დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1934 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/04/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15(22), 14/05/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
I. „ელექტროენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”.
2. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს კანონი აწესრიგებს ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობასა და ურთიერთობებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების სფეროებში და უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ფუნქციონირებასა და განვითარებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიებაზე, მოპოვებაზე, გადამუშავებასა და დაგროვებაზე, ბუნებრივი გაზის მწარმოებელსა და მიწოდების ლიცენზიატს შორის ურთიერთობებზე, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტრანზიტზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.”;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა. „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში;”;
ბ.ბ. „ბ” ქვეპუნქტში სიტყვის „ელექტრომომარაგებისათვის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის”, ხოლო „გ” ქვეპუნქტში სიტყვის „ელექტროენერგეტიკის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის დარგების”;
ბ.გ. „გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:
„დ. ხელი შეუწყოს ბუნებრივი გაზის ადგილობრივი რესურსების გამოყენებას.”;
გ) მე-3 პუნქტის:
გ.ა. „ა” ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში”, ხოლო სიტყვა „დარგში” – სიტყვებით „ამ დარგებში”;
გ.ბ. „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. განსაზღვროს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების, ასევე მომხმარებელთა საქმიანობისა და ურთიერთობების რეგულირების ძირითადი პრინციპები საჯაროობისა და თანასწორობის საფუძველზე და ამ მიზნით შექმნას ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სისტემის ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძვლები;
გ. ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლებას;”;
გ.გ. „დ” ქვეპუნქტში სიტყვა „ბაზარზე” შეიცვალოს სიტყვებით „და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე”.
3. მე-2 მუხლის:
ა) „ბ”, „ვ”, „თ” და „რ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „გ” ქვეპუნქტში სიტყვის „ქვესადგურებს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ელექტროგადამცემ ხაზებს”, ხოლო სიტყვა „სისტემები” შეიცვალოს სიტყვით „ქსელები”;
გ) „დ” ქვეპუნქტში ციფრები „0.4-6.3-10.5” შეიცვალოს ციფრებით „0,4-6-10”, სიტყვა „სისტემებს,” – სიტყვით „ქსელებს.” და მომდევნო ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის ნებართვით, დასაშვებია გამანაწილებელ ქსელს მიეკუთვნოს 35 და 110 კილოვოლტი ძაბვის ქსელის ის ნაწილი, რომელიც არ არის განკუთვნილი ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის. ამავე ტერმინით აღინიშნება აგრეთვე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც მოიცავს 1,2-0,6-0,3-0,005 მპა წნევის გაზსადენებს.”;
დ) „ე” ქვეპუნქტში სიტყვების „ენერგიის მიღებაზე” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციაზე”, სიტყვის „განაწილებაზე” შემდეგ – სიტყვები „და რეალიზაციაზე”, ხოლო სიტყვის „ზონის” შემდეგ – სიტყვები „ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის”;
ე) „ზ” ქვეპუნქტში სიტყვა „გენერაციისა” შეიცვალოს სიტყვით „წარმოებისა”, სიტყვის „განაწილების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „იმპორტის, ექსპორტის”, ხოლო მეორე წინადადებაში სიტყვის „საფუძველზე” შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომისიის ნებართვით დროებით”;
ვ) „ი” ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”;
ზ) „კ” ქვეპუნქტში სიტყვების „დისპეტჩერიზაციის ნებართვა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „იმპორტის ნებართვა, ექსპორტის ნებართვა”, ხოლო სიტყვების „განაწილების ნებართვა” შემდეგ – სიტყვები „ბუნებრივი გაზის მიწოდების ნებართვა, ტრანსპორტირების ნებართვა ან განაწილების ნებართვა”;
თ) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ. „ლიცენზიატი” – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს ამ კანონით განსაზღვრულ ერთ ან რამდენიმე ლიცენზიას;”;
ი) „მ” ქვეპუნქტში სიტყვა „უცხოური” შეიცვალოს სიტყვებით „სხვა ქვეყნის”, ხოლო ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით”;
კ) „ნ” ქვეპუნქტში სიტყვა „უცხოურ” შეიცვალოს სიტყვებით „სხვა ქვეყნის”, ხოლო ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტი ტრანსპორტირების სისტემიდან მიაწოდებს ბუნებრივ გაზს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტს, პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნების ტრანსპორტირების სისტემებს”;
ლ) „ო” და „პ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო. „პირდაპირი მომხმარებელი”– პირი, რომელიც ელექტროენერგიას იღებს უშუალოდ გადამცემი ქსელიდან ან წარმოების ლიცენზიანტისაგან, ხოლო ბუნებრივ გაზს – ტრანსპორტირების სისტემიდან და რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიანტი;
პ. „რეგულირების საფასური” – გადასახდელი, რომელსაც ყოველწლიურად იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, იმპორტის, ექსპორტისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიანტები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად;”;
მ) „გ”, „დ”, „ე”, „ზ”, „ი”, „კ”, „ლ”, „მ”, „ნ”, „ო”, „პ” და „ჟ” ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „ბ”, „გ”, „დ”, „ე”, „ვ”, „ზ”, „თ”, „ი”, „კ”, „ლ”, „მ” და „ნ” ქვეპუნქტებად, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო”, „პ”, „ჟ”, „რ”, „ს”, „ტ”, „უ”, „ფ”, „ქ”, „ღ”, „ყ” და „შ” ქვეპუნქტები:
„ო. „ექსპორტის ლიცენზია” – კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიწოდების პუნქტში გაყიდოს ელექტროენერგია (სიმძლავრე) საქართველოს ფარგლებს გარეთ;
პ. „იმპორტის ლიცენზია” – კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტზე მიიღოს და გაყიდოს ან/და თვითონ მოიხმაროს ელექტროენერგია (სიმძლავრე);
ჟ. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი)”– ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი;
რ. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის აღმასრულებელი საბჭო” – ელექტრობაზრის მართვის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ელექტრობაზრის ფუნქციონირებისა და განვითარების ძირითად მიმართულებებს, წყვეტს ბაზრის წევრებს შორის წარმოშობილ დავებს, ახორციელებს საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს;
ს. „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი” – პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრობაზრის უშუალო მართვას საბაზრო წესებისა და ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად და ანგარიშვალდებულია ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე. ელექტრობაზრის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს კომისია;
ტ. „საბაზრო წესები” – ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ელექტრობაზრის ფუნქციონირებას, მართვას, ლიცენზიანტებს შორის კომერციულ ურთიერთობებს. საბაზრო წესებს ამტკიცებს კომისია და ისინი სავალდებულოა ყველა ლიცენზიანტის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის;
უ. „ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები” – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ სხვა ლიცენზიანტებთან შეთანხმებით მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ელექტრობაზრის ფუნქციონირების ტექნიკურ მოთხოვნებს. ელექტრობაზრის ტექნიკურ სტანდარტებს ამტკიცებს კომისია და ისინი სავალდებულოა ყველა ლიცენზიანტის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის;
ფ. „ბუნებრივი გაზი” ან „გაზი” – ნახშირწყალბადები, რომლებიც 1.2 მპა წნევასა და 200C ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაშია და რომელთა თბური შემცველობაა არანაკლებ 31.8მჯ/მ3 (7600 კკალ/მ3);
ქ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა” ან „ტრანსპორტირების სისტემა” – ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიანტი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში;
ღ. „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია” ან „ტრანსპორტირების ლიცენზია” – კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს ტრანსპორტირების საშუალებებს, მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიღების პუნქტიდან და განახორციელოს მისი ტრანსპორტირება ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტამდე;
ყ. „ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია” ან „განაწილების ლიცენზია” – კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს მიიღოს ბუნებრივი გაზი ერთი ან მეტი მიწოდების პუნქტიდან, ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიანტის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
შ. „ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია” ან „მიწოდების ლიცენზია” – კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვა, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს შეიძინოს ბუნებრივი გაზი და გაყიდოს იგი სხვა მიწოდების ლიცენზიანტებზე ან მომხმარებლებზე.”
4. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”.
5. მე-3 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება”;
ბ) პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში, „გ”, „ვ” და „თ” ქვეპუნქტებში და მე-2 პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”;
გ) პირველი პუნქტის:
გ.ა. „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუნქტებში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის”;
გ.ბ. „ა”, „ი” და „კ” ქვეპუნქტებში სიტყვა „ელექტროენერგეტიკული” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის”;
გ.გ. „გ” ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკულ” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის”, ხოლო სიტყვა „ელექტროენერგეტიკული” – სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის”;
გ.დ. „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;”;
გ.ე. „ზ” ქვეპუნქტში სიტყვები „ელექტროენერგეტიკის სფეროში” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”, ხოლო სიტყვა „ელექტროენერგეტიკული” ამოღებულ იქნეს;
დ) მე-3 პუნქტში სიტყვის „ელექტროენერგიის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ბუნებრივი გაზის”, ხოლო პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან”.
6. მე-3 თავისა და მე-4 მუხლის სათაურებში, აგრეთვე ამავე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”.
7. მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „ორგანო, რომელიც თავის საქმიანობაში” შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ორგანო, რომლის საქმიანობა არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და რომელიც”;
ბ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „სტრუქტურას და საშტატო განრიგს”;
გ) მე-4 პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”;
დ) მე-5 პუნქტის:
დ.ა. „ა” და „გ” ქვეპუნქტებში სიტყვები „დისპეტჩერიზაციისა და” შეიცვალოს სიტყვით „დისპეტჩერიზაციის”, ხოლო სიტყვის „განაწილების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „იმპორტისა და ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების”;
დ.ბ. „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა და რეგულირება;”;
დ.გ. „დ” ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”;
ე) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტები:
„ე. ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია;
ვ. ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება;
ზ. ელექტრობაზრის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საბაზრო წესების დამტკიცება.”.
8. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში:
ა) სიტყვების „პროცედურული წესები” შემდეგ დაემატოს შემდეგი ტექსტი: „საბაზრო წესები, ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები, ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირების წესები, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფები და მათი დადგენისა და რეგულირების მეთოდოლოგია, რეგულირებისა და ტარიფების დადგენის საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესები, აგრეთვე ელექტრობაზრის წევრობასთან დაკავშირებით ლიცენზიანტების მიერ გასაწევი ხარჯების ოდენობა”;
ბ) სიტყვა „საკანონმდებლო” შეიცვალოს სიტყვით „ნორმატიული”.
9. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვების „კომისიის წევრი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით”, ხოლო მესამე წინადადებაში სიტყვის „პრეზიდენტი” შემდეგ – სიტყვები „კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით”.
10. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „დაცვისათვის და მათი გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციული მართვისათვის” შეიცვალოს სიტყვებით „დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე”.
11. მე-11 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”;
ბ) მე-2 პუნქტში სიტყვის „ელექტროენერგიის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის”.
12. მე-12 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მიღებისთანავე” შეიცვალოს სიტყვებით „დადგენილი წესით”.
13. მე-18 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. პირადი უსაფრთხოება და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა”;
ბ) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. კომისიის წევრს წევრობის ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებაში.”
14. მე-19 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მოამზადოს” შეიცვალოს სიტყვით „დაამტკიცოს”, სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელს” – სიტყვებით „რეგულირების საფასურს”, სიტყვა „დისპეტჩერიზაციისა” – სიტყვით „დისპეტჩერიზაციის” და შემდეგ დაემატოს სიტყვები „იმპორტის, ექსპორტის”, ხოლო სიტყვების „განაწილების ლიცენზიანტები” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიანტები”.
15. მე-19 მუხლის სათაურში, მე-2 პუნქტის პირველ წინადადებაში, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში, 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ე” ქვეპუნქტში, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტში, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში, 42-ე მუხლის სათაურსა და პირველ და მეორე წინადადებებში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელი” შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასური”.
16. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მესამე წინადადებაში, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში, 28-ე მუხლში, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტში და 42-ე მუხლის პირველ წინადადებაში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელის” შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასურის”.
17. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მეოთხე წინადადებაში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელებით” შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასურით”, ხოლო მეხუთე წინადადებაში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელიდან” – სიტყვებით „რეგულირების საფასურიდან”.
18. მე-20 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელებით დაგროვილი” შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასურიდან მიღებული”.
19. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.”.
20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV თავი:
„თავი IV
საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ელექტრობაზარი)
მუხლი 22. ელექტრობაზრის სტატუსი და ფუნქციები
1. ელექტრობაზარი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიანტთა და პირდაპირ მომხმარებელთა ანუ ელექტრობაზრის წევრთა კავშირი (ასოციაცია).
2. ელექტრობაზარი დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ ფუნქციებს. ელექტრობაზრის ფუნქციონირების, მართვისა და ლიცენზიატებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებია „საბაზრო წესები” და „ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტები”, რომლებიც დგინდება ამ კანონის შესაბამისად, მტკიცდება კომისიის მიერ და სავალდებულოა ყველა ლიცენზიანტის, ბაზრის წევრისა და მომხმარებლისათვის.
3. საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი კონტრაქტებით გათვალისწინებული სიდიდეებისა) ხორციელდება ელექტრობაზარზე. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ერთი ელექტრობაზრის ფუნქციონირება.
4. პირდაპირი კონტრაქტებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვისა და იმპორტ-ექსპორტის კვოტებს აწესებს და არეგულირებს კომისია ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების ეფექტიანი დაბალანსების პრინციპის შესაბამისად. ლიცენზიანტები და ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წინასწარ შეუთანხმონ პირდაპირი კონტრაქტები და დადგენილი წესით მიაწოდონ მას ინფორმაცია ამ კონტრაქტების საშუალებით განხორციელებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის, იმპორტ-ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ.
5. ელექტრობაზრის საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სახელმწიფო ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მოთხოვნებს.
6. ელექტრობაზრის მომსახურების ანაზღაურება ელექტრობაზრის წევრების მიერ ხორციელდება საწევრო შენატანების ხარჯზე. შენატანის ოდენობას განსაზღვრავს ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭო და ამტკიცებს კომისია. შენატანი შედის ელექტროენერგიის ტარიფში. ელექტრობაზრის წევრობა სავალდებულოა ყველა ლიცენზიანტისა და პირდაპირი მომხმარებლისათვის.
7. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს იმ მომხმარებელთა ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩართულ იქნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის გეგმებში, განსაზღვრავს ნუსხაში შეტანილი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გარანტირებული ანაზღაურების წესსა და წყაროებს.
8. ელექტრობაზარი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტთან ერთად ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებს და საჭიროების მიხედვით ახდენს მათ კორექტირებას. ლიცენზიანტები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დასამუშავებლად, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და მოხმარების აღრიცხვისა და ანგარიშსწორებისათვის, ასევე მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად.
მუხლი 23. ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპები
ელექტრობაზრის ფუნქციონირების პრინციპებია:
ა. დამოუკიდებლობა;
ბ. ეკონომიკური მიზანშეწონილობა და სამართლიანობა;
გ. გარანტირებული და დროული ანგარიშსწორება;
დ. ბაზრის წევრების თანასწორუფლებიანობა;
ე. გამჭვირვალობა, საჯაროობა.”, ხოლო მომდევნო თავები და მუხლები შესაბამისად გადაინომროს.
21. 24-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომისია უფლებამოსილია გასცეს ლიცენზიები ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციაზე, განაწილებაზე, იმპორტსა და ექსპორტზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებასა და განაწილებაზე ამ კანონის, კომისიის მიერ დამტკიცებული წესების, პროცედურებისა და ნორმატიული აქტების თანახმად და გააკონტროლოს თითოეული ლიცენზიანტის მიერ ლიცენზიის პირობების დაცვა.
2. აკრძალულია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება, იმპორტი და ექსპორტი, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდება, ტრანსპორტირება და განაწილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”;
ბ) მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფიზიკური ან იურიდიული”.
22. 25-ე მუხლში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელებთან” შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასურთან”.
23. 26-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ფიზიკურ” შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალურ მეწარმეზე”, სიტყვის „ელექტროენერგეტიკის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის სექტორში”, ხოლო სიტყვა „დარგში” ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვის „შეწყვიტოს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „შეამციროს ან გაზარდოს”, სიტყვის „შეწყვეტა” შემდეგ – სიტყვები „ან შემცირება”, სიტყვა „ანდა” შეიცვალოს სიტყვებით „ან/და”, ხოლო სიტყვის „შეწყვეტაზე” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან შემცირებაზე”;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
5. „ლიცენზიანტი, რომელსაც აქვს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია, ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ყველა ანგარიში, განაცხადი და ინფორმაცია, რომელიც საჭიროდ იქნება მიჩნეული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ბუნებრივი გაზის სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის. ლიცენზიანტი ვალდებულია კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მონაცემები და ინფორმაცია კომერციულ პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი გაზის შეძენის ფასს, თუმცა შეიძლება არ შემოიფარგლებოდეს ამ ფასით. კომისიამ უნდა დაიცვას ფასებთან დაკავშირებული ყველა ამგვარი და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ ამას მოითხოვს კანონმდებლობა და ლიცენზიანტი.”
24. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. ელექტროენერგიის აღრიცხვა, გაყიდვა, მრიცხველები
1. დადგენილი სტანდარტების, წესებისა და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, ლიცენზიანტი ვალდებულია აღრიცხოს მის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობა და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს. კომისია და ელექტრობაზარი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ მრიცხველების ინსპექცია.
2. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი ხელშეკრულებებით განხორციელებული ყიდვა-გაყიდვისა) ხორციელდება მხოლოდ ელექტრობაზარზე, შემდეგი წესით:
ა. წარმოების ლიცენზიანტი ყიდის ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე, ან/და განაწილების ან/და ექსპორტის ლიცენზიატებზე ან/და პირდაპირ მომხმარებელზე;
ბ. განაწილების ლიცენზიანტი ყიდულობს ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე, ან/და წარმოების ან/და იმპორტის ლიცენზიატებისაგან და ყიდის მომხმარებელზე;
გ. იმპორტის ლიცენზიანტი ყიდულობს ელექტროენერგიას საქართველოს ფარგლებს გარეთ და ყიდის ელექტრობაზარზე, ან/და განაწილების ან/და ექსპორტის ლიცენზიატებზე ან/და პირდაპირ მომხმარებელზე;
დ. ექსპორტის ლიცენზიანტი ყიდულობს ელექტროენერგიას ელექტრობაზარზე ან/და წარმოების ლიცენზიანტისაგან და ყიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ.”
25. 29-ე მუხლში სიტყვის „ელექტროენერგიით” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზით”.
26. 32-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ფიზიკურ” შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალურ მეწარმეს”, სიტყვების „დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „,იმპორტის ლიცენზიატის, ექსპორტის ლიცენზიატის”, ხოლო სიტყვების „განაწილების ლიცენზიანტის” შემდეგ – სიტყვები „აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიატის, ტრანსპორტირების ლიცენზიანტისა და განაწილების ლიცენზიანტის”;
ბ) მე-2 პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფიზიკური ან იურიდიული”, „ა” ქვეპუნქტს დასაწყისში დაემატოს სიტყვები „ამ კანონით ლიცენზირებადი”, ხოლო „გ” ქვეპუნქტს ბოლოში – სიტყვები „საკუთრების ან/და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების შეცვლა”.
27. 33-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ფიზიკურ” შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალურ მეწარმეს”;
ბ) მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვა „ფიზიკური” შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალური მეწარმე”, ხოლო „გ” ქვეპუნქტში სიტყვის „აკმაყოფილებდეს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „საბაზრო წესების, ტექნიკური სტანდატების, ელექტრობაზრის,”.
28. 34-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ფიზიკურ ან”;
ბ) მე-6 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. უზრუნველყოს გადამცემი ქსელის ფუნქციონირება ტექნიკური სტანდარტების, საბაზრო წესების, წარმოების, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზიანტებისა და პირდაპირი მომხმარებლის კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად;”.
29. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1. კომისიის მიერ გაცემული დისპეტჩერიზაციის ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვა ცენტრალური და რეგიონალური სადისპეტჩერო სამსახურების საშუალებით.”;
ბ) მე-3 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. უზრუნველყოს ელექტრონერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირება, დააკმაყოფილოს ყველა შესაბამისი ლიცენზიანტისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნები მინიმალური ღირებულების პრინციპის შესაბამისად. თუ ლიცენზიანტი ან პირდაპირი მომხმარებელი ხელშეკრულებას დებს წარმოების ან იმპორტის ლიცენზიანტთან და ამ ხელშეკრულებით მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს თავის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, ანდა ხელშეკრულებას დებს გადაცემის ლიცენზიანტთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი არ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიით (სიმძლავრით) სარეზერვო მომსახურებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ან ექსპორტის ლიცენზიანტი ან პირდაპირი მომხმარებელი იხდის კომისიის მიერ დამტკიცებულ ამგვარი მომსახურების საფასურს;
ბ. დაამონტაჟოს და ექსპლუატაცია გაუწიოს ყველა საშუალებას, რომელიც აუცილებელია ენერგოსისტემის ოპერატიული მართვისა და ელექტრული მდგრადობის უზრუნველყოფისათვის, დაამუშაოს რეჟიმები და გამოიყენოს სათანადო სადისპეტჩერო ოქმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ელექტრობაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის ლიცენზიანტებისა და პირდაპირი მომხმარებლის მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას;
გ. იხელმძღვანელოს ელექტრობაზრის მითითებებით, მათ შორის, საბაზრო წესების მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ;”.
30. 36-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვა „ფიზიკურ” შეიცვალოს სიტყვებით „ინდივიდუალურ მეწარმეს”, სიტყვის „გაანაწილოს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და გაყიდოს”, ხოლო სიტყვის „რეგიონის” შემდეგ – სიტყვები „ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის”;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტები:
„ა. საგანგებო პერიოდებში უზრუნველყოს ელექტროენერგიის გამოყოფილი ლიმიტების, დადგენილი რეჟიმების დაცვა, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების უპირატესი ენერგომომარაგება, მათ მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობით;
ბ. უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება საბაზრო წესების შესაბამისად. ამ დებულების დამრღვევ განაწილების ლიცენზიანტს პასუხისმგებლობა ეკისრება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ. საბაზრო წესების შესაბამისად ელექტრობაზრის მოთხოვნის შემთხვევაში დადგენილი წესით გახსნას ბანკში აკრედიტივი.”;
გ) მე-3 პუნქტის „ა”–„ზ” ქვეპუნქტები ჩაითვალოს შესაბამისად „დ”–„კ” ქვეპუნქტებად;
დ) მე-3 პუნქტის „ე” ქვეპუნქტში სიტყვის „წარმოების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან/და იმპორტის”, სიტყვები „სხვა ადგილობრივი ან უცხოელი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან” ამოღებულ იქნეს, ხოლო სიტყვა „გადამცემ” შეიცვალოს სიტყვით „გასანაწილებელ“;
ე) მე-3 პუნქტის „ვ” და „ი.ბ” ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „უფლების შეძენისა და გაუქმების, აგრეთვე”.
31. მე-6 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე – 41-ე მუხლები:
მუხლი 37. იმპორტის ლიცენზია
1. კომისიის მიერ გაცემული იმპორტის ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს განახორციელოს ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ელექტროენერგიის წყაროებიდან.
2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.
3. იმპორტის ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:
ა. იმოქმედოს ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ. კოორდინირებულად და მჭიდროდ ითანამშრომლოს ელექტრობაზართან, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებთან საბაზრო წესების შესაბამისად;
გ. იხელმძღვანელოს მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფებითა და მომსახურების პირობებით;
დ. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს:
დ.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;
დ.ბ. ლიცენზიანტის მომსახურების დამტკიცებული ვადები, მომსახურების მიღებისა და შეწყვეტის პროცედურები;
დ.გ. მომსახურების მიწოდების სტანდარტების აღწერა;
ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.
მუხლი 38. ექსპორტის ლიცენზია
1. კომისიის მიერ გაცემული ექსპორტის ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოს ფარგლებს გარეთ განლაგებულ მიღების პუნქტებამდე.
2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.
3. ექსპორტის ლიცენზიანტი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:
ა. იმოქმედოს ელექტროენერგიის ექსპორტის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ. კოორდინირებულად და მჭიდროდ ითანამშრომლოს ელექტრობაზართან, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებთან საბაზრო წესების შესაბამისად;
გ. იხელმძღვანელოს მხოლოდ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფებითა და მომსახურების პირობებით;
დ. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს:
დ.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;
დ.ბ. ლიცენზიანტის მომსახურების დამტკიცებული ვადები, მომსახურების მიღებისა და შეწყვეტის პროცედურები;
დ.გ. მომსახურების მიწოდების სტანდარტების აღწერა;
ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები;
ვ. საბაზრო წესების შესაბამისად უზრუნველყოს მიღებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის სრული და გარანტირებული ანაზღაურება.
მუხლი 39. ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია (მიწოდების ლიცენზია)
1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია იურიდიულ პირს ან ინდივიდუალურ მეწარმეს უფლებას აძლევს იყიდოს ან/და გაყიდოს ბუნებრივი გაზი სხვა მიწოდების ლიცენზიანტებზე ან მომხმარებლებზე.
2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.
3. მიწოდების ლიცენზიანტი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:
ა. დაგეგმოს და განახორციელოს ბუნებრივი გაზის საიმედო მიწოდება და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები უმცირესი ღირებულების პრინციპის შესაბამისად;
ბ. დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები საგანგებო სიტუაციებში ასამოქმედებლად ან აწარმოოს შესაბამისი მოლაპარაკებები და შეთანხმებები სხვა პირებთან ასეთ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის მიღებაზე;
გ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის ვადები და პირობები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია კომისიის მიერ;
დ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.
4. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ლიცენზიანტი დებს ხელშეკრულებას ბუნებრივი გაზის იმპორტზე, კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია გადასაზიდი მოცულობის, გადასახადებისა და ტარიფების შესახებ, რომლებიც განსაზღვრული ან გადახდილია შესაბამისი ხელშეკრულების მიხედვით, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაცია. კომისიას შეუძლია ასეთი ინფორმაციის გამოყენება იმპორტირებული ბუნებრივი გაზის საქართველოს ფარგლებში ტრანსპორტირების მომსახურების ტარიფების დადგენისას.
მუხლი 40. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (ტრანსპორტირების ლიცენზია)
1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს განახორციელოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ტრანსპორტირების სისტემით.
