ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 12/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.354
  • Word
630
05/12/2008
სსმ, 36, 12/12/2008
020.000.000.05.001.003.354
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1534 მუხლი:

     „მუხლი 1534. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2. გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, უკანონო გარე რეკლამის საშუალების კონფისკაციით.

შენიშვნა:

ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.“.

2. 239-ე მუხლის მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 1191, 145-ე–152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 5 დეკემბერი.

№630–IIს