დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 566-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102619 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 641 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება)“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“. 2. 642 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 3. 66-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.“; ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სათანადო ლიცენზიის გარეშე მოწყობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“; გ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“. 4. 1282 მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მათ შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით.“. 5. 1283 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხეტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა, ან მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (გარდა მრგვალი ხეტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მარკირების გარეშე განთავსებისა) განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხეტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილობების კონფისკაციით.“. 6. 222-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 583, 59-ე, 64-ე და 641 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 663 და 696 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 821 და 823 მუხლებით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 841 და 854 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 862, 872, 873, 893, 1192, 1282 და 1286 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
თბილისი, 13 მაისი 2025 წ. N566-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები