საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4798-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.018073
4798-IIს
02/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
020000000.05.001.018073
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 573 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 573. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 582 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 20 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემიდან ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ჩაღვრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

3. 583 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 583. სატრანსპორტო საშუალების (მცურავი სატრანსპორტო საშუალების გარდა) ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში ან/და მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე გარეცხვა

სატრანსპორტო საშუალების (მცურავი სატრანსპორტო საშუალების გარდა) ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში ან/და მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე გარეცხვა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“.

4. 662 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 663 და 664 მუხლები:

„მუხლი 663. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობით (საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის გარდა), მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია

1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობით (საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის გარდა), მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის (საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის გარდა), მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

მუხლი 664. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა

„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“.

6. 792 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 792. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: 

1. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) მფლობელი არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, დაკისრებული გასამმაგებული ჯარიმა სამმაგდება.“.

7. 822 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ კოდექსის 582 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით და ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

8. 84-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 4ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

9. 854 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 854. გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა

გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.“.

10. 86-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 ნაწილებისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და, თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ არის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ორგანო უფლებამოსილია მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები დადგენილი წესით დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი) – დაუყოვნებლივ გაანადგუროს იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით.

4. თუ ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის საბოლოო გადაწყვეტილებით პირს დაუბრუნდება ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, ეს პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ცხოველთა სამყაროს ობიექტის/ობიექტების ჩამორთმევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“.

11. 912 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 912. საქართველოს ტერიტორიაზე ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია, ან ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი

საქართველოს ტერიტორიაზე ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია, ან ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 4000 ლარამდე, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.“.

12. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 913 მუხლი:

„მუხლი 913. საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო ბენზინის  ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა

1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის წარმოება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 9 000 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.“.

13. 1282 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის კონფისკაციით ან უამისოდ.“.

14. 1283 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაციის (მათ შორის, ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის) დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენა, ან სპეციალური ფირნიშის ან/და მისი საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით.“.

15. 151-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“;

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება –

გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“.

16. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–461, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592–მე-60, 603–611, 63-ე–65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711–178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით.“.

17. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე−573, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−78-ე, 791–793, 821, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

18. 2222 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2222. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ნავთობისა და გაზის სექტორში ჩადენილი, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.“.

19. 239-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−78-ე, 791–793, 821, 822, 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“;

ბ) მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 1531, 1535, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;

გ) 36-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მარტი 2016 წ.

N4798-IIს