დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 839-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102748 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. შეურაცხაობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს შეურაცხი იყო, ესე იგი, გონებრივი განვითარების შეფერხების, დემენციის ანდა ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეეძლო ანგარიში გაეწია ან ეხელმძღვანელა თავისი ქმედებისთვის.“. 2. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.“. 3. 3121 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი თვითიდენტიფიცირებაზე, განმარტების მიცემაზე უარს აცხადებს ანდა მისი იდენტიფიცირება ფიზიკური დარღვევის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირი შესაბამისი სპეციალისტის მონაწილეობით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელშიც აღიწერება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ყველა გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ამ ოქმს დაერთვის შესაბამისი ფოტოსურათი). ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი პირის შუამდგომლობის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილებით შეიძლება მიენიჭოს პირობითი სახელი, შედგენილი ციფრების ან/და ანბანის სიმბოლოების (ასოების) ისეთი კომბინაციით, რომელიც, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელს გახდის მის იდენტიფიცირებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის შემდგომი წარმოებისას. აღნიშნული პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N839-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები