დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5961-სს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/05/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019833 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 49-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავება – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“. 2. 63-ე−64-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 63. ხეტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა 1. საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხეტყის ზეზეურად გაცემის, ჭრის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის 31 გრადუსიდან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. მუხლი 63 1. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიის ტყეში ტყეკაფის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიის ტყეში ტყეკაფის გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე. მუხლი 64. სახელმწიფო ტყის მიწაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება სახელმწიფო ტყის მიწაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება, ტყის სანერგესა და პლანტაციაში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“. 3. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა პლანტაციური მეურნეობის მოწყობის, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების, სახელმწიფო ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის სატყეო, სპეციალური დანიშნულების, განსაკუთრებული დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების, სახელმწიფო ტყით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“. 4. 66-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“. 5. 661 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 661. სახელმწიფო ტყის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება სახელმწიფო ტყის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.“. 6. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 67. ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა 1. ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა ან აღდგენა-გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და გამოყენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე. 2. ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური, ქიმიური ან სელექციური საშუალებების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“. 7. 68-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.“. 8. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. საქართველოს ტყის დანაგვიანება და დაზიანება საქართველოს ტყის დანაგვიანება და დაზიანება რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით, რამაც ტყის გახმობა ან დაავადება გამოიწვია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“. 9. 721−75-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 721. საქართველოს ტყის აღრიცხვის წესის ან ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნების დარღვევა 1. საქართველოს ტყის აღრიცხვის წესის ან სახელმწიფო ტყის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებულ მოთხოვნათა დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე. 2. ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნების დარღვევა ან ტყითსარგებლობისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება ტყეთმოწყობის ან სპეციალური გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის გარეშე − გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ორას ლარამდე. მუხლი 73. სახელმწიფო ტყის მიწაზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება სახელმწიფო ტყის მიწაზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. მუხლი 74. ტყეში სამიჯნე ნიშნების, ტყის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების მომწესრიგებელი ნიშნების მოსპობა ან დაზიანება ტყეში სამიჯნე ნიშნების, ტყის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების მომწესრიგებელი ნიშნების მოსპობა ან დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარამდე. მუხლი 75. ტყის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დარღვევა 1. ტყის უბნისთვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე. 2. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებისა და ტყითსარგებლობის განხორციელების რეჟიმის დარღვევა სახელმწიფო ტყის იმ ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი უბნის ტერიტორიაზე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, ან სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების დარღვევა, ან ლანდშაფტური უბნის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოების რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.“. 10. 1282 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხეტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“. 11. 1512 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან/და დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის მიწისა) მწვანე ნარგავის/ნარგავების თვითნებური მოჭრა ან/და გადაბელვა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.“. 12. 249-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ კოდექსის 66-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ხეტყე, რომელიც სამართალდარღვევის უშუალო ობიექტია, შეიძლება დროებით დარჩეს მის მფლობელთან ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, ხოლო სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხეტყე – სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს ტყის დაცვისთვის პასუხისმგებელ პირთან (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი ხეტყისა, რომელიც მიჰბარდება ლიცენზიის მფლობელს ან მის წარმომადგენელს), რომლებიც პასუხისმგებელი არიან აგრეთვე მიბარებული ხეტყის დაცვისთვის. თუ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ ვადაში ხეტყის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ვერ დადგინდება, ხეტყის განკარგვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 22 მაისი 2020 წ. N5961-სს |
დოკუმენტის კომენტარები