დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4296 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/12/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 03/01/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.080.000.05.001.002.706 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 962 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 962. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა
1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილ, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.“.
2. 963 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 963. ნავთობისა და გაზის სექტორში საშიში საწარმოო ობიექტის უნებართვოდ ექსპლუატაცია
ნავთობისა და გაზის სექტორში საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაცია საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ნებართვის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე.“.
3. 2293 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2293. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო განიხილავს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის პროცესში ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 47-ე, 572, 911, 962, 963 და 1735 მუხლებით, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაწილეობით.“.
4. 239-ე მუხლის 36-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ამ კოდექსის 47-ე, 572, 911, 962, 963 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხოლო 56-ე და 57-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4296–რს
დოკუმენტის კომენტარები