საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6147-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.016713
  • Word
6147-Iს
08/05/2012
ვებგვერდი, 25/05/2012
020000000.05.001.016713
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილება:

1. 107 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

1. სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონის საფეხურებსა და სახურავზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

2. სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების, ლოკ მოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

3. მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და კარიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

4. ეგიონული მიმოსვლის მატარებლის ვაგონში (მათ შორის, ტამბურში), მაგისტრალური და საერთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო მატარებლებში ნებადაურთველ ადგილებში მოწევა

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.“.

2. 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) რეგიონული მიმოსვლის მატარებლით

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;

ბ) მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით;“ .

3. 211-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 211. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები

1. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე და 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე და 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის).

2. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

3. საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირს უფლება აქვ , ამ კოდექსის 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით სა ჯარიმო ქვითარი გამოწერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მისთვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პირი გამოწერს საჯარიმო ქვითარს, ასევე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.

4. 242-ე მუხლს შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი  მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6147- I