საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4223-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110310010, 10/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016191
  • Word
4223-Iს
22/02/2011
ვებგვერდი, 110310010, 10/03/2011
020000000.05.001.016191
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1392. ტრანსპორტის შესაბამის სფეროში ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

ტრანსპორტის სფეროში ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ შესაბამის სფეროში ნორმატიული აქტით (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებისა) დადგენილი მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.“.

2. 239-ე მუხლის:

ა) 28-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი.“;

ბ) 47-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 თებერვალი.

№4223Iს