დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 934 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/06/2001 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 02/07/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.000.935 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 2291 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვა „აქვთ“ შეიცვალოს სიტყვით „აქვს“, ხოლო სიტყვები „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის და მისი რეგიონალური სამსახურების უფროსებს“ – სიტყვებით „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორს“.
2. 239-ე მუხლის 22-ე ნაწილში სიტყვა „ადგენენ“ შეიცვალოს სიტყვით „ადგენს“, სიტყვები „სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის“ – სიტყვებით „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის“, ხოლო სიტყვა „პირები“ – სიტყვით „პირი“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 19 ივნისი.
№934–IIს
დოკუმენტის კომენტარები