საქართველოს რეპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს რეპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 14/05/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 14/05/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
14/05/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 14/05/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

(ამონარიდი)

II. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421):

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1731 და 1732 მუხლები:

     „მუხლი 1731. სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა

თანამდებობის პირის მიერ, რა საბაბითაც უნდა იყოს, სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა, რათა შეასრულის მასზე დაკისრებული მოვალება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე.

    მუხლი 1732. სასამართლოს კერძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების გამო ზომების მიუღებლობა

თანამდებობის პირის მიერ სასამართლოს კეძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების განუხილველად დატოვება, ან მათში აღნიშნული კანონების დარღვევების თავიდან აცილებისათვის ღონისძიებათა მიუღებლობა, აგრთევე კერძო განჩინებაზე (დადგენილებაზე) ან წარდგინებაზე დაგვიანებული პასუხის გაცემა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას მანეთამდე“.

2. 208-ე მუხლში ციფრი „173“ შეიცვალოს ციფრებით „173-1732“.

3. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრი „173“ შეიცვალოს ციფრებით „173-1732“.

4. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვების „122-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1731, 1732 მუხლებით“.

5. 279-ე მუხლის პირველი ნაწილში ციფრი „173“ შეიცვალოს ციფრებით „173-1732“.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია

თბილისი,

1991 წლის 14 მაისი.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.