დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2855 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 30/10/1990 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1990 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.000.040 |
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10; 1982 წ., №12, მუხ. 371) 217-ე მუხლში სიტყვები „ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ხუთას მანეთამდე“.
2. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 420) 185-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათ მანეთამდე“ და 187-ე მუხლში სიტყვები „ათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.
თბილისი, 1990 წლის 30 ოქტომბერი.
№2855 –XI
დოკუმენტის კომენტარები