საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5751-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019797
5751-IIს
17/03/2020
ვებგვერდი, 23/03/2020
020000000.05.001.019797
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17314 და 17315 მუხლები:

„მუხლი 17314. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება, მისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება, მისთვის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა ან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება იმ დაწესებულების მიერ, რომელშიც ამ პირის დასაქმება კანონით აკრძალულია, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება  პირის დასაქმების იმ შემთხვევაზე, როდესაც ამ პირს საქმიანობის უფლება „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა.

მუხლი 173 15. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობა

„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ იმავე კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა − 

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით.“.

2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42​1 და 42​2 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 43​1−44​3, 44​5, 447–44​11, 45-ე−46​4, 48-ე, 49-ე, 50​1, 51-ე–55​4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59​2−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 71​1, 72​1–78-ე, 79​1–81-ე, 82​1, 82​2, 82​5, 84-ე–86-ე, 871−89​3, 91​2, 91​3, 94-ე, 95-ე, 99-ე, 100​1, 100​2, 103​1, 104-ე და 105​1 მუხლებით, 127​1 მუხლის მე-5 ნაწილით, 128​1–128​5, 143-ე, 144-ე, 144​10, 145-ე, 146​1, 148-ე, 150-ე, 150​1, 151-ე, 152-ე, 152​2, 153-ე, 153​1 და 153​3–153​5 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−154​2, 155​1 და 155​2 მუხლებით, 155​3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 155​6 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557–15511, 156-ე, 157​1–158​1, 159-ე, 159​1, 159​4–159​10, 163-ე, 164-ე, 164​4, 1651–165​3 და 166-ე−167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 171​5 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 172​4–172​6, 173-ე, 173​4–173​7, 1739, 17312, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 174​15 მუხლის მე-4 ნაწილით, 175​1 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 177​11 და 177​12 მუხლებით, 177​13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 179​1–179​3, 180-ე და 181-ე მუხლებით, 181​1 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 187​1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196​3, 196​6, 197​1, 197​2 და 199​1 მუხლებით.“.

3. 239-ე მუხლის:

ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127​1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 135​2−135​4, 139​5, 150-ე, 152​7, 152​8 და 1533 მუხლებით, 153​6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 173-ე, 17314, 17315, 174​1, 174​15, 17416, 175​2, 176​1, 177-ე, 177​1, 180-ე–183-ე, 190-ე, 190​2, 191-ე და 199​1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 45​1, 166-ე და 197​2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“;

ბ) მე-18 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 ნაწილი:

„181. ამ კოდექსის 17314 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მარტი 2020 წ.

N5751-IIს