დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4708-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110603007, 03/06/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.016338 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 125-ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„42. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. 1252 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.
2. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 135. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე
1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების დარღვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. 1534 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.“.
5. 290-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 20 მაისი.
№4708–Iს
დოკუმენტის კომენტარები