2. ლიცენზიანტმა უნდა განსაზღვროს შემოთავაზებული მომსახურებისათვის გამოსაყენებელი მარშრუტი, მილსადენები და სხვა მოწყობილობა, მიღებისა და მიწოდების პუნქტების ჩათვლით, რომლებიც გამოყენებული იქნება მის მიერ.
3. როდესაც ახალ მილსადენზე ან სხვა სატრანსპორტო მოწყობილობაზე არსებობს მოთხოვნა, მასზე განმცხადებელმა მხარეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი ტრანსპორტირების ლიცენზიაზე, ხოლო ტრანსპორტირების ლიცენზიის ქონების შემთხვევაში – არსებული ლიცენზიის მოდიფიცირებაზე. თუ ასეთი განაცხადის შეტანისა და დადგენილი წესით საკითხის განხილვის შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ ახალი მილსადენი ან მოწყობილობა საჭიროა, შეძლებისდაგვარად ამცირებს უარყოფით ზემოქმედებას მოცემულ ტერიტორიაზე, შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკას და ამ კანონის მოთხოვნებს, იგი იღებს გადაწყვეტილებას, გასცეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ახალი ან მოდიფიცირებული ლიცენზია, რომელიც მოიცავს ახალ მილსადენს ან მოწყობილობას და დამტკიცებულ მარშრუტზე მისი მშენებლობის უფლებას იძლევა.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება მიეცემა, დამტკიცებულ მარშრუტზე ააშენოს ახალი მილსადენი ან სხვა მოწყობილობა, იგი უფლებამოსილია დადგენილი წესით მიიღოს ნებართვა ასეთი მილსადენის ან მოწყობილობის მშენებლობისათვის საჭირო მიწების გამოყენებაზე.
5. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.
6. ტრანსპორტირების ლიცენზიანტი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:
ა. განავითაროს და შეაკეთოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა ისე, რომ დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზიანტის მოთხოვნები;
ბ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;
გ. შეიმუშაოს და განახორციელოს ყველა შესაბამისი მითითება ტრანსპორტირების სისტემისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების უსაფრთხო, საიმედო და შეუზღუდავი გამოყენებისათვის;
დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის ვადები და პირობები, რომლებიც შემუშავებული და დამტკიცებულია კომისიის მიერ ამ კანონის მე-6 თავის შესაბამისად;
ე. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.
მუხლი 41. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (განაწილების ლიცენზია)
1. კომისიის მიერ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია იურიდიულ პირს უფლებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიოს გამანაწილებელ ქსელს და გაანაწილოს ბუნებრივი გაზი განსაზღვრული ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ზონის ან კონკრეტული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.
2. ლიცენზია გაიცემა განსაზღვრული ვადით. კომისია უფლებამოსილია ჩამოართვას იგი მფლობელს ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის.
3. განაწილების ლიცენზიანტი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში:
ა. გაუწიოს მომხმარებელს გამანაწილებელი მომსახურება დარგობრივი ნორმატიული აქტების, კომისიის მიერ დადგენილი წესებისა და ლიცენზიანტის საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად;
ბ. შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები;
გ. შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა;
დ. მომსახურებისათვის მოითხოვოს მხოლოდ ის საფასური და დაადგინოს მხოლოდ ის პირობები, რომლებიც დამტკიცებულია კომისიის მიერ;
ე. თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:
ე.ა. ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები;
ე.ბ. მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის და მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს;
ე.გ. ლიცენზიანტის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს;
ვ. დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის სხვა მოთხოვნები.”, ხოლო მომდევნო მუხლები შესაბამისად გადაინომროს.
32. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. კომისიის უფლებამოსილება ტარიფის დადგენაში
1. კომისიას აქვს პროდუქციისა და მომსახურების ფასებისა და ტარიფების, ვადებისა და პირობების დადგენის შესახებ ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და დამტკიცების, მოდიფიკაციის ან უარყოფის უფლება, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიატების ან/და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ამ კანონის 43-ე მუხლში მოცემული ტარიფის დადგენის პრინციპების გათვალისწინებით და ენერგეტიკის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბუნების დაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დადგენილი წესით შეიტანოს ცვლილებები ელექტროენერგიის მოქმედ ტარიფებში.” .
33. 43-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგეტიკული მომსახურების ტარიფი” შეიცვალოს სიტყვებით „კომისიის მიერ დადგენილი ფასები და ტარიფები”;
ბ) პირველი პუნქტის:
ბ.ა. „ბ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მომსახურების გაწევის”;
ბ.ბ. „დ” ქვეპუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკაში” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”, ხოლო სიტყვა „ასახვით” – სიტყვით „დადგენით”;
ბ.გ. „ე” ქვეპუნქტში სიტყვები „სალიცენზიო გადასახდელები” შეიცვალოს სიტყვებით „რეგულირების საფასური”, ხოლო ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ტარიფის დადგენის საფასური და ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრობაზრის წევრობასთან”;
ბ.დ. „ვ” ქვეპუნქტს სიტყვის „ელექტროენერგიის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ბუნებრივი გაზის”;
გ) მე-2 პუნქტში სიტყვები „ელექტროენერგეტიკული მომსახურების გაწევის” შეიცვალოს სიტყვებით „ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების”.
34. 44-ე მუხლში სიტყვის „კომისია” წინ დაემატოს შემდეგი წინადადება: „კომისია, ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, ტარიფის დადგენის საკითხების განხილვისას ატარებს ღია სხდომებს.”; ამავე მუხლს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ტარიფის დადგენაზე ან/და ტარიფში ცვლილების შეტანაზე კომისიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს ლიცენზიანტს ან/და პირდაპირ მომხმარებელს.”.
35. 45-ე მუხლში სიტყვები „150 დღის შემდეგ” შეიცვალოს სიტყვებით „150 დღის განმავლობაში”, ხოლო სიტყვა „ლიცენზიანტი” – სიტყვებით „სატარიფო განაცხადის შემტანი”.
36. 48-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტში სიტყვა „23-ე” შეიცვალოს სიტყვით „25-ე”, ხოლო სიტყვები „31-34-ე” – სიტყვებით „33-36-ე”;
ბ) მე-5 პუნქტში სიტყვა „42-ე” შეიცვალოს სიტყვით „49-ე”.
II. „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს სიტყვის „ხელისუფლების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სხვა”.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტში სიტყვების „აღმასრულებელი ხელისუფლების” შემდეგ დაემატოს სიტყვა „ან”;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „საქსტანდარტი ან აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო” შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ან სხვა სახელმწიფო ორგანო”;
გ) მე-4 პუნქტში სიტყვები „საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოები” შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია”.
3. მე-9 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები” შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია”, ხოლო მე-3 აბზაცში სიტყვები „აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ” – სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ”.
4. მე-10 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილება”;
ბ) პირველ აბზაცში სიტყვები „საქსტანდარტი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანო” შეიცვალოს სიტყვებით „საქსტანდარტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია”.
5. მე-11 მუხლის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „აცნობებს საქსტანდარტს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოებს” შეიცვალოს სიტყვებით „აცნობებს საქსტანდარტს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას”.
III. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 921 მუხლის:
ა) სათაურსა და პირველ აბზაცში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”; პირველ სტრიქონში სიტყვა „ელექტროენერგეტიკული” შეიცვალოს სიტყვით „ელექტროენერგეტიკის”, ხოლო სიტყვის „ლიცენზიანტის” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების ან განაწილების ლიცენზიატის”;
ბ) პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „რამაც ზიანი მიაყენა ელექტროენერგეტიკული დარგის სხვა ლიცენზიატს ან მომხმარებელს”.
2. 239-ე მუხლის მე-9 ნაწილში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”.
IV. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში, 151 მუხლის პირველ პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”.
2. 151 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ელექტროენერგეტიკის შესახებ” შეიცვალოს სიტყვებით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”.
V. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ.662) 253-ე მუხლის მე-10 პუნქტში, 323 თავის სათაურში და 2917 მუხლში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”.
VI. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997) მე-2 მუხლში სიტყვა „ელექტროენერგეტიკის” შეიცვალოს სიტყვით „ენერგეტიკის”.
VII. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონით დაწესებული ტარიფის დადგენისა და რეგულირების საფასურისა, რომელიც გამოიყენება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული წესით”.
VIII. „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993, №9, მუხ. 189) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. „ზოგადი დებულებანი”-ს პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობა ფასებისა და ფასწარმოქმნის სფეროში მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს და მათ საფუძველზე მიღებულ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო აქტებს ფასწარმოქმნის შესახებ.”.
2. მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვის „აგრეთვე” წინ დაემატოს სიტყვები „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ტარიფების დადგენისა და რეგულირების ფუნქცია”.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ფასების (ტარიფების) დადგენას და მათი რეგულირების წესს განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.”.
4. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვის „შესათანხმებლად” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა”, ხოლო ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ” ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.”.
IX. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
X. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
№1934–IIს
დოკუმენტის კომენტარები