დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5371-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 18/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110000.05.001.016514 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1872 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1872 . ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად ცნობის შესახებ პირის რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად ცნობის შესახებ პირის რეგისტრაციაზე უკანონოდ უარის თქმა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე.“.
მუხლი 2. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დროებითი ბინადრობის მოწმობა ასევე გაიცემა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა ადასტურებს მის მოქალაქეობას, ვინაობას, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს და სტატუსს.“.
3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბინადრობის მოწმობის მისაღებად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ვალდებულია წარადგინოს მხოლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათები.“.
4. III 1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის , სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის ა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირ ის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი “ .
5. 201 მუხლის:
ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11 . საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ – სამგზავრო დოკუმენტი) არის მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ.“;
ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21 . სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე (თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ასეთი დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია) მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.“.
6. 202 მუხლის:
ა) 72 და 73 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„72 . საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობების ნაცვლად წარადგენენ ბინადრობის მოწმობებს.
73 . სამსახურებრივი პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.“;
ბ) 83 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„83 . თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების წესი, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
7. 203 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი).“.
8. 204 მუხლის 1 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11 . სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაა 2 წელი.“.
9. 2010 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტომ უზრუნველყოს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.“.
მუხლი 3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქონებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ აირჩიონ იმ ქვეყნის სამართალიც, სადაც მათ აქვთ ახალი ერთობლივი ადგილსამყოფელი.“.
2. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, შეიძლება დაენიშნოს მეურვე ან მზრუნველი საქართველოს სამართლის მიხედვით.“.
მუხლი 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;“.
2. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;“.
მუხლი 5 . „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები – საჩივრებზე მათი იძულებით გადაადგილებულ პირად, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირად არცნობის შესახებ;“.
მუხლი 6 . „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის, გარდა მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-16 მუხლისა და V თავისა, მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის, მათ შორის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) ბინადრობის ნებართვა;
გ) საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა.“.
3. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა, საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი (საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა) ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის) მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან უვიზოდ.“.
4. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს ვიზის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.“.
მუხლი 7 . საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. VII6 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით“.
2. 2124 და 2125 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2124 . სასამართლოსთვის მიმართვა
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე მოთხოვნით რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ან თავშესაფრის მაძიებელს უარის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 2125 . ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის საკითხის გადაწყვეტის წესი
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების ან თავშესაფრის მიცემის თაობაზე იღებს სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 2 თვის ვადაში.
2. სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
3. სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში განიხილება მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.
4. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
5. საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში.
6. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის საერთო ვადა შეადგენს 2 თვეს. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობას წყვეტს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.
მუხლი 8. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 6 დეკემბერი.
№5371- IIს
დოკუმენტის კომენტარები