საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1139-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.102876
1139-IVმს-XIმპ
09/12/2025
ვებგვერდი, 12/12/2025
020000000.05.001.102876
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1971 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა)“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

9 დეკემბერი 2025 წ.

N1139-IVმს-XIმპ