საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1358-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.017159
1358-რს
27/09/2013
ვებგვერდი, 09/10/2013
020000000.05.001.017159
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება

   1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.

  2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა –

  გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და სამოცდაათიდან ას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

   3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ას ოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

  4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, −

   გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

  5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, −

   გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ორას ოციდან ორას სამოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.“.

   2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 711 მუხლი:

   „მუხლი 711. დაცული ტერიტორიების მიწების დანაგვიანება, დაზიანება

   1. დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრა –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

   2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

  3. დაცულ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწის ან კლდოვანი ქანების დაყრა –

   გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას –  1 000 ლარის ოდენობით.

   4. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

   გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას –  1 500 ლარის ოდენობით.

  5. დაცული ტერიტორიის რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით დანაგვიანება −

   გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

   6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

   გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას –  1 500 ლარის ოდენობით.

   7. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

   გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას  −   2 500 ლარის ოდენობით.

   შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგების გამოსასწორებლად სამართალდამრღვევს მიეცემა გონივრული ვადა.“.

    3. 89-ე−893 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა

   1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან სამოცდაათ ლარამდე.

  2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ოთხმოცდაათ ლარამდე.

   მუხლი 891. ბუნების ძეგლის დაზიანება

   1. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ბუნების ძეგლის დაზიანება −

  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 700 ლარის ოდენობით.

   2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას –  1 000 ლარის ოდენობით.

  მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა

  1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

  2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.

   მუხლი 893. დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება

   1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი) –

  გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

   2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

   3. დაცულ ტერიტორიაზე (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია თევზჭერა) პირის ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.

   4. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.“.

   4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

  რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4412, 45-ე, 46-ე, 461, 48-ე, 49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603,  61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–1793, 180-ე–183-ე, 187-ე–1872 და 189-ე მუხლებით, 191-ე მუხლით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.

   5. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

   საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე–65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 146მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

   6. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 711, 721−78-ე, 791, 792, 82-ე–822, 84-ე−86-ე, 89-ე–893, 912, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 1461 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1358-რს