დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2352 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/06/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 24/06/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.001.295 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
��� მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1781 � 1783 მუხლები:
��� ��მუხლი 1781. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შექმნისაგან თავის არიდება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, აგრეთვე მისი თავისუფალი გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობების შექმნისაგან თავის არიდება , �
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
��� მუხლი 1782. ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა
დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და განაშენიანების, საცხოვრებელი რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, შენობათა და ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა , �
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე.
��� მუხლი 1783. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პირობის დარღვევა
დადგენილი წესის დაცვით ელექტროენერგიით უზრუნველყოფის პირობის დარღვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ელექტროენერგიით მომარაგება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, �
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით განსაზღვრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებს, რომელთათვისაც ელექტროენერგიით მომარაგება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. �.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოების განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონის (ქალაქის) სასამართლოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421, 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე, 441, 442, 443, 45-ე, 46-ე, 461, 47�56-ე, 57�69-ე, 71�86-ე, 88-ე�1002, 103-ე�1051 მუხლებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1281, 133-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146-ე, 1461, 1471, 148-ე�1542, 1551, 156-ე, 1571, 1572, 1573, 158-ე, 1581, 159-ე, 1591, 1592, 1593, 1594, 1595�1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651, 1652, 1653, 166-ე, 167-ე, 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1723, 173-ე, 1731, 1732, 1733, 1734, 1735, 1736, 1737, 1738, 174-ე, 1741, 1742, 1743, 1744, 1747, 175-ე, 176-ე, 1771, 1773�1777, 1778, 1779, 17710, 17711, 178-ე, 1781, 1782, 1783, 1792, 180�183-ე, 185-ე�1871, 1872, 189-ე, 191-ე, 192-ე, 195-ე, 1962�1966, 1971 მუხლებით.�.
3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე ნაწილი:
�ამ კოდექსის 1781�1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ერთობლივად ადგენენ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. �.
4. XXXII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�თავი XXXII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
��� მუხლი 313. გარდამავალი დებულება
საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 1781 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სანებართვო პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების განსაზღვრისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
��� მუხლი 314. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კოდექსის 153-ე მუხლის მე-3�5 ნაწილები, აგრეთვე 239-ე მუხლის 43-ე ნაწილი ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ კოდექსის 1781 მუხლი და ამ მუხლთან დაკავშირებული 208-ე მუხლითა და 239-ე მუხლის 45-ე ნაწილით განსაზღვრული დებულებები ამოქმედდეს 2003 წლის 1 დეკემბრიდან. �.
��� მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 6 ივნისი.
№2352�IIს
დოკუმენტის კომენტარები