საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 956
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.003.451
  • Word
956
30/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
020.000.000.05.001.003.451
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

��� მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12 -ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 1073 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 1073. მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევა

1. მეტროპოლიტენის გასასვლელ საკონტროლო პუნქტებში სუროგატების ან გადახდისუუნარო მონეტების ჩაშვება, აგრეთვე საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

2. მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

3. მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელების, ბაქნების, ვაგონის სალონის, ესკალატორის და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, აგრეთვე მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.�.

2. 125-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�8. ამკრძალავი ნიშნის �გაჩერება აკრძალულია� და �დგომა აკრძალულია� მოთხოვნის დაუცველობა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.�;

ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები:

�41. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.

42. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.�.

3. 1251 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 1252 მუხლის:

ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით, ამასთანავე, მიტოვებულ ავტოტრანსპორტს პოლიციის შესაბამისი სამსახურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად ეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.�;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�შენიშვნა:

1. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.�.

5. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 130. უბილეთო მგზავრობა

1. მგზავრების უბილეთო გაფრენა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

2. მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

ა) საგარეუბნო მატარებლით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით;

ბ) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის მატარებლით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეხუთედი მინიმალური ოდენობით;

გ) საგარეუბნო საზღვაო ტრანსპორტის გემით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით;

დ) ადგილობრივი და შორეული მიმოსვლის საზღვაო ტრანსპორტის გემით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალური ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის �ა���დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

4. მგზავრების უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

ა) ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), �

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 50 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის �ა� და �ბ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებებით ხუთიდან ათი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა:

ა) ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთი მეათედი მინიმალური ოდენობით;

ბ) საგარეუბნო და საქალაქთაშორისო მიმოსვლის ავტობუსით, �

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.�.

6. 135-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

�შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.�.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2093 მუხლი:

��� �მუხლი 209 3 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

1. ამ კოდექსის 1072 მუხლით, 1073 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის �ა� ქვეპუნქტით, 135-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).�.

8. 214-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საავტომობილო ტრანსპორტისა და ელექტროტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე მუხლის მე-2�მე-4 ნაწილებით და 130-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის �ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) (საავტომობილო ტრანსპორტსა და ელექტროტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის).�.

9. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�27. ამ კოდექსის 1072 მუხლით, 1073 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის �ა� ქვეპუნქტით, 135-ე მუხლით, 1472 მუხლით, 1501 მუხლით, 1522 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.�.

10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2401 მუხლი:

��� �მუხლი 2401. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის განსაზღვრა

1. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქ. თბილისში � ქ. თბილისის მერი განსაზღვრავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ოქმის შინაარსი შეიძლება არ ითვალისწინებდეს ამ კოდექსის 240-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.�.

11. 242-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

�4. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.�;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

2. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქ. თბილისში � ქ. თბილისის მერი.�.

12. 243-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

�21. ამ კოდექსის 1072 მუხლით, 1073 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის �ა� ქვეპუნქტით, 135-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.�.

13. 252-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

�11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა განემარტოს წერილობით.�.

14. 268-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარება ან გაგზავნა სავალდებულო არ არის, თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე.�.

15. 2884 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 2884. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების აღსრულების წესი

დამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო თუ საურავის დარიცხვის თაობაზე დამრღვევისათვის ან ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისთანავე, � ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 30 დღეში.�.

16. 290-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში � საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, ხოლო ამ კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში � ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღეში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში � საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე შეტყობინების ჩაბარებამდე.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№956�რს