთხოვნის უფლებათა კონკურენციის პირობებში, მხოლოდ სასამართლოს საქმეა, გადაწყვიტოს, თუ რომელი სამართლებრივი ასპექტებით (აგრეთვე, წინდახედულობიდან გამომდინარე, ე.წ. დამატებითი დასაბუთებებით) დაასაბუთებს გადაწყვეტილებას, რომლითაც აკმაყოფილებს სარჩელს. როდესაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს, სასამართლომ, ამისგან განსხვავებით, უნდა განიხილოს მოთხოვნის უფლების ყველა ის სამართლებრივი საფუძველი, რომლებსაც შეიძლება დააყრდნოს თავისი გადაწყვეტილება; მეტიც, ეს უნდა მოხდეს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რომელ სამართლებრივ შეხედულებებს შეეხნენ მხარეები საქმისწარმოებისას.
6. სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე განხორციელების პრინციპი-მე-9-ე მუხლის მე- 4-ე ნაწილი
სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არ მცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.
საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე - აფხაზური.
ნებისმიერი დოკუმენტი სასამართლოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო ენაზე. თუ დოკუმენტი საჭიროებს სახელწმიფო ენაზე თარგმნას, იგი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე, დამოწმდეს სათანადოდ და ისე წარედგინოს სასამართლოს.
იმ ენის არჩევანის უფლება, რა ენაზეც პირმა უნდა მისცეს ახსნა-განმარტება სასამართლოს, მხოლოდ ამ პირს ეკუთვნის. სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ეს საკითხი.
თარჯიმნის მომსახურებით სამართალწარმოების არმცოდნე პირი სარგებლობს უსასყიდლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლი.
სამართალწარმოების სახელმწიფო ენაზე განხორციელების პრინციპის დარღვევა განიხილება, როგორც სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმათა არსებითი და უხეში დარღვევა, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას.
7. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობის პრინციპი-მუხლი 9. სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა
1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
1.1. სასამართლოს შენობაში, ასევე სამოქალაქო საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. (11.07.2007. №5290 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში _ მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.
3. საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
პროცესის საქვეყნოობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მსურველს უფლება აქვს თავისუფლად დაესწროს სასამართლო სხდომას, იმყოფებოდეს სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დროს პროცესის დაწყებიდან , მის დამთავრებამდე.
სამოქალაქო საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის ორი სახე არსებობს:
1.ყველა შემთხვევაში როდესაც ამას უპირობოდ მოითხოვს კანონი.
2.მხარის ან მისი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით
მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება (1.05.2013 N 580)
1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც. (12.06.2015. N3696 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან) 7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.
8. კანონიერების პრინციპი- სამოქალაქო პროცესი უფლების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა და კანონის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს დარღვეული ან სადავო უფლების სათანადო დაცვა კანონით დადგენილი საპროცესო წესით და ასევე განახორციელოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაც.
სასამართლო ვალდებულია საქმე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტოს.
სასამართლომ ნებისმიერი აქტის მიღებისას თუ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას სწორად უნდა გამოიყენოს როგორც მატერიალური (რეგულაციური) სამართლის, ისე საპროცესო სამართლის შესაბამისი ნორმები.
გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს, თუ რომელი კანონის საფუძველზე გადაწყდა ეს კონკრეტული დავა
კანონიერების პრონციპის განხორციელება უზრუნველყოფილია მთელი რიგი საპროცესო გარანტიებით. ეს გარანტიებია: მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მხოლოდ კანონისადმი მათი მორჩილება, კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობა, პროცესის შეჯიბრებითობა, მხარეთა თანასწორუფლებიანობა, საქმის განხილვის საქვეყნოობა, საქმის განხილვის უშუალობა და ასე შემდეგ
9. დისპოზიციურობის პრინციპი-მუხლი 3. დისპოზიციურობის პრინციპი
1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ვისაც სურს განახორციელოს თავისი უფლებები, თვითონვე უნდა იზრუნოს ამაზე.
პიროვნება თავისუფალია განკარგოს საკუთარი მატერიალური უფლებების და ამ უფლებების დაცვის საპროცესო საშუალებები
დისპოზიციურობის პრინციპი გერმანულ სამართალშიც შეუზღუდავად მოქმედებს წარმოების დაწყებისა და დავის საგნის განსაზღვრისას.
დისპოზიციურობის პრინციპი არ აბრკოლებს სასამართლოს პროცესის აქტიურად მართვაში.
.
10. ზეპირობისა და წერილობითობის შეხამების პრინციპი
სამოქალაქო პროცესი აგებულია ამ ორი საწყისის შეხამებაზე.
სასამართლო საქმეს იხილავს როგორც წესი ზეპირად.
სამართალწარმოება სასამართლოში ხორციელდება წერილობითისა და ზეპირი ფორმის შეხამებით.
11. უშუალობის პრინციპი მტკიცებულებები სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს უშუალოდ, უშუალო აღქმის საფუძველზე.
სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე შემოწმებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებას.
სასამართლო პირადად უნდა გაეცნოს მტკიცებულებებს და არა სხვა პირთა მეშვეობით.
უშუალობა იმაში მდგომარეობს, რომ საქმის განხილვის დროს პირველი ინსტანციის სასამართლო ვალდებულია პირადად, ე.ი. უშუალოდ გამოიკვლიოს მტკიცებულებები, ანუ უშუალოდ მოისმინოს მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები, გაეცნოს წერილობით მტკიცებულებებს, დაათვალიეროს ნივთიერი მტკიცებულებები.
12. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობის პრინციპი
მუხლი 10. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
6. სასამართლოს შემადგენლობა და აცილება.
7.განსჯადობა
სასარჩელო განცხადების წარმოებაში მირების შესახებ გადაწყვეტილების მიმრებმა სასამართლომ სხვა საკიტხებთან ერთად ერთ-ერთი უმტავრესი საკითხიც უნდა გადაწყვიტოს,კერძოდ განსჯადობის საკიტხი.ე.ი. უნდა განსაზღროს მოცემული საქმე არის თუ არა მოცემული კონკრეტული სასამართლოს განსჯადი,შეუძლია თუ არა ამ სასამართლოს მისი განხილვა-გადაწყვეტა. განსჯადობა ეს არის პროცესის ინსტიტუტი,რომელიც აწესრიგებს სასამართლოებისადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეების კონკრეტული სასამართლოს გამგებლობისადმი მიკუთვნების საკიტხს.
ძირითადი ნიშნების მიედვით განასხვავებენ გავრეობით,ანუ საგნობრივ და ტერტორიულ განსჯადობას.
საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემას მქნიან:რაიონული,სააპელაციო,უზენაესი სასამართლოები.გვარეობითი განსჯადობა განსაზღვრავს საერთო სასამართლოების ამ სხვადასხვა რგოლის სასამართლოთაგან,თუ კონკრეტულად რომელი რგოლის სასამართლომ უნდა განიხილოს სავა აარსებითად.
საქმეთა გავრის(სახის) გარდა,განსჯადობის განსაზღვრის ნიშანია აგრეთვე ტერიტორიაც,რომელზედაც ფუნქციონირებს კონკრეტული სასამართლო. ტერიტორიული განსჯადობა ეწოდება სასამართლოებისადმი საქმეთა განსჯადობას იმ ტერიტორიისდა მიხედვით,რომელზედაც ვრცელდება მოცემული სასამართლოს საქმიანობა. ტერიტორიული განსჯადობის ქვესახეები:1) სამოქალაქო საქმეთა საერთო განსჯადობა განისაზღვრება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდილი პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოსარცელე ვალდებულია თVითონ მიუთითოს სარჩელში მოპასუხის მისამართი.თუ მოპასუხეს არ აქვს საცხოვრებელი მაშინ საქმის განხილვა მოხდება მისი ადგილსამყოფელის მიხედვიტ. თუ მოსარჩელისთვის უცნობია მოპასუხის ადგილსამყოფელი მაშინ საღცელი აღიძრება მოპასუხის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იურიდიულ პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისის ადმინისტრაციიის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი.მისი სხვა ადგილსმაყოფელი ჩაითVლება ფილიალის ადგილსამყოფელად.
2)ალტერნატიული განსჯადობა,როცა საქმე შეიძლება განხილულ იქნეს კანონში მითითებული რამდნეიმე სასამართლოდან ერთ-ერთ სასამართლოში მოსარჩელის არჩევით.განსჯადობა მოსარცელის არჩევით ნიშნავს რომ საქმე არა მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს განსჯადია,არამედ შეიძლება სხვა სასამართლოს განსჯადიც გახდეს.
3)განსაკუთრებული განსჯადობა,რომელიც უშვებს განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა განხილვას მხოლოდ ერთ რომელიმე,კანონით ზუსტად განსაზღვრულ სასამართლოში.განსაკუთრებული განსჯადობის სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს არცევა არ არის დამოკიდებული მოსარჩელის ნებაზე,არამედ განსჯადი სასამართლო ზუსტად არის განსაზღვრულიკანონით.
სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა,მაგრამ გარდაცვალების დროისთვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა , სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელის მიხევდით.
4)სახელშეკრულებო განსჯადობა ეწოდება მხარეთა შეთანხმებით დადგენილ განსჯადობა. სახელშეკრულებო განსჯადობა ნიშნავს,რომ მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ დაადგინონ მოცემული კონკრეტული სამოქალაქო საქმის ტერიტორიული განსჯადობა.
8 სასამართლო შეტყობინება და დაბარება
მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ ერთ მათგანს ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ,სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით,თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
9 პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების თავისებურება იმაშიმდგომარეობს,რომ იგი ფასიანია.მხარეები და მესამე პირები სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიან ფულად თანხებს,ნებისმიერ სასამართლოს შესასრულებელი საპროცესო მოქმედებაზე.სამოქალაქო საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებით მხარეთამიერ გადახდილ ფულად თანხებს სასამართლო ხხარჯები ეწოდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად პროცესის ხარჯები ორი სახისაა- სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათიოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგადაწყვეტილებით.სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვისგაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათაუზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს
სახელმწიფო ბაჟი არის შენტანი,რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიულიპირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიულიმნიშნელობის მქონე მოქმედებების შესრულებისა და სათანადო საბუთებისგაცემისთვის.სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციისუმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტოანგარიშზე .სახელმწიფო ბაჟის ორი სახე არსებობს ესაა მარტივ და პროპორციული. მარტივიბაჟი გადახდევინება ხდება ლარებში და თეთრებში განსაზღვრული განაკვეთისმიხედვით ხოლო პროპორციული ბაჟის გამოითვლება პროცენტულად და მისოდენობა დამოკიდებულია სადავო თანხაზე, საჩივრის, სარჩელის ფასზე.რაც შეეხება ბაჟის ოდენობას,იგი ძირითადად წარმოადგენს დავის საგნისღირებულების 3%-ს,მაგრამ არანაკლებ 100ლარისა.ირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს
10 მტკიცება და მტკიცებულებები
მტკიმტკიცების ცნება განუყოფლადაა დაკავშირებული მტკიცებულებებთან
სასამართლო მტკიცება იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ უნდა განისაზღვროს, თუ რომელს გარემოებებს აქვთ არსებითი მნიშვნელობა. ამისათვის კი უნდა ვიხელმძღვანელოთ მატერიალური სამართლის იმ ნორმის ჰიპოთეზით და დისპოზიციით, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული.
მტკიცებულების შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა.
მტკიცების ტვირთის განაწილებაში არსებით როლს თამაშობს პრეზუმფციები, რაც ნიშნავს ვარაუდს, ესაა ვარაუდი, რომელიც უტყუარად ითვლება მანამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება
მტკიცებულებათა გამოკვლევა გულისხმობს მათ ყოველმხრივ შესწავლას, ანალიზს სასამართლოს, საქმის მონაწილეთა და მათი წარმომადგენლის მიერ მტკიცებულებათა შესახებობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის მიზნით.
მტკიცებულებათა შეფასება ეს არის მტკიცებულებათა შესახებობის, დასაშვებობის, უტყუარობის, საკმარისობის და მტკიცებულებებს შორის ურთიერთკავშირის არსებობის განსაზღვრა. ყოველი მტკიცებულება ფასდება ცალ-ცალკე და ყველა ერთმანეთთან კავშირში, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შეაპირისპიროს ისინი ამ მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობის აღმოფხვრის მიზნით.
მეცნიერთა აზრით მტკიცებულებათა შეფასება აზროვნების აქტია, ლოგიკური ოპერაციაა. მტკიცებულების შეფასებას ლოგიკური და სამართლებრივი მხარე აქვს.
მტკიცებულებებს საბოლოოდ აფასებს სასამართლო სათათბირო ოტახში, რაც ნებითი აქტის - სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. მტკიცებულებატა საბოლოო შეფასების მიზანია ფაქტების დადგენა მოცემულ საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში არ არის მოცემული მტკიცებულებების ცნება.
მტკიცებულებებია კანონით დადგენილი წესით მიღებული ცნობები ფაქტების შესახებ, რომელთა საფუძველზე სასამართლო ადგენს იმ გარემოებების არსებობას ან არარსებობას, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს და სხვა იმ გარემოებების არსებობას ან არარსებობას, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად განხილვისა და გადაწყვეტისათვის.
11 ადგილზე დათვალიერება
სამოქალაქო პროცესში, სასამართლოს მიერ ნივთიერი ან წერილობითი მტკიცებულების გაცნობა უშუალოდ ადგილზე, როდესაც მათი სასამართლოში წარდგენა შეუძლებელი ან მეტად ძნელია (მაგალითად, თუ ეს არის საცხოვრებელი ბინა, რომლის გაყოფას მოითხოვენ მხარეები, დაზგა, რომელზეც მუშა დაშავდა, დიდძალი საბუხჰალტრო დავთრები და მისთ.). ადგილზე დათვალიერებაში მონაწილეობს სასამართლოს მთელი შემადგენლობა. საქმის მონაწილე პირებსა და მათ წარმომადგენლებს აცნობებენ დათვალიერების დროსა და ადგილს. ადგილზე დათვალიერების შედეგი აისახება ოქმში, რომელსაც დათვალიერების ყველა მონაწილე აწერს ხელს. ოქმს დაერთვის ადგილზე შედგენილი ან შემოწმებული საბუთები; გვგმა, ნახაზი, სურათი და სხვ,,ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს. ფაქტების კონსტატაციის მიზნით ადგილზე დათვალიერების ჩატარება სასამართლომ შეიძლება დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
12 მხარის ახსნა განმარტება
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა (მესამე პირთა, თანამონაწილეთა, კანონისმიერ წარმომადგენელთა) ახსნაგანმარტების მიღებით: მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებს მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან შეკითხვები მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. სასამართლო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. თუ შეკითხვა უადგილოა ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სასამართლოს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის უადგილოდ ან შეუფერებლად მიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია მოსამართლეს ერთპიროვნულად, ხოლო როცა საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავს, მაშინ – სხდომის თავმჯდომარეს ასევე არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება:
ისეთი პირისაგან, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;
სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან.
13 მოწმის ჩვენება
სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით, მოწმედ შეიძლება გამოძახებული იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს სასამართლოს ცნობები საქმის გარემოებების შესახებ.
მოწმე არ შეიძლება იყოს:
1) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია სწორედ აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება.
2) სასულიერი პირები- იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს.
3) წარმომადგენლები სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე, ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის მოვალეობის შესრულებისას.
4) მედიატორი- მედიატორის მოვალეობის შესრულებისას გაგებული გარემოებების შესახებ.
მოწმედ დაბარებული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს სწორი ჩვენება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, კერძოდ მოწმის სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იგი დაჯარიმდება 50 ლარით. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მოწმის იძულებითი მიყვანა.
ამავდროულად ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი, კერძოდ ჩვენების მიცემაზე უარი შეუძლია თქვან:
ა) მხარეთა მეუღლეებმა;
ბ) ახლო ნათესავებმა – შვილები, შვილიშვილები, ძმები, დები, მშობლები, მშვილებლები, შვილობილები, მზრუნველები, მეურვეები, ბებიები, პაპები